ასე მგონია, ამ ბიჭმა ტყე შემოიტანა ინტერიერში: ამდენი ხის ნივთი, ტრადიციული ბრიტანული ინსტრუმენტებით დამზადებული მის მიერვე, ელეგანტური ფორმებითა და თანამედროვე დიზაინში გადმოცემული, არის ის, რაც სებასტიან კოქსს სხვა უამრავი დიზაინერისაგან გამოარჩევს. უბრალოება და ფორმათა იდილია მის ნამუშევრებში კარგად იგრძნობა, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭს, სხვათაშორის, უკვე მრავლად დაუგროვდა. უამრავი კონკურის გამარჯვებული და წლევანდელი “ლონდონის დიზაინის ფეტივალის“ „ვარსკვლავბიჭუნა“, აქტიურად მუშაობს პროდუქტის დიზაინზე. მის მრავალფეროვან პორტფოლიოში იხილავთ ხის სანათებს, თხილის სამტვრევს, სხვათაშორის, თხილსაც, რომელსაც 6 ფუნტ სტერლინგად შეიძენთ, შანდლებს, მაგიდა- სკამებს, კარადებსა და სხვა საინტერესო ყოველდღიური მოხმარების ნივთებს, რომლებიც რათქმაუნდა, ხისაა და რათქმაუნდა, ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული.

სებასტიანი ბრიტანელია და ლონდონში მოღვაწეობს. გრინვიჩში, ტემზის ნაპირზე აქვს სტუდია, სადაც რამოდენიმე,მასავით კრეატიულ ადამიანთან ერთად მუშაობს. ბრიტანული ტრადიციული ხის დამუშავების ტექნიკა გულისხმობს, ძველი სამუშაო იარაღების გამოყენებით, ამ მასალისგან საჭირო ფორმების მიღებას. სებასტიანმა ერთი წელი დაუთმო ამ ხელობის შესწავლას და ახლა ის თავისით ქმნის ნამუშევრებს. ისინი ძველებური ტექნიკითაა შესრულებული, თუმცა თანამედროვე დიზაინი და ავთენტობა აქვთ, რაც მათ უფრო მიმზიდველსა და ფასეულს ხდის.

არ გეგონოთ ეს „ტყის ბიჭი“ ხეებს ჭრის და ისე ამზადებს ნივთებს, პირიქით, ბუნების აქტიური დამცველი, მასალას ხის გამონაზარდებიდან იღებს. ამ მეთოდს “კოპიცინგი“ (Coppicing) ჰქვია.სებასტიანი წელიწადში 3-ჯერ მიდის ტყეში და ხეებს ბუჩქოვანი გამონაზარდებისგან ათავისუფლებს, ანუ მათ ძირითად სხეულს აძლევს საშუალებას უფრო ადვილად გაიზარდოს, ხოლო ზედმეტებს ტოტებს აჭრის.ის ასევე იყენებს ბუჩქოვანი ტიპის მცენარეებს (მაგალითად, თხილის ხე) და მათი გამოხშირვით იღებს სასურველ მასალას. შედეგი იდეალურია.

“ჩემი ხედვა არის ისეთი მსოფლიო, სადაც ტყეები მოვლილია და ადამიანი ბუნებასთანაა ინტეგრირებული. ამიტომ, მე ვქმნი საგნებს მდგრადი მასალებით, ტრადიციული და ძველებური ტექნიკით, თუმცა თანამედროვე ესთეტიკით. მე მჯერა, რომ დიზაინისადმი უფრო ფრთხილი მიდგომა მიგვიყვანს შედარებით უფრო მდგრადი მასალის გამოყენების კულტურისკენ.”

ამ ვიდეოში სებასტიანი საუბრობს და გვაჩვენებს თავისი მუშაობის მეთოდს:

http://vimeo.com/40286680

(სხვათაშორის, ტყეში ვიზიტისთვის, ბრიტანული კანონმდებლობის მიხედვით, ის იხდის გარკვეულ თანხას და ასევე დაწესებულია შეზღუდვები და ლიმიტი მოჭრილი მასალის რაოდენობისა).

ამ მეთოდით, ჯანმრთელი მასალა და ნატურალური პროდუქტი, ინტერიერში სრულ იდილიას ქმნის, გამოყენებაც სასიამოვნოა და თავიდანაც აღვნიშნე, თითქოს ბუნება ერთ ოთახში გაქვს, თითქოს ტყეში ცხოვრობ.

 

 

სებასტიან კოქსის მთავარი ღირებულება, მისი უნიკალურ დიზაინის გარდა, ისაა, რომ ის ხელოსანიცაა – საკუტარი ხელებით ქმნის თავის ნამშევრებს. შესაბამისად, ისინი უნიკალურია და მასიურ წარმოებაში არაა ჩაშვებული. მთავარი შეზღუდვა ახალგაზრდა ხელოვანისთვის იარაღებია, ისინი აუცილებლად ძველი უნდა იყოს და თანამედროვე ტექნიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდეს. ეს ფაქტი კი უფრო ეგზოტიკურს ქმნის ამ ყველაფერს.

თვითონ ამბობს, რომ მისი იდილია სენდვიჩები, თერმოსით ცხელი ჩაი და მეგორებთან ერთად ტყეში გასეირნებაა მასალის შესაგროვებლად. ხოდა სხვას რას უნდა ელოდო ასეთი ადამიანისგან, თუ არა უბრალო, მაგრამ შტამბეჭდავ ნივთებს.

ბუნება, მძფრად ასახული ავეჯში და შესაბამისად შემოტანილი ინტერიერში – სებასტიან კოქსი გარემოს მოყვარულებს კიდევ ბევრ „შთაგონების აღმძვრელ“ ქმნილებას შემოგვთავაზებს. მანამდე კი მის „ტყიურ“ ნამუშევრებს გადაავლეთ თვალი და ისიამოვნეთ:

 

განათება

 

 

მაგიდა – სკამები

 

 

კარადები- სხვადასხვა

 

 

 

მეტი ინფორმაციისათვის მის საიტს ეწვიეთ:

http://sebastiancox.co.uk

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest