ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ უბრალოებაში დამალული ნაზი დიზაინი, რომელიც პარიზელმა ახალგაზრდა დიზაინერმა საიმონმა შექმნა ქალებისათვის. ბრენდის სახელი ჟაკემუს-ით არის ცნობილი.

ყველა დამწყები დიზაინერისთვის არის საჭირო ინსპირაცია, როგორც საიმონმა ცნობილ ჟურნალ Dazed and Confused-თან ინტერვიუში განაცხადა, მისთვის მთავარი იყო შეექმნა ძლიერი ქალის იმიჯი, 90-იანი წლების გავლენით, ამით მას უნდოდა გამოეხატა ხსოვნა დედამისის მიმართ.

კოლექცია La Piscine არის გაჯერებული ფემინიზმით, თუმცაღა არ კარგავს თავის მთავარ ელემენტს, რასაც მარტივი შტრიხებით და ვინტაჟური მოყვანილობით ამძაფრებს. მასში კარგად იკითხება პარიზული სულისკვეთება, რაც მას კიდევ უფრო მომხიბვლელს ხდის.

ჩემი აზრით შეუძლებელია, ნახო ჟაკემუსის კოლექციები და დარჩე რაიმეთი უკმაყოფილო. მიუხედავად იმისა რომ, ის ჯერ ახალი „ხილია“ საზოგადოებისთვის, მოდის სფეროს ნამდვილად ჭირდება თანამედროვე ხედვა, რასაც მე საიმონ პორტ ჟაკემუს-ის მიერ შექმნილ ტანისამოსსშიუდაოდ ვხედავ. მისი კონცეპტუალური აღქმა, თითქოსდა აჯანსაღებს და მეტ ხიბლს სძენს ამ დროისთვის ბაზარზე მყოფ ცნობილ დიზაინერულ სახლებს.

ჟაკემუსის თქმით, ის რისკავს რათა შექმნას კოლექცია, რომელსაც ექნება ყველაფრის და არაფრის ეფექტი ერთდროულად. მასას კი მხოლოდ მარტივი არჩევანის საშუალება დარჩება ან შეიყვაროს ეს ყოველივე ან სიძულვილით შეხედოს.

როგორც არ უნდა იყოს, სიმარტივეში გამოხატული სილამაზე , განსაკუთრებით თუ მას პარიზული ბრენდი წარმოადგენს ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს.

 

ვიდეო: http://vimeo.com/78413969

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest