დიზანი: მაშო მარგიშვილი

კურატორი: იოზას ბრუნდზა | VDA; არქიტექტურის და დიზაინის ფაკულტეტი

რეცენზენტი: შარუნას შლექტავიჩუს

მხარდამჭერები: რუტა ბირგელაიტე | ალექსანდრ დუბიცკი | იევა რიძვანავიჩუტე

წელი: 2012

 

იდააფი მოხარულია წარმოგიდგინოთ, ქართველი დიზაინერის მაშო მარგიშვილის სოციალური დიზაინ პროექტი, რომელიც მან ვილნიუსის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას მოამზადა. ეს მისი სადიპლომო ნამუშევარია. მისი სრული და თავდაპირველი დასახელებაა „დიზაინი სოციალურად დაუცველი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანებისთვის“, საკმაოდ ვრცელი მაგრამ შესაფერისი. როგორც მაშო ამბობს, პროექტის მთავარი არსია შეიქმნას დიზაინი ასეთი ადამიანებისთვის და დაეხმაროს მათ კვლავ იგრძნონ თავები საზოგადოების წევრებად და მეორეს მხვრივ საზოგადოებაში გააღვივოს უსახლკაროთა მხარდაჭერის სურვილი.

პროექტი დაფუძნებულია რამდენიმე თვის მანძილზე მიმდინარე კვლევაზე და რიგ ექსპერიმენტების შედეგზე.

გაეცანით პროექტის შესახებ მეტ დეტალებს, მისი ფიზიკური და კონცეპტუალური ასპექტების ჩათვლით, თავად ავტორისგან ქვემოთ.

„მას შემდეგ, რაც დიზაინის შესწავლა დავიწყე მეუბნებიან რომ პრობლემის გადაწყვეტა დიზაინის განუყოფელი ნაწილია. მე ვკითხულობდი, ვისმენდი და ვუყურებდი დიზაინერებს, რომლებიც ისევ და ისევ ატარებდნენ ამ იდეას; მათი ნაწილი დიზაინის ცნებას ასეც კი განსაზღვრავს „ხერხი პრობლემების გადასაჭრელად მომხმარებლის მოთხოვნილებების გააზრების გზით და იდეის განვითარება ამ საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.“

სამწუხაროდ დღესდღეობით ყველა არ ითავისბს გონებით ამ დებულებას. მე ვხედავ ობიექტებს, რომლებიც იქმნება უმთავრესად კომფორტისთვის და არა საჭიროებიდან გამომდინარე. ამ დროს უამრავი პრობლემა არსებობს, რომელიც ჩვენი მხრიდან ყურადღებას და ანგარიშის გაწევას საჭიროებს. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ნამუშევრები მიმართონ სხვა და სხვა არსებული პრობლემისკენ დიზაინერების უმეტესობა ქმნის ობიექტებს ფუფუნებისთვის და შემდგომ მათ გასამართლებლად ეძებს პრობლემას და მას უდებს სარჩულად. ვფიქობ, ასეთი მიდგომა როგრც წესი მთავრდება ფუჭი შედეგით და არ ასახავს გარემოს მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას.

რადგან სწავლის დასასრულს მომეცა საშუალება ამერჩია თემა ჩემი პროექტისთვის, გადავწყვიტე მემუშავა ნამდვილ სოციალურ პრობლემაზე და მეცადა დავხმარებოდი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ადამიანებს. სურათი რომელსაც ჩვენ სოციალურად დაუცველი ადამიანების ყურებისას ვხედავთ დიდი ხნის მანძილზე არ მაძლევდა მოსვენებას და მჯერა, რომ მცირე ყურადღება მათ მიმართ ისეთი როგორც ჩემი ობიექტია შესაძლოა გახდეს ბიძგი პირველი ნაბიჯისთვის მოქალაქეთა მხრიდან. სხვათა დახმარების სურვილით გადავწყვიტე გამომეწვია საკუთარი თავი და დამემუშავებინა სასარგებლო დიზაინი.“

კვლევის შედეგად ავტორმა გამოყო რამდენიმე ტიპის ნივთები, რომლებიც უსახლკაროებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მათ მოსაპოვებლად ნაგვის ურნებში ქექვა უწევთ. „ნაბიჯი 1“ არის კონტეინერი, რომლის სტრუქტურაც იძლევა სათავსს კონკრეტული ტიპის ნივთებისთვის, ესენია: ბოთლები, ტანსაცმელი, მაკულატურა და საკვები. ის განსაზღვრულია ქუჩაში დასადგმელად, ან შესაძლოა თითოეული მოდული მიმაგრდეს ინდივიდუალურად რომელიმე კედლის სიბრტყეზე. ვერტიკალურად განვითარებული ვარიანტის შემთხვევაში კონსტრუქცია იწყება ყველაზე დიდი ზომის ყუთით და სრულდება ყველაზე პატარით.

„ ჩემი მიზანია გავწყვიტო კავშირი უსახლკაროებსა და ნაგავს შორის.

მანამდე სანამ დავიწყები ქუჩის კონტეინერების იდეის დამუშავებას აუცილებლად უნდა მენახა თუ როგორ იმუშავებდა ის რეალობაში. ამიტომ, გადავწყვიტე ჩამეტარებინა ექსპერიმენტი. ნაგვის კონტეინერებთან დავდე ორი მუყაოს ყუთი; მათ სამი დღის მანძილზე ვაკვირდებოდი, ფოტოებს ვუღებდი დღეში ორჯერ. პირველ დღეს თითოეულში ჩავდე ტანსაცმელი და ყუთებს დავაწერე მათი დანიშნულება. მომდევნო დღეს ერთი ყუთი აღარ დამხვდა, მაგრამ ვიღაცამ მეორე კონტეინერიდან ტანსაცმლის პარკი ამოიღო. შემდეგ დღეს არაფერი შეცვლილა. ბოლო დღეს კი უკვე სხვა ადამიანმა ჩადო ჩემს ყუთში ჩანთა ტანსაცმლით და საღამოსთვის უსახლკარომ ის აიღო. რაც ნიშნავდა, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და შედეგმა მეტი ენთუზიაზმი შემმატა გამეკეთებინა უკეთესი და უფრო სუფთა დიზაინის ყუთები უკეთესი ურთიერთკავშირისთვის.“

ფუნქციის უკეთ შესრულებისთვის საბოლოო დიზაინი უმცირეს დეტალებსაც შეიცავს, ისეთი როგორიც არის ერგონომიული კარის სახელური, ამინდის ფაქტორებისგან დამცავი ელემენტები და დამიშნულების მაჩვენებელი პიქტოგრამები. მასალად მეტალი ფუნქციიდან გამომდინარე შეირჩა. პროექტის ღირებულებაც ასევე გათვალისწინებულია, რადგან უმეტესად მსგავსი ტიპის წამოწყებები სახელმწიფოს მიერ ფინანსდება და ბიუჯეტი ყოველთვის შეზღუდულია.

მჯერა, რომ პატარა მასშტაბის გადაწყვეტა შესაძლოა გახდეს იმედის ჩასახვის წყარო და გააადვილოს სისტემის ამუშავება. სოციალური მხარდაჭერა უსახლკაროებისთვის ძალიან დიდ მნიშვნელობას შეიძენდა.“

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest