MM6 MaisonMargiela – მარჯიელა, ეს ის ბრენდია, რომლის გამორჩეული მდგომარეობა მოდის სფეროში, არაერთხელ დამტკიცდა წარდგენილი კოლექციებით. ეს 2016 წლის საკრუიზო არ გახლდათ გამონაკლისი.

აღნიშნული კოლექცია, შედგება 23 ნამუშევრისგან, რომლებიც ერთი მეორესგან განსხვავებული და შთაბმეჭდავია. ასიმეტრიული ზედატანები, ფორთოხლისფერი და მწვანე ელემენტებით გაჯერებული ქვედაბოლოები, რომლებიც ნაზად ერწყმის შარვლებს. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იდეალურად თავმოყრილი საუცხოო კოსტუმები, რაც, პრინციპში, გასაკვირი არცაა მოდის ამ სახლისგან.

 

 

როდესაც ვსაუბრობთ განსხვავებულობაზე, შეუძლებელია არ აღვნიშნო ნიკოლას გესკიერის მიერ ლუის ვუიტონის ჩვენება. ფრიად ნასიამოვნები დავრჩი ამ კოლექციით, რადგანაც თითოეული დეტალი ერთმანეთთან იდილიშია, დაწყებული ჩვენების ადგილით და დამთავრებული მუსიკით, თვითონ კოლექციის კოსტუმებზე რომ არაფერი ვთქვათ.

მოდელები იმდენად ბუნებრივად გამოიყურებოდნენ, თითქოს მათზე ვიზაჟისტების დიდ გუნდს თითიც კი არ მიუკარებია. კიდევ უფრო მომნუსხველი ფართე კაბების სილუეტებია, რომლებიც დომინირებს კოლექციაში. საოცარი ფერთა გამა, ტყავის ელემენტებით გაჯერებული ტანისამოსი, მეტალიკური ან ბზინვარე ეფექტის მქონე( ამას სხვა სახელი ქვია) კურთუკები, რომლებიც კოსმონავტურ ფორმას უფრო მოგაგონებდათ და ამავდროულად ნაზი, ქალური სილუეტების მაისურები და ქვედატანები ქმნიან ამ კოლექცია სტულყოფილსა და ასე სახასიათოს.

ნიკოლას-მა ნამდვილად შეძლო ამ კოლექციით დაემტკიცებინა ყველა მოდის მოყვარულისთვის, რომ ლუის ვუიტონი არ არის მხოლოდ და მხოლოდ ჩანთებსა და ქამრებზე დაყოლილი „LV“.

 

 

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჩემი ერთ-ერთ უსაყვარლესი ბრენდი, The Row. მერი-ქეით და ეშლი ოლსენების მოდის სახლი, რომელთა კოლექციასაც ყოველთვის სულმოუთმენლად ველი და რომელიც იმედს არასდროს მიცრუებს.

მათი ყველა კოლექცია გაწონასწორებული და დახვეწილი სტილის მატარებელია. ამ საკრუიზო ჩვენებისშემთხვევაშიც, ყველაფერი თავის ადგილზე დგას. სილუეტი ფართო, დავარდნილი კონტურებით გამოირჩევა. ვთვლი რომ არავის არ გამოსდის ასე ლამაზად დაფაროს ქალის სხეული ფართე ტანისამოსში და მისცეს ასეთი სექსუალური იერსახე ერთდროულად. დაუფიქრებლად ვიქონიებდი მთლიან კოლექციას საკუთარ გარდერობში და ვიცი არასდროს არ მომბეზრდებოდა.

 

 

სტატიას J.W. Anderson-ის საკრუიზო ჩვენებით ვასრულებ, კიდევ ერთი ჩემი საყვარელი დიზაინერით. მისი ეს კოლექცია ძალიან განსხვავებულია, შეიძლება ვერც მიხვდეთ, რატომ შეიძლება ლამაზად მოგეჩვენოს ჭრელ კაბასთან შეხამებული ოქროსფერი ჩექმის სტილის ფეხსაცმელი, მაგრამ სწორედ ამის უკან იმალება იდეალურად შეკერილი კოლექციის საიდუმლოება. სრულყოფილება არ ნიშნავს მაინც და მაინც ერთმანეთზე მისადაგებულ ტანისამოსს. კი, გეტყვით რომ ბებიის მოქსოვილ პულოვერს ძალიან უხდება ხაკისფერი გამოსასვლელი ქვედაბოლო. რაც შეეხება დანარჩენს, ჯ.ვ. ანდერსონმა ამჯერად აქცენტი გააკეთა მოპეპლუმო სილუეტებზე და კოპლებით აჭრელებულ ქსოვილებზე.

 

 

შეიძლება ჩემი სხვა სტატიებისგან განსხვავებით, ეს ჩამონათვალი არ იყოს იდეალურად მინიმალისტურ ტანისამოსზე, მაგრამ უბრალოდ შეუძლებელია თვალი ავარიდოთ იმ სილამაზეს რაც ჩვენს წინაშე ამ არაჩვეულებრივმა მოდის სახლებმა წარადგინეს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მოდა ანგრევს სტერეოტიპებს.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

ფოტო: www.style.com

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest