ზომა: 24×17 სმ წელი: 2018 გარეკანი: მაგარი /ნაჭრის გვერდები: 144 ISBN: 978–9941-8-0032-0 ავტობუსის საბჭოთა გაჩერებებზე ჩვენს ინტერნეტ გამოცემაში სტატიის გამოქვეყნებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. არქიტექტორ ნანუკა ზაალიშვილის ეს ფოტო პროექტი ჯერ ფოტო ფესტივალ „ქოლგას“ ფარგლებში გალერეა „Project Art Beat” -მა წარმოადგინა, ხოლო შემდეგ Tbilisi Art Fair-ზეც გამოფინა. ექსპოზიციებზე განსაკუთრებული ყურადღება წიგნმა: „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები საქართველოში“ დაიმსახურა, რომელშიც ავტორის მიერ 2015-2018 […]

ჰენინ ლარსენის დიზაინით აბასთუმანში სასტუმრო შენდება
არქიტექტურა: ჰენნინ ლარსენ არქიტექტორები ლანდშაფტის დიზაინი: ManMadeLand ადგილობრივი არქიტექტორები: DMark ფართობი: 25000 მ2 წელი: 2011 ავტორისგან: „ახალი სასტუმრო და სპა აგობილი ვიზიტორებს მთების სიმშვიდესა და ფუფუნებას სთავაზობს კავკასიონის სამხრეთ ფერდობებზე. მშენებლობა მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო დანიელი არქიტექტორი ჰენინ ლარსენის დიზაინის მიხედვით. მე -19 საუკუნეში აბასთუმანი ცნობილი იყო როგორც ფიზიკური და ფსიქიკური გაახალგაზრდავების ადგილი არა […]

ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობა აჭარაში
სტატია ჯერ–ჯერობით ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: www.idaaf.com/islamic-architectural-heritage-in-adjara გამოფენის შესახებ ინფორმაცია: www.facebook.com/events მეტი აჭარაში ისლამური არქიტექტურული მემკვიდრეობის შესახებ მეტ ინფორმაციას გაეცანით აქ: www.indigenousoutsiders.com None Facebook Comments

პეტრე ოცხელის პავილიონი
2017 წელს, ქართული მოდერნიზმისა და სცენოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებლის, პეტრე ოცხელის 110 წლის იუბილეს ფარგლებში, თიბისი ბანკის მხარდაჭერით სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული, ალბათ „პროექტი 12“იყო, სადაც 12-მა მიწვეულმა ხელოვანმა პეტრე ოცხელის შემოქმედება თავიდან გადაიაზრა და მას ახალი გამოვლინება უპოვა. ხელოვანებმა პეტრე ოცხელის ნამუშევრების თავიაანთი ალტერნატიული ხედვა სხვადასხვა ტექნიკებში წარმოადგინეს: ციფრული ხელოვნება, ნეონის ნათება, […]

არჩიბალდ კორძაია – PLAY
თემები არჩიბალდ კორძაიას შემოქმედებაში ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ყველა მისი ნამუშევარი დღევანდელ რეალობაზეა. მხატვარს აინტერესებს ის, რისი გაგება, მოსმენა და დანახვაც შეუძლია, მთავარი ინსპირაციის წყარო გარშემო მიმდინარე მოვლენებია, ინტერნეტში ნანახი, ტელევიზორში მოსმენილი და ბეჭდური მედიაში წაკითხული. ცხოვრობდე ასეთ საინტერესო და არაპროგნოზირებად რეალობაში, როგორიც ჩვენია, მაგრამ “დაფრინავდე სადღაც ღრუბლებში”, მისთვის მიუღებელი და გაუგებარია. მისი პასუხები იდააფის შეკითხვებზე ამ დამოკიდებულებას ადასტურებს: – რამდენიმე […]

გიორგი ჩახავას „სამშენებლო ელემენტი“ და პავილიონები
წინამდებარე სტატიის საგანი არქიტექტორ გიორგი ჩახავას ერთ-ერთი გამოგონება – რკინა ბეტონის სამშენებლო ელემენტები და მათი გამოყენებით აგებული ობიექტებია. წინასწარ დამზადებული ასაწყობი პანელების გამოყენების დიაპაზონი ძალიან დიდია – მცირე ფორმები, საცხოვრებელი სახლები და ხიდის ბურჯებიც კი ამ უნივერსალური ელემენტებით ეწყობა და სტატიკურად მყარ კონსტრუქციას წარმოადგენს. კონსტრუქცია თვითმზიდია და არ საჭიროებს დამატებით გამაგრებას. ის იდგმება ბეტონის წერტილოვან […]

აპარტამენტი თბილისში – სტუდია YØ DEZEEN
პროექტი: აპარტამენტის ინტერიერის დიზაინი ფართობი: 135 მ2 მდებარეობა: თბილისი, საქართველო წელი: 2015–2017 უკრაინულმა დიზაინ სტუდია YØ DEZEEN–მა თავისი პირველი ინტერიერი დაასრულა თბილისში. არტემ ზვერევისა და არტურ შარფის დუო 2010 წლიდან მოღვაწეობს არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში და მსოფლიოს მასშტაბით უკვე ბევრი საინტერესო პროექტის ავტორია. მათი სტილი მასალების მრავალფეროვნებითა და ძვირადღირებული ავეჯის კომბინაციებით გამოირჩევა. 135 მ2 […]

მოდის სახლი მატერიელი – ინტერიერის რესტავრაცია
არქიტექტორები: Mosulishvili & Partners | სარემონტო სამუშაოები: Mosulishvili & Partners ფართობი: 142.00 m2 წელი: 2017 მდებარეობა: კოტე აფხაზის ქ.22; თბილისი, საქართველო მოსულიშვილი და პარტიონრებმა ახალი ინტერიერის რესტავრაცია დაასრულეს თბილისის ისტორიულ უბანში. მოდის სახლი მატერიელი თბილისის ისტორიულ უბანში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარეობს. მაღაზია მე-18 საუკუნის თბილისური არქიტექტურისთვის დამახასიაეთებელ შენობაშია განთავსებული, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ინტერიერი მაღალი ჭერითა და თაღური ღიობებით ხასიათდება. სივრცეს არქიტექტორებმა ახალი […]

ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობა – ლაგუნა ვერე
პირველი სახელწოდება: ლენინური კომკავშირის სახელობის საწყლოსნო–სპორტული კომპლექსი გვიანდელი სახელწოდება: „ვერე“ (1992), „ლაგუნა ვერე“ (1997) არქიტექტორი(ები): შოთა ყავლაშვილი (1926-1995), რამაზ კიკნაძე (1937-1975), გურამ აბულაძე (1941-2009) კონსტრუქტორი: რ. ღუდუშაური მხატვარი: კოკა იგნატოვი საპროექტო ორგანიზაცია: „თბილქალაქპროექტი“, #4 სახელოსნო სამშენებლო ორგანიზაცია: „ინჟმშენი“ მდებარეობა: მერაბ კოსტავას ქ. 34, თბილისი. სამშენებლო ფართი: 10250 მ2 წელი: 1978 საწყლოსნო კომპლექსი „ლაგუნა ვერე“ […]

BIG -ის ”უხილავი მუზეუმი”, რომელიც ნაცისტების ბუნკერთან არსებულ ბორცვშია გათხრილი
პროექტი: Tirpitz– ის მუზეუმი ავტორი: BIG (Bjarke Ingels Group) არქიტექტორები: ბიარკ ინგელსი, (Bjarke Ingels) ფინ ნორქეარი (Finn Norkjaer) ფართობი: 2800.0 მ2 მდებარეობა: ბლოვენ, (Blåvand) დანია წელი: 2014-2017 დანიურმა არქიტექტურულმა კომპანია, ბი აი ჯი –მ (BIG) დაასრულა მშენებლობა „უხილავი მუზეუმისა“ ბლოვენში, რომელიც მე–2 მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ აგებული ბუნკერის მიმდებარედ, ქვიშის ბორცვში ხაზოვნადაა გაჭრილი. […]

”აპრილის სახლი” – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია სიღნაღში
პროექტი: „აპრილის სახლი“ – ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია არქიტექტორი: იდააფ არქიტექტორები საერთო ფართობი: 242 მ2 შენობის ფართობი: 220 მ2 მდებარეობა: სიღნაღი, საქართველო წელი: 2015-2016 იდააფ არქიტექტორებმა ნახევარსაუკუნოვანი სახლის რეკონსტრუქცია დაასრულეს სიღნაღში. „აპრილის სახლი“ სიღნაღში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარეობს. ამჟამიდნელმა მეპატრონეებმა ის რამდენიმე წლის წინ, ფაქტობრივად დანგრეულ მდგომარეობაში შეიძინეს. შენობა ორ სართულზე განლაგებული, ასე ვთქვათ, ტიპური […]

ქართული არქიტექტურული მემკვიდრეობა – თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი
პროექტი: თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი არქიტექტორი: ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი (1915-1978) და გერმანე ღუდუშაური (1939) მდებარეობა: ვერის ბაღი, თბილისი წელი: 1973 თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა კიროვის (დღევანდელი ვერის) ბაღში. იგი ე.წ. გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაგებობაა. როგორ მაც ხშირად მოიხსენებენ “ჭადრაკის სასახლე” მიეძღვნა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, დიდოსტატ ნონა გაფრინდაშვილს, რომელმაც 1962 წელს […]