მსოფლიოს რაც ღირებული გააჩნია, ერთ- ერთი, გენიოსი გაუდის მიერ შექმნილი ეს მშვენიერი ქმნილებაა. მასზე იმდენი ქება დაწერილა და კიდევ იმდენი დაიწერება, კაცობრიობა რომ ვერასდროს მოთვლის. 1882 -ში დაწყებული მშენებლობის სრულყოფილ დასრულებას 2041-ში ელოდებიან, მანამდე კი მილიონობით ადამიანი ჩადის ბარსელონაში მის სანახავად და იმ მაგიური ენერგიის აღსაქმელად, რაც ანტონიო გაუდის ნამუშევრებს მუდამ თან ახლავს.

ამ სტატიაში ვერ ნახავთ სტანდართულ თარგმანს ვიკიპედიიდან „ლა საგრადა ფამილია“ -ს ( ქართ. „წმინდა ოჯახის ტაძარი“) შესახებ, არც ხოტბის შესხმას ელოდოთ, რადგან არ არსებობს საქებარი სიტყვა, რომელიც ამ ქმნილებას ღირსეულად აღწერს. აქ მე მინდა თქვენი ყურადღება დეტალებზე გავამახვილო, იმ დეტალებზე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფოტოგრაფმა გადაიღო, მინდა ეს ქმნილება გაფანტულად დაგანახოთ, რომ მისი თითოეული ქანდაკება, კომპოზიცია თუ სხვა ღვთიური ფორმა მთელი ემოციურობით შეიგრძნოთ.

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest