პროექტი: ვილები გოლფის კომპლექსისთვის

არქიტექტორი: WUNDERWERK + დავით გიორგაძე

საერთო ფართობი: 500 ჰ

ლოკაცია: თელეთი, საქართველო

კლიენტი: Primera Golf and Residence

საპროექტი ჯგუფი: გიგი შუკაკიძე, დავით გიორგაძე, ნიკოლოზ ლომიძე, სანდრო ღარიბაშვილი

სტატუსი: კონკურსის გამარჯვებული

წელი: 2016

 

თბილისის მახლობლად, თელეთის მთაზე Primera Residence Development and Construction LLC 18 წერტილიანი გოლფის კომპლექსს აშენებს 500 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს მის გარშემო ვილების განაშენიანებას. დახურულ კონკურსში მონაწილეობდა რამდენიმე უცხოური და ქართული არქიტექტურული ბიურო. გამარჯვებულად WUNDERWERK-ისა და დავით გიორგაძის ერთობლივი ნამუშევარი დასახელდა.

გუნდის მიერ შეთავაზებული დიზაინი ერთ სართულიან შენობებს წარმოადგენს. ტერიტორიის ლანდშაფტი 10%-იანი ქანობია ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს. აღსანიშნავია, რომ ძლიერი ქარი უბერავს ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, რომლისგანაც ტერიტორიას იცავს ტყე, რაც გათვალისწინებულია პროექტირებისას და ახალი მოცულობები ისეა განლაგებული, რომ ქარისგან დამცავი ბარიერის როლს თამაშობს.

შენობების ენერგო-ეფექტურობა მიღწეულია მზის ორიენტაციის მიხედვით მათი სწორი განლაგებით. განაშენიანების კონცეფციის მთავარი იდეა დაფუძნებულია GPS-ის უნივერსალურ 50 x 50 მ ბადეზე, რომლის 1/8 -ჯერ შემცირების შედეგად ვიღებთ 6,25 x 6.25მ ბადეს, რომელიც იდეალური კონსტრუქციული მალაა ადგილობრივი სეისმური პირობების გათვალისწინებით.

6,25X6,25მ (39მ2) კვადრატის 45 გრადუსით დატრიალების შედეგად მიიღწევა ორჯერ მეტი ფართი (78მ2) იგივე სამშენებლო მასალების გამოყენებით. მოცულობა იღებს ოთხის ნაცვლად რვა ორიენტაციას, რაც მზის მეტ ენერგიას ნიშნავს. ეს მეთოდი ასევე აადვილებს შენობების ლანდშაფტზე განლაგებას, კლდოვანი რელიეფის მოჭრის გარეშე.

6,25X6,25მ უნივერსალური ბადე ქმნის მთავარ გეომეტრიულ მატრიცას არსებულ გენგეგმებზე, რომელიც აადვილებს განაშენიანების გეგმარებას, ხოლო 45% შებრუნების პრინციპი გვაძლევს მოცულობის ვარირების საშუალებას. ექვსი მათგანი არის წარმოდგენილი პროექტში, ხოლო ორი მათგანი არის დეტალიზირებული ესკიზური პროექტის სახით.

 

WUNDERWERK-ის სხვა ნამუშევრებს გაეცანით აქ

ტექსტი: ნანუკა ზაალიშვილი, WUNDERWERK

Facebook Comments
facebooktwitterpinterest