PHOTO: Gregory Regini

MODEL: Qeti Lomadze (IMAGE CENTRE)

MAKE UP: Christina Regini

 

დიზაინერი გოლა დამიანი, ქართული მოდის ერთ-ერთი ინოვატორია. გამორჩეული ფორმებითა და განსხვავებული ხედვით, მან თავიდანვე მიღწია წარმატებას და მალევე გახდა ცნობადი ფართო მასებისათვის. მისი კოსტუმების ტექსტურა, ქსოვილები და მოყვანილობა თვალსაჩინო და ჰარმონიულია.

“SLEEP WITH ME”, გაზაფხული-ზაფხული 2015 წლის კოლექცია, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ, სავსეა „გოლასებური“ სიახლეებით: დახვეწილი სილუეტებით, ნაქარგებით, ბავშვური ნახატებითა და რაც მთავარია, საუცხოოდ შერჩეული ფერთა გამით. ამ ნამუშევრით, გოლა შეეცადა, გადმოეცა საკუთარი ფიქრები.

– ძალიან რომანტიული ადამიანი ვარ და ჩემს კოლექციებს ყოველთვის სენტიმენტალურ, სასიყვარულო სახელებს ვარქმევ. მაგალითად, ჩემს წინა კოლექციას „ITS ALL ABOUT YOU“ ერქვა. “SLEEP WITH ME” -ში ვეცადე, ტენდენციებს არ ჩამოვრჩენოდი. გამოვიყენე ნაქსოვი მასალები, ჯაკარდის ქსოვილი და აბრეშუმი. ძალიან მომწონს ღამის პერანგები, თუმცა ქუჩაში მას არავინ იცვამს, ამიტომაც კოლექციაში გავაკეთე სვიტერები, რომლებსაც ზედაპირზე ღამის პერანგები აქვს. ამ თემის გარშემო ავაგე კოლექცია, ყველა ლუქში მაქვს ღამის პერანგის მსგავსი ზედა და ქვედატანი, სწორედ ამან განაპირობა სახელი: “SLEEP WITH ME” – აღნიშნა IDAAF -თან საუბარში გოლამ.

 

კოლექციაში ძირითად ფერებად გამოყენებულია ნარინჯისფერი, ლურჯი, მწვანე, და ფირუზისფერი, რაც შესაბამისობაში მოდის ბავშვური თემის ნაქარგებთან. კოსტუმები დატვირთულია საქანელებისა და ბუშტების ფორმებით, გვხვდება რამოდენიმე ნახატი და სათამაშოც. ავტორის იდეა, კოლექცია გამოსულიყო რომანტიული და უბრალო, ამ ნამუშევრით 100% ით შესრულდა. “SLEEP WITH ME” -ის კონცეფცია ღამის პერანგებია და ის ნებისმიერ ადამიანზე გათვლილი, განურჩევლად ასაკისა და შეხედულებებისა.

რაც შეეხება გოლა დამიანის სამომავლო გეგმებს, ის აუცილებლად მრავალფეროვანი, ინოვაციური და მიმზიდველი კოლექციები იქნება.

 

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest