WHITE STUDIO WORKSHOP
შემოქმედებითი ჯგუფი: მერაბ გუგუნაშვილი, ნანა უერთაშვილი, ნანა მანგოშვილი, რობერტ ტიღინაშვილი, ნუკრი გლადკი, ნატო ქოიავა

ჯგუფის ხელმძღვანელები: ნატო ერისთავი, ნინო ყამბარაშვილი

 

White Studio-მ Birdy Pub-ისთვის პოპ არტის სტილში გადაწყვეტილი ძალიან საინტერესო ნიჟარების სერია შექმნა. იდააფმა ნატო ერისთავს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა:

 

– ნიჟარების სერია კონკრეტულად ამ ობიექტისთვის შეიქმნა თუ გქონდათ ესკიზები და მათი დამზადება ჩაფიქრებული იყო?

– ხშირად ჩვენ თვითონ ვქმნით ისეთ ნივთებს, რომლებიც ჩვენს გემოვნებასა და ინტერესს გადმოსცემს. ეს, ვფიქრობთ, რომ ჩვენს გალერეაში მოსულ საზოგადოებას White Studio-ს გემოვნების, შესაძლებლობებისა და ხარისხის მიმართ ნდობას უმყარებს. თუმცა, შემოქმედებითი ნამუშევრების ფართო სპექტრის წარმოდგენა დღევანდელ პირობებში რთულია, ამიტომ ვცდილობთ შევთავაზოთ დამკვეთს ისეთი ობიექტის ან ნამუშევრის შექმნა, რომელზე მუშაობა ჩვენც სიამოვნებს მოგვანიჭებს და კონკრეტულ სივრცეს, ექსტერიერსა თუ ინტერიერს დაამშვენებს.

– რის მიხედვით შეირჩა ფერები თითოეული ნიჟარისთვის და იყო თუ არა ჩანაფიქრი, განსხვავებული დიზაინი ბიჭებისთვის და გოგოებისთვის?

– ეს სერია შესრულებულია 60-იანი წლების ამერიკელი პოპ-არტისტის, როი ლიხტენშტეინის ნახატების მიხედვით, ვინაიდან Birdy Pub-ის დიზაინი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო აღნიშნულ სტილში. ამიტომ, ჩვენ ამ მხატვრის ნახატების ნიჟარებზე გადატანის ჩვენებური გადაწყვეტა შევთავაზეთ მფლობელებს. რა თქმა უნდა ამ იდეაში თავიდანვე იუმორი იყო, ამიტომ ვეცადეთ გაგვეთვალისწინებინა მამაკაცისა და ქალის ინტერესი და ხასიათი.

– გეგმავთ თუ ამ სერიის გაგრძელებას?

– ვინადან ეს კონკრეტული სერია Birdy Pub-ის დაკვეთით შესრულდა, ამიტომ ასეთი ნახატებით ნიჟარების გაკეთება მხოლოდ მათ ექსკლუზიურ უფლებად რჩება. სამწუხაროდ, იშვიათი სიამოვნებაა, როდესაც დამკვეთი გვთავაზობს თემას და გვაძლევს თავისუფლებას ეს თემა ჩვენი გემოვნებით განვავრცოთ და გავაკეთოთ მისი ნამუშევრებად ტრანსფორმირება.

ქართველი საზოგადოება ჯერ კიდევ ვერ ხვდება თანამედროვე კერამიკის შესაძლებლობებს და დიზაინში ამ მასალის გამოყენების მასშტაბებს.

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest