სამხატვრო აკადემიაში დაწყებულმა მეგობრობამ, დღევანდელი სტატიის გმირები პროდუქტის დიზინის საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანა. ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია ROOMS-ის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის კომპანიის დამაარსებლები არიან. დაიბადნენ თბილისში 1981 წელს დამას შემდეგ, რაც 2003 წელს სწავლა სამხატვრო აკადემიაშიდაამთავრეს, დაარსეს სტუდია ROOMS. დასაწყისისთვის,ისინი ადგილობრივ ბაზარზე გამოდიან, მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, ქმნიან ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს.ეხლაც, მათი ნამუშევრების უმეტესობას თბილისში ვიპოვით.

2010 წელი სტუდიისთვის წარმატებული აღმოჩნდა. მათ მონაწილეობა მიიღესმილანში ახალგაზრდა დიზაინერებისთვის გამართულ გამოფენა Salone del Mobile-ში,რომელიც დამწყები არტისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა თავის წარმოსაჩენად და ცნობილი, წამყვანი ბრენდების ყურადღების მისაქცევად.ქართველი დიზაინერების ქმნილებებით გერმანული კომპანია Moooiდაინტერესდა დაგადაწყვიტა მათთან ერთად ემუშავა განათების პროექტზე„Position Lamp“, რომელიც უკვე 2011 წელს მილანში გამართულ გამოფენაზე წარადგინეს. 2010 წელს ROOMS ასევე მონაწილეობდა ხელოვნებისა და დიზაინის გამოფენაში სახელწოდებით „განსაკუთრებული საჭიროებები“ ბევრი ცნობილი დიზაინერის გვერდით, როგორებიცაა მარსელ ვენდერსი, კარიმ რაშიდი და ა.შ.იმავე 2011 წელს,ROOMS-მა დანიელ დიზაინერთან, ქრისტიან ვესტფალთან ითანამშრომლა კოპენჰაგენის მოდის კვირეულზე. მათი პრეზენტაცია დიზაინერის კოლექციის იდეას ეპასუხებოდა.

ნატა და ქეთი საკუთარ ნამუშევრებს ერთ კონკრეტულ სტილს არ აკუთვნებენ და თვლიან, რომ ისინი ეკლქეტიურია. დღესდღეობით,ROOMSუკვე საერთაშორისო დიზაინის სამყაროს წევრი და მოთხოვნადი ბრენდია, ყოველთვის აქვთ ახალ პროექტებზე სამუშაო, ხოლო მათი ნამუშევრები გამოფენილია მრავალ გალერეასა თუ მაღაზიაში, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

თანამედროვე მსოფლიოს პრაქტიკაში გამოიხატა დიზაინერის შეუზღუდავი შესაძლებლობა, შექმნას პროდუქტი ყველა ნაირი სტილის, ფერის ა ნფორმის აქამდე რსებული სტერეოტიპების უგულველყოფით. მხოლოდ საზოგადოებაზეა დამოკიდებული მოიწონებს თუ არა. თქვენ როგორ თვლით, რა არის თქვენი სტილი, მიმართულება და რა კუთხით ვითარდება ROOMS-ისშ ემოქმედება?

ჩვენ ნამუშევრებში ყოველთვის გამოვხატავთ საკუთარ შინაგან მდგომარეობას, შედეგი კი ცოცხალი ამბის და ხასიათის მატარებელი ინტერიერსა თუ პროდუქტს ვქმნით. ვცდილობთ ვიზრუნოთ არამარტო ადამიანის ფიზიკურ კომფორტზე, არამედ შევქმნათ შინაარსით დატვირთული სივრცეები და პროდუქტები, ხოლო მასალა, ფერი და ფორმა ულვე ამ განწყობის გამომხატველი ხდება. შესაბამისად ROOMS ჩვენ პიროვნებებთან ერთად იზრდება და ვითარდება.

 

თქვენი ნამუშევრები უკვე იფინება მსოფლიოს წამყვან გალერეებში, უამრავი მნახველი ჰყავს ექსპოებზე სხვადასხვა ქვეყნებში. რა იქნება შემდეგი, რა არის ისუფრომეტირასაც გინდათ, რომ ROOMS-მა მიაღწიოს?

დიზაინი ჩვენი ცხოვრების ნაწილი.ამ პროცესისგან სიამოვნების მიღების შენარჩუნება ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ის უფრო“ მეტი და სასიამოვნო ჩვენთვის იქნება თუ ჩვენი მოღვაწეობით კვალს დავტოვებთ დიზაინის ისტორიაში და თუ გავხდებით სხვებისთვის შთაგონების წყარო.

გაქვთ თუ არა ისეთი ნამუშევარი, რომლითაც ყველაზ ემეტად ამაყობთ?

ჩვენი ნაშრომები ცხოვრების ეტაპების შესაბამისად, ასაკთან ერთად ვითარდებოდა, რთულია გამოყო რომელიმე მათგანი. თუმცა, როგორც ყველა ადამიანისთვის, დღევანდელი ჩვენი ნამუშევრები ჩვენთან უფრო ახლოს არის და ყველაზე მეტად შეესაბამება ჩვენს დღევანდელ განწყობას.

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ხელსაწყოქვენს სტუდიაში, რის გარეშეც ვერ იმუშავებდით?

ხელსაწყოზე ნაკლებად დამოკიდებული ვართ, მთავარია ის აურა, რაც ჩვენ სტუდიაში ტრიალებს იქ მყოფი ადამიანების გამო, ასევე ჩვენი სულიერი სიმშვიდე.

ყოველგვარი ხელსაწყოს და დამხმარე საშუალებების გარეშე შეიძლება შეიქმნას ახალი ნამუშევრების იდეა.

როგორია შექმნის პროცესი, დასაწყისი და საერთოდ, როგორ ხვდებით, რომ დაასრულეთ?

ინტერიერზე მუშაობისას დასაწყისი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია, უფრო მეტ დროს ვუთმობთ, რადგან მთავარია საწყისი კონცეფცია იყოს გამართული და ბოლომდე ჩამოყალიბებული. ამის შემდეგ პროცესი ბევრად მარტივად და სწრაფად ვითარდება.

პროდუქტზე მუშაობა ბევრად უფრო სპონტანურია, პროტოტიპის რეალიზების შემდეგ ვცდილობთ ტექნიკური დეტალები დავხვეწოთ და განვავითაროთ.

ამ საუკუნეში ცოტა გაცვეთილად მეჩვენება საუბარი ქალისა და კაცის საქმეშორის განსხვავებაზე. იზიარებთ თუ არა ფემინისტურ იდეებს, როგორია ქალი დიზაინერების სამყაროდა რით განსხვავდება კაცებისგან?

ალბათ, ქალის ნამუშევარი ბევრად სიღრმისეული და ემოციურია. მამაკაცის ნამუშევრები შედარებით პრაქტიკულია საკუთარი ბუნებრივი ხასიათიდან გამომდინარე, ნაკლებად იგრძნობა ემოციური გავლენა.

 

ფოტოებზე ნაჩვენებია ROOMS-ის ბოლო ნამუშევარი, რომლებიც მილანში – გალერეა როსანა ორლანდიში და ასევე ლონდონის მინტ გალერეაში იყო წარდგენული

 

 

 

ავტორი: მერი ხამხაძე

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest