Null

AudioChair

აუდიო სკამი Line Architects-ისაგან

ტექნოლოგიები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და მათი გონივრული მოხმარება ადამიანებში დადებით ემოციებს იწვევს. Line Architects-მა (თორნიკე ჭელიძე) წარმოგვიდგინა 3D მოდელი პროდუქტისა, სახელწოდებით: „აუდიო სკამი“, რომელიც ამ კავშირს კიდევ უფრო ცხადყოფს. მისი კონცეფციაა მოსახერხებელი სკამის გაერთიანება სპიკერებთან და ტელეფონის ან სხვა ხელსაწყოს დამტენ წყაროსთან. ხის სკამი ზომიერად პლასტიური და რბილი კონტურით არის წარმოდგენილი, ზომებით – […]

©Gregory Regini

გოლა დამიანის

PHOTO: Gregory Regini MODEL: Qeti Lomadze (IMAGE CENTRE) MAKE UP: Christina Regini   დიზაინერი გოლა დამიანი, ქართული მოდის ერთ-ერთი ინოვატორია. გამორჩეული ფორმებითა და განსხვავებული ხედვით, მან თავიდანვე მიღწია წარმატებას და მალევე გახდა ცნობადი ფართო მასებისათვის. მისი კოსტუმების ტექსტურა, ქსოვილები და მოყვანილობა თვალსაჩინო და ჰარმონიულია. “SLEEP WITH ME”, გაზაფხული-ზაფხული 2015 წლის კოლექცია, რომელსაც აქ წარმოგიდგენთ, სავსეა […]

TiledTable ©LIG Studio

Tiled Table

დიზაინერი ანუკა თავართქილაძე მორიგ პროდუქტს სახელწოდებით: „Tiled Table„ გვთავაზობს. მაგიდა ზომებით: 1250x600x380, ხისა და კერამიკული ფილების კომბინაციას წარმოადგენს. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ხის მაგიდა სპეციალურ მოვლას საჭიროებს. ის შეიძლება ადვილად დაზიანდეს ცხელ საგნებთან კონტაქტის შედეგად. ამის თავიდან ასაცილებლად, საოჯახო საქმიანობისას იყენებენ სპეციალურ საფენებს, რომელიც ცხელ საგანსა და ხის მაგიდას შორის ერთგვარ ბარიერს წარმოადგენს. სწორედ ეს […]

Poster_420x594_17_11_2014.indd

ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990

  „ ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990 “ 21 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ. კვლევა ჩაატარეს რუსუდან მირზიკაშვილმა, ირინა წულაძემ და ნანო ზაზანაშვილმა. http://www.docomomo.com/https://www.facebook.com/DocomomoGeorgia ლექცია წაიკითხა ლევან კალანდარიშვილმა. გამოფენის მენეჯმენტი: კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია პროექტის კოორდინატორი: თამარ ჯანაშია მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს […]

Ria Keburia

რია ქებურიას მოდური “Bebe”

მინდა გაგაცნოთ კოლექცია, რომელიც ბავშვური ბედნიერებისა და პასტელური ფერების გამოსახულებაა ტანისამოსში. ნამუშევარი პირველად წარდგენილი იქნა მოსკოვში, „მერსედეს ბენცის“ მოდის კვირეულზე. მას ვიზუალთან შესაბამისი სახელწოდებაც აქვს – “Bebe” ss/15. კოლექცია მრავლის მომცველი და კონცეპტუალურია. მას მერე, რაც პირველად ვნახე მისი დასრულებული სახე, მივხვდი, რომ გარდერობი მას უბრალოდ ითხოვს. ვთვლი, რომ კოლექციის შემკვრელი ფაქტორი, სწორედ მისი ცისფერ-ვარდისფერ […]

Mariam Natroshvili_News Museum (4)

„ახალი ამბების მუზეუმი“

ავტორები: მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე ფოტო: გიორგი დავითაია, მარიამ ნატროშვილი, ნინუცა კაკაბაძე   ახალ ამბებს უკვე დიდი ხანია აღარ ვუყურებ, ალბათ იმიტომ, რომ ისინი ისეთია, როგორიც მე არ მინდა რომ იყოს და უსიამოვნო შეგრძნებების გარდა, არაფერს იწვევს. ხელოვანებმა მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ არტისტერიუმზე წარმოდგენილი თავისი ნამუშევრით „ახალი ამბების მუზეუმი“ ყველა ამ ამბის ერთობლიობა შემოგვთავაზეს. […]

GeorgeKeburia

დიზაინერი გიორგი ქებურია

ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია, რომელიც ამჟამად მუშაობს მატერიალის მოდის სახლისათვის, არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერს თავისი მიაღწია შრომის უნარიანობითა და დაუღალავი ენთუზიაზმით, რაც ასე იშვიათია ქართული საზოგადოებისათვის. მინდა ვისაუბრო მის ახალ კოლექციაზე, რომელიც წარდგენილ იქნა თბილისის მოდის კვირეულზე, გაზაფხული-ზაფხულის 2015 წლის მოდის ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენების დაწყებას ყველა მოუთმენლად ველოდით: როდის გამოვიდოდნენ მოდელები პოდიუმზე და შეძლებდნენ თუ […]

More War-More Cake Qeta Gvinepadze

„მეტი ომი, მეტი ტორტი“

„ბიკინის კუნძულებზე, 1946 წლის ისტორიული ბირთვული გამოცდის აღნიშვნით, პროექტი მიზნად ისახავს, გაითამაშოს ზღვარი კატასტროფასა და თამაშს, ბიკინსა და ბომბებს, ნამცხვარსა და სიკვდილს შორის. 1940-ანი წლების თემების გამოყენებით მხატვრები წვეულებას მითიური ბირთვული ნამცხვრით ასლით უმასპინძლებენ. ნამცხვის ფოტო 7 ნოემბერს 1946 წელს ვაშინგტონ პოსტის საზოგადოების სვეტის ძირითად ნაწილში დაიბეჭდა, სათაურით “მივესალმებით ბიკინის.” კოქტეილებით, ვინტაჟური მუსიკითა და ხელნაკეთი […]

post

გენიალური დოგონები კორბუზიეში ჩასახლდნენ

დოგონები მდ. ნიგერის სამხრეთით, მალის მთებში გახიზნული უძველესი აფრიკული ტომია. რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს გამაჰმადიანებაზე და საერთოდაც ყველაფერზე, რაც ცივილიზაციის განვითარებას უკავშრდება. ისინი დღესაც განცალკევებით არსებობენ და ისევ იმ თიხა-ქვით იშენებენ საცხოვრისებს, როგორც ადრე, ისევ ისეთი სიჭრელეები აცვიათ და ისევ ისე ბედნიერად ცხოვრობენ, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. ნერვებს არც პირდაფჩენილი ტურისტების ფოტოკამერების ჩხაკაჩხუკი […]

TornikeAbuladze. Steel Factory. Rustavi. 150X100cm.  2013.

თორნიკე აბულაძის ფერწერა

ფერწერა: თორნიკე აბულაძე ფოტო: კატი კასტელი მუსიკა: გიორგი ჯანიაშვილი   ფერწერა – რომელიც არ არის მხოლოდ საინტერესო ფერთა გამმა ან უბრალოდ ზედაპირული სახვითი ხელოვნება… ის გადმოსცემს ღრმა შინაარსს, თემასა და განწყობას. სწორედ ეს ხდის მას ასე მიმზიდველს ერთი შემთხვევითი ნახვისთანავე. ავტორის სრულად გაცნობიერებული პასუხები შეკითხვებზე და თემის შეგრძნების სიღრმე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს და მის ტილოებს უფრო მიმზიდველს ხდის. […]

poster

ამანდა ვაჩობის ტატუები

მსოფლიო სავსეა ცუდი ტატუებით და ისინი თავს ტანსაცმლის ქვეშ მალავენ, მაგრამ არიან არტისტები, რომლებმაც ტატუირება ხელოვნების დარგად აქციეს, სხეულზე მათი ქმნილებები კი იმაზე ბევრად ძვირი ღირს ვიდრე სხვა მხატვრების ნამუშევრები ტილოზე. ამანდა ვაჩობს ფერმწერის დიპლომი აქვს. განათლების დასრულების შემდეგ გოგონამ არ იცოდა რა მიმართულებით ემუშავა, თუმცა როდესაც ტატუირებით დაინტერესდა და თავის ფერწერულ ნამუშევრებს ტილოზე კი […]

LONGYEARBYEN SVALBARD NORWAYS LANDSCAPES

სვალბარდის არქიპელაგი ანუ სად დავემალოთ მსოფლიოს

არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენი შთაგონების წყარო ხდებიან თავიაანთი დიადი საქმეების გამო. მოხდა მოვლენები, რომლებიც სტიმულს გვაძლევს, ჩვენც მოვიმოქმედოთ რაღაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და არსებობს ხელოვნების ქმნილებები, რომლებთან შეხება, მოსმენა და დანახვაც საკმარისია მძაფრი ემოციების გამოსაწვევად. ამ ყველაფერის გარდა კი არსებობს ადგილები დედამიწაზე, სადაც მოხვედრა ადამიანს ცვლის. ადგილები, რომელთა მონახულება გვაიძულებს გავხდეთ უკეთესები, ლანდშაფტები, რომელთა ფერთა გამა […]

poster3

არქიტექტურის ფერი – შავი

ფერის არარსებობა. შავი შთანთქავს სინათლეს – არ აქვს ტალღა და სიშირე. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, შავი შთანთქავს სინათლეს და აბსოლუტურად არ ირეკლავს მას. შეიძლება ითქვას, ის საერთოდაც არ არის ფერი, არამედ ამ უკანასკნელის არარსებობაა. შავი მთელი სპექტრიდან ყველაზე უფრო მისტიური ტონია. ეს განპირობებულია მისი სიბნელესთან ასოცირებითა და კავშირით. თანამედროვე ადამიანისათვის შავი არის ბოროტი ძალის – […]

03d017da51dd210bb0273136fe150dbd

სებასტიან კოქსი ანუ „ ტყის ბიჭი“

ასე მგონია, ამ ბიჭმა ტყე შემოიტანა ინტერიერში: ამდენი ხის ნივთი, ტრადიციული ბრიტანული ინსტრუმენტებით დამზადებული მის მიერვე, ელეგანტური ფორმებითა და თანამედროვე დიზაინში გადმოცემული, არის ის, რაც სებასტიან კოქსს სხვა უამრავი დიზაინერისაგან გამოარჩევს. უბრალოება და ფორმათა იდილია მის ნამუშევრებში კარგად იგრძნობა, რომლებიც ამ ახალგაზრდა ბიჭს, სხვათაშორის, უკვე მრავლად დაუგროვდა. უამრავი კონკურის გამარჯვებული და წლევანდელი “ლონდონის დიზაინის ფეტივალის“ […]

MetroTbilisi (7)

თბილისის მეტრო – მიწისქვეშა არქიტექტურა

მეტროზე სტატიის დაწერა მას შემდეგ მომინდა, რაც ჩემი მეგობრის ძალიან საინტერესო ჩანაწერი წავიკითხე. ის სწორედ ამ თემას ეძღვნებოდა, როგორც ერთ-ერთ ყველაზე რომანტიულ ადგილს, სადაც ჩვეულებრივ ადამიანს ყოფნა სიამოვნებს. ასე რომ, დიდი მადლობა კონსტანტინს. მართალია, ჩემი ინტერესი საკითხის მიმართ ემოციურის გარდა პროფესიულ მხარესაც მოიცავს, უნდა აღინიშნოს, რომ მეტრო მართლაც საოცარი სივრცეა. ეს ერთ-ერთი იშვიათი რამ არის, […]

© 2019 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |