ეს საინტერესო პროექტი – ინსტალაცია კანადაში, ქუებეკის საერთაშორისო ფესტივალზე განხორციელდება, რომელიც 2014-ში 28 ივნისიდან-28 სექტემბრადე გაიმართება. პროექტს ქვია „რეფლექტური ჭურჭელი“ და მისი იდეა ესპანელი არქიტექტორების ჯგუფს, Citylaboratory-ს ეკუთვნის.

„რეფლექტური ჭურჭელი“ ეს არის ზედაპირული წყლის აუზი, ცენტრში ჩაღრმავებით. იგი წყლით იქნება სავსე, რომელიც გაემოსა და ცას აირეკლავს. როგორც ავტორებმა აღნიშნეს, ამ პროექტის იდეაა ბუნების სილამაზის დაფიქსირებაა, მათ სურთ რომ ტყეში მოსიარულეებს შეექმნათ განწყობა, თითქოს ბაღში არიან და არა ველურ ბუნებაში. ამ შემთხვევაში, წყალი იქნება გამოყენებული, როგორც ამრეკვლადი მასალა. ეს შავი კონტეინერი არის ჩარჩო, რომელიც წყალს აჩერებს და საყრდენი წერტილით მიწაზეა დამაგრებული.

აუზი მუდმივად წყლით იქნება სავსე, რაც დაეხმარება ჩიტებსა და ტყის ცხოველებს წყურვილის მოკვლაში. ეს ყველაზე ჰუმანური ჟესტია ავტორებისგან, ამ პატარა პროექტში იგრძნობა ზრუნვა ტყის ბინადრებზე. წარმოიდგინეთ, ზაფხულის ცხელ დღეში რამდენი ტყის არსება გაგრილდება ამ აუზში.

ეს შავი აუზი დროთა განმავლობაში ტყის ნაწილი გახდება, იგი ამინდის შესაბამი ტემპერატურას შეითვისებს, ფოთოლცვენის დროს წყლის ზედაპირზე ფოთლები იტივტივებენ, ზამთარში თოვლი დაფარავს…

ეს პროექტი არის ექვსი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი, ის 300 მონაწილიდან შეირჩა და როგორც აღვნიშნე, ზაფხულში კანადაში, კერძოდ კი ქუებეკში განხორციელდება.

ერთი წუთით წარმოვიდგინე, რა კარგი იქნებოდა მსგავსი პროექტების განხორციელება ჩვენს ულამაზეს ტყეებში და არც ისე ულამაზეს პარკებში. წყალს უნიკალური თვისება აქვს, შექმნას გარემოში ყველაზე მეტი ჰარმონია, რატომ არ შეიძლება გამოვიყენოთ?.. ჩვენც გავაკეთოთ ლამაზი სკვერები, ბევრი ხეებით, ყვავილებითა და ესეთი პატარა აუზებით, სადაც ჩიტები გაგრილდებიან და ზაფხულის ცხელ ამინდში არც მე დამიშლის ჭკუა, რომ ჩავხტე.

 

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest