Null

Janashia

ჯანაშია შემოდგომა-ზამთარი 15/16

ქართველი დიზაინერი გვანცა ჯანაშია თავის ახალ, შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციას, ამჯერად მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოგვიდგენს, რომელიც ამჯამად თბილისში მიმდინარეობს. ფოტო ნამუშევრები რომელიც თან ერთვის აღნიშნულ კოლექციას, სავსეა ნაზი და ამავდროულად, „მამაკაცური“ უხეში სილუეტებით, რაც ვიტყოდი რომ საუკეთესო კომბინაცია არის კარგი კოლექციისათვის. ის გამორჩეულია ყოველდღიური ტანისამოსისაგან და ამავდროულად სავსეა ელეგანტური ელემენტებით. ნებისმიერ ქალს გაუხარდება ამ სილუეტების […]

post

თბილისის მოდის კვირეული შ/ზ 15/16

მოგეხსენებათ, ჩვენს ქალაქში ყოველწლიურად ტარდება თბილისის მოდის კვირეული, არც ეს მე-11 სეზონი ყოფილა გამონაკლისი. 15/16 შემოდგომა-ზამთრის კოლექციები ამჯერადაც გამორჩეული და მრავლის მომცველი იყო. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა მოდის სახლი „მატერიალი“ -ს დიზაინერების ალექსანდრე ახალკაციშვილისა და ლიკუნა ჩიტაიას კოლექციებს, რომლებიც შავ-თეთრ და მინიმალისტურ ფრომებში იყო გადაწყვეტილი. აღსანიშნავია, ანუკი არეშიძის ახლად შექმნილი კოლექციაც, რომელიც სავსე იყო […]

matthais

მათიას ჰაიდერიკის არქიტექტურული ტკბილეული

კარგი არქიტექტურა კარგი ფოტოცაა – სწორი კუთხიდან დანახული ფორმა და ზუსტად გადმოცემული დეტალი. საკულტო შენობები კი სწორედ ფოტო კადრების წყალობით რჩება ისტორიას. მათიას ჰაიდერიკი ბერლინში მოღვაწე ფოტოგრაფია. ამ ბიჭის თვალით დანახული არქიტექტურა და შენობისდეტალები, მათ თავიდან აღმოჩენას ჰგავს, რადგან ფოტოებში გადმოცემული ფორმები იმდენად განსხვავებულია, შეიძლება ერთი შეხედვით ვერც მიხვდეს მნახველი რომელი ნაგებობის დეტალია, თუნდაც უკვე […]

Ingrid Verner

“EAT CAKE” ინგრიდ ვერნერისგან

ავსტრალიურ ბრენდს, რომელიც 2012 წელს ინგრიდ ვერნერმა შექმნა, დღემდე იგივე სახელი, „ვერნერი“ ქვია. ამ ქალბატონის წარსულში იყო ლეიბლი, საინტერესო სახელით „TV“, რომელიც ასევე ავსტრალიური პროდუქტია. სამწუხაროდ, ის დაიშალა, თუმცა მანამდე ამ ბრენდმა შექმნა საინტერესო ნამუშევარი „ტოპშოპის“ კაპსულის 2011 წლის კოლექციისთვის. ამ სტატიაში წარმოდგენილი ნამუშევარი გაზაფხული/ზაფხული14/15 წლის კოლექციაა. ონლაინ ჟურნალ „ოისტერ“-თან საუბარში ინგრიდმა აღნიშნა, რომ ეს კოლექცია […]

David Kukhalashvili_Georgia

დავით კუხალაშვილის ურბანული ფერწერა

ხელოვანის სივრცეში სტუმრობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა, მით უმეტეს,თუ ისგამორჩეული დაარაჩვეულებრივია. idaaf-ისა და დავით კუხალაშვილის შეხვედრაც სწორედ მის საინტერესო ქმნილებებით სავსე სახელოსნოში შედგა. კუხალაშვილის შემოქმედებაშიქალაქის ურბანული გარემო, ერთის მხრივ, დაუნდობელია და რეალობას საკმაოდ მკაფიოდ ასახავს, მეორეს მხვრივ კი, მკაცრი გრაფიკული გამოსახულება ფერით ისეა გაჯერებული, რომ შემზარავი რეალობა არც თუ ისე დამთრგუნველი ხდება. მხატვრის კომპოზიციებში ადამიანები იშვიათად […]

poster2

ესსე – არქიტექტურის ორი სახე

ყველაფერს ორი მხარე აქვსო ნათქვამია და არც არქიტექტურაა გამონაკლისი. მიმზიდველი ფასადების უკან, ხშირად, ულამაზო დეტალები, ხოლო შთამბეჭდავი ინტერიერების მიღმა, გარეშე თვალისგან დამალული „შავ-ბნელი კუნჭულებია“. არქიტექტურა ძალაა! კარგი არქიტექტორი ისაა, ვინც სივრცეზე ღირსეულად გაბატონდება, ხოლო გენიოსია ის, ვინც ამ ყველაფერთან ერთად, ადამიანის ემოციებზეც იმოქმედებს. უნარიანი, გავლენა მოახდინოს გარემოსა და გუნება-განწყობაზე, ჰაეროვანი კონტურებიდან დამთრგუნველ შენობებამდე გავლენა ისე […]

Infected Mushroom

მანანიკო კობახიძის ნამუშევრები

მანანიკოს საინტერესო ნამუშვრებზე ადრე Female Week-შიც დავწერე. ბოლო ხანებში კი მას უამრავი ახალი ილუსტრაცია დაუგროვდა, რომელთა ნაწილსაც ამ პოსტში წარმოგიდგენთ. თითოელი ნამუშევარი გაჯერებულია ისეთი ახალგაზრდული ემოციითა და თემატურობით, როგორიც მათი ავტორია. გულწრფელი გრძნობებით გადმოცემული თითოეული პერსონაჟი დამოუკიდებელი სამყაროს მატარებელია და საკუთარ ამბავს ყვება, რაც ნამუშევრებს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს ხდის. მანანიკოს ნამუშევრებს შეგიძლიათ თვალი ადევნოთ […]

P03site2

არქიტექტურული ფერი – ლურჯი

  ტალღის ხანგრძლივობა~ 450 – 495nm ტალღის სიხშირე~ 670 – 610THz ლურჯი არის ყველგან. ცისა და ზღვის ფერი, ამავდროულად, ჰაერისა და წყლის ფერია. უფრო მარტივად რომ ვთქვათ – ლურჯი არის თბილი სიცოცხლის ცივი ფერი. სწორედ ამიტომ, ლურჯი, მთელი სპექტრიდან, ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ფერია. მას უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშვნელობა აქვს, დაწყებული უძველეს დროში სიმდიდრის მნიშვნელობით, დამთავრებული თანამედროვე საზოგადოებაში […]

poster

საქართველოს კუთხეების საინტერესო გენგეგმები სატელიტიდან

  ჭკვიანურად განვითარებულ ქვეყნებს არა და, საქართველოს ურბანული დაგეგმარების პრობლემა ძალიან აწუხებს. პრობლემა კი ისაა, რომ ის უბრალოდ არ არსებობს. ქალაქები და სოფლები თავის ნებაზე, კონკრეტული მოქალაქის სურვილის მიხედვით ვითარდება. ყველა აშენებს იქ, სადაც უნდა, როგორც უნდა და დიზაინერიც თვითონაა და არქიტექტორიც. შედეგი ცხადზე ცხადია: საქართველოს არც ერთ მხარეს „ზემოდან არ დაეხედება“, ეს შთამბეჭდავი ლანდშაფტებისა და ხედების […]

BK-Batumi (16)

ბათუმის „წიგნები“-„BK“

ინტერიერის დიზაინი – ნუკა კორინთელი მდებარეობა: ბათუმი, საქართველო ინიციატორები – პაატა ბეჟანიძე, ნინო ბეჟანიძე, მარი ბოლქვაძე სამუშაოებს კურირებდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო საერთო ფართი: 247 მ2 წელი: 2014 ფოტო: Sereley   საპორტო ქალაქი, დროის გარკვეულ მონაკვეთებში საოცრად სწრაფად ვითარდება. ბათუმისთვის ერთ-ერთი ასეთი მონაკვეთი XIX საუკუნის ბოლოა. ამ დროს ის, უნდოდა მას ეს თუ […]

POSTER3

არქიტექტურის ფერი – ყვითელი

ტალღის ხანგრძლივობა~ 570 – 590nm ტალღის სიხშირე~ 525 – 505THz ყვითელი არის მზე, ყვითელი არის სუბმარინა, ყვითელი არის შემოდგომა, ყვითელი არის ვინსენტ ვან გოგი, სპანჯ ბობი არის ყვითელი, კვერცხის გული არის ყვითელი და კიდევ ბევრი მხიარული, გემრიელი და მიმზიდველი რამ ამ ქვეყანაზე არის ყვითელი. ეს არის სიხარულისა და ოპტიმიზმის ფერი. ყვითელი მთელი სპექტრიდან ყველაზე მკაფიო ფერია. […]

Andrea Dolidze

ანდრია დოლიძე ბაგირზე

14 დეკემბერს „არტარეა“-ს საგამოფენო სივრცემ ანდრია დოლიძის პირველ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა. „On The Rope” („ბაგირზე“) ნესტან აბდუშელიშვილის კურატორობით ჩატარდა და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. ანდრიას ნამუშევრები ლაკონურად და უბრალოდ გვესაუბრება, მაგრამ მარტივი სტრუქტურის მიღმა ყოველთვის იგრძნობა ძალიან ფრთხილი და დახვეწილი სვლა იმპულსებსა და გამომსახველობითობას შორის. თითქოს მხატვარი მუდმივად ბალანსის დაცვას ცდილობდეს, ბაგირზე გადიოდეს და გარკვეულ […]

©Nato Bagrationi

კაფე ბაუჰაუსი

  თითქმის ერთი წელია, რაც საინტერესო ადგილების რიცხვს თბილისში კაფე „ბაუჰაუსიც“ შეემატა. ამ მყუდრო ადგილმა, გუდიაშვილის სკვერთან ახლოს, აბო თბილელის ქუჩაზე დაიდო ბინა. კაფის მფლობელი და ინტერიერის ავტორი ახალგაზრდა არქიტექტორები, ელენე კვინტრაძე და ელისაბედ ზაუტაშვილი არიან. მათივე დიზაინითაა შექმნილი მაგიდები, თაროები და სანათებიც. სხვა დანარჩენი ავეჯი და საინტერესო დეტალები მეორადი ნივთების ბაზრობებზეა შეძენილი. ასეთია, მაგალითად, […]

Many Times

ხუან მონიოზი

დღევანდელო ორშაბათის ინსპირაციაა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სკულპტორი ხუან მონიოზი ის ადამიანია, რომელმაც თავის ნამუშევრებში ადამიანის სხეული აბსოლიტურად განსხვავებული ფორმითა და ხასიათით წარმოგვიდგინა. ხელოვანი საინტერესოდ გამოსახავს თავის ხედვას რეზინისა და ბრონზის მასალებში. ეს ყველაფერი კი მას ანიჭებს იმ უნიკალურობას, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მოქანდაკედ აქცევს, მის ნამუშევრებს კი კაცობრიობისთვის ღირებულ ნიმუშებად წარმოადგენს. ესპანელი ხუან მონიოზი […]

Photo: Bryan Solarski

15 ყველაზე ლამაზი და 10 უშნო შენობა თბილისში

კარგი ამბავი ამ სტატიის წერისას ის იყო, რომ თბილისში უამრავი მიმზიდველი და დახვეწილი შენობა აღმოჩნდა, რიცხვი 15 ყველაზე ლამაზი შენობების ჩამოთვლითვის პირობითია, რეალურად გაცილებით ბევრი ძვირფასი შენობა გააჩნია დედაქალაქს. არც არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნება აკლია და მათზე წერა ხომ ერთ დიდი სიამოვნებად იქცა. ცუდი ამბავი ისაა, რომ უშნო შენობა უფრო მეტია, ვიდრე ლამაზი. მიუხედავად იმისა, რომ […]

© 2020 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |