სარა ქვინერი 1985 წელს ვანკუვერში დაიბადა და დღეს დღეობით ნიუ ორკში მოღვაწეობს. მის ნამუშევრებს კუპერ კოულის გალერია წარმოადგენს.

სარა Washed Out-ის ალბომ Paracosm- ის დიზაინიდან აღმოვაჩინე, შემდეგ მის სხვა ნამუშევრებსაც გავეცანი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი ამ ახალგაზრდა გოგოს შემოქმედებით. თითოეულ მათგანში კარგად იგრძნობა მისი განსხვავებული ხედვა საგნების მიმართ, დახვეწილი ფერთა გამა კი მათ უკეთესად აღქმას უწყობს ხელს.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ სარას რამოდენიმე პროექტს:

 

ტექსტილის დიზაინი SYNCHRO X -ისათვის

SYNCHRO X ტანსაცმლის ბრენდია. სარამ მათთვის ტექსტილის გრაფიკული დიზაინი შექმნა ყვავილების თემაზე. ყვავილის ჯიშები, რომელიც დიზაინერმა ნიუ ორკის ბიბლიოთეკაში მოიძია, ფოტოშოპში დაამუშავა და კომპოზიციას vintage სტილი მისცა. შედეგი არაჩვეულებრივია, ზოგადად მცენარეებისა და ყვავილების თემაზე შექმნილი ნამუშევრები ძალიან მომწონს და ეს ილუსტრაციებიც ერთ-ერთი საუკეთესოა, თავისი დახვეწილი დიზაინისა და დაბალანსებული ფერების გამო.

 

სხვადასხვა კოლაჟები

 

„ფერთა კვლევა“

წითელი, ლურჯი, მწვანე, ვარდისფერი, ნაცრისფერი, ყვითელი.

ამ ფოტო პროექტში ნაჩვენებია ერთი ფერის საგნებისაგან შექმნილი კომპოზიციები. გამოყენებულ ნივეთებს გარდა საერთო ფერისა, სხვა არაფერი აკავშირებთ ერთმანეთთან და ყველაზე მეტად, ალბათ, ესაა საინტერესოც, განსხვავებული საგნების ურთიერთდამოკიდებულება ერთ სივრცეში.

 

სარას ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მის პირად ინტერნეტ გვერდზე:

 

ავტორი : ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest