Null

tell me all your secrets

რუსო მარგიშვილის ილუსტრაციები

  რუსო მარგიშვილი ნიუ იორკში მოღვაწე ქართველი არქიტექტორია, რომელიც პროფესიის გარდა ხატვითაც არის დაკავებული. მისი ნახატები იმაზე მეტად ქმნის განწყობასა და მხატვრული ხედვის გადმოცემის სიზუსტეს, რომ ერთი შეხედვით დაუჯერებელიც კია, რომ ხატვა მხოლოდ ჰობია და მას სამუშაო საათებისგან თავისულ დროს მიმართავს.   „ხატვა ყოველთვის მიყვარდა; არქიტექტურის სკოლაში მივხვდი, რომ საკუთარი იდეების გამოსახატად ჩემთვის ხელით ხატვა […]

newgalleries_05

თეზი გაბუნიას ”ახალი გალერეები”

  ამ სტატიაში თეზი გაბუნიას ახალ სერიას: „New galleries“ წარმოგიდგენთ. ქართველი ხელოვნების მოყვარულთათვის უკვე კარგად ნაცნობი არტისტი, ამჯერად ნამუშევრებს ისეთ სივრცეებში გამოფენილს გვთავაზობს, სადაც მათი არსებობა, ერთი შეხედვით, აბსურდს წარმოადგენს, მაგრამ სწორედ ესაა თეზის ჩანაფიქრიც, წაიშალოს ზღვარი ნამუშევარსა და გალერეას შორის და დამთვალიერებელმა მათი ნახვა ყოველდღიურობაში, გალერეაში მიუსვლელად შეძლოს. ფაქტობრივად, თეზიმ ამ სერიაში განთავსებული ნამუშევრების […]

MOSULISHVILI & PARTNERS

”მოსულიშვილი არქიტექტორების” ოფისი

არქიტექტორი: გიორგი მოსულიშვილი საერთო ფართი: 153.3მ2 მდებარეობა: თბილისი, ჭონქაძის ქუჩა წელი: 2015 მშენებლობა: Mosulishvili & Partners ძალიან ბევრს საუბრობენ ქალიქის ძველ ნაწილზე და ისეთ არქიტექტურაზე, რომელიც ამ ნაწლში უნდა კეთდებოდეს ან პირიქით. ჩემი სტატია ჩვენს რეალობაში „ქმედებების“ პოზიტიურ ნაწილზეა. ძველი თბილისის პატარა მონაკვეთი – დაახლოებით 55 კვ.მ ფართობის სამკუთხა ნაკვეთი ჭონქაძისა და გერგეთის ქუჩების კვეთაზე, […]

POSTER

შენობები თბილისის მომავლიდან

  კარგი ამბავი ისაა, რომ თბილისში მშენებლობები მიმდინარეობს. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნაგებობები მსოფლიო არქიტექტურის განვითარებისთვის და არიან თუ არა ისინი თანამედროვეობის ნაწილი, ეს ცალკე საკითხია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ თბილისის მერიის მიერ დამტკიცებულ პროექტებს, რომლებიც ან უკვე პროცესშია ან იგეგმება მშენებლობა. აქ ნახავთ პროექტებს, რომლებიც თბილისის ყველაზე ცნობილ ქუჩებზე მდებარეობენ და ქალაქის მომავალი იერსახის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი […]

Lebowski_Bowling

LEBOWSKI ბოულინგ კლუბი

პროექტის კონცეფცია: Windfor’s ინტერიერის დიზაინი: “olivedesign” |ნინო ყამბარაშვილი, ხათუნა მიქაბერიძე| მხატვრები: გიორგი მახარაშვილი, ირაკლი ქადეიშვილი, ბექა ზალიკაშვილი სამშენებლო სამუშაოები: „ინჟინერთა ჯგუფი“ |პაკო მაღრაძე| წელი: 2015 მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ისთ ფოინთი   აქ, ძმები კოენების საკულტო კრიმინალური კომედიის “დიდი ლებოვსკის” სული ყოველ კუთხეში იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ ის სტილისტურად არც ერთ კონკრეტულ მიმართულებას არ მიჰყვება, ინტერიერი მაინც […]

EASA- KONKRET

ვორკშოფი KONKRET ეასა მალტა 2015

ვორკშოფი: KONKRET ხელმძღვანელები: კუბა ულბრიხ (DE) მარკოს სილვა მირა (DE) ლაურა დიტჩ (DE) ხავიერ გუერა (ES) ფოტო: ლაურა დიტჩ   ეასა იდააფისთვის ერთერთი პირველი მნიშვნელოვანი თემაა. მიუხადავად იმისა, რომ მისი მიმოხილვა ამ წელს ვრცლად არ მოხდა, მაინც ვერ გამოვტოვებდით მას სრულად. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვორკშოპი ამ წელს არის KONKRET – არქიტექტურული, გაფრენილი და საკუთარი […]

The_Commons

“რიგითები”

  ჩვენს ქვეყანაში არქიტექტურაზე ძალიან ცოტა იწერება და რაც იწერება მეტწილად არქიტექტორების მიერ, ერთმანეთზე, ზოგადად რაღაც გარემოებებზე ან თემასთან დაკავშირებულ რაიმე საკითხზე. რეალურად კი მათ ვისთვისაც ეს არქიტექტურა კეთდება არავინ აძლევს აზრის გამოთქმის საშუალებას. მაქსიმუმ რაღაც გამოკითხვის შედეგების ამსახველი ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება ხოლმე „ჩვეულებრივ მოკვდავთა“ აზრის დაფიქსირება და ისიც სპეციალისტი გამომსვლელის თუ მწერლის პერსონალური ინტერპრეტაციით. […]

Salvador Dalí - Mae West Lips Sofa - 1938

სკამების სამეფო

დღეში საშუალოდ რამდენ დროს უთმობთ იმ ნივთების შესწავლას, რომლებიც თქვენს გარშემო არსებობენ? ამის შესამოწმებლად თვალი დახუჭეთ და გაიხსენეთ როგორია თქვენი სამუშაო მაგიდის დეტალები ან რა თანმიმვდევრობით აწვია წიგნები კარადაზე? თუ გიჭირთ ამ დეტალების წარმოდგენა, მაშინ გაახილეთ თვალი და კარგად დააკვირდით თქვენს გარშემო არსებულ საგნებს, რადან დღეს ერთ-ერთ ყელაზე მნიშვნელოვან ნივთზე, სკამებზე ვისაუბრებთ, 15 განსხვავებული დიზაინისაა […]

Wchair_00

W სკამი

  დიზაინი: გუნტის ზინგის გრაფიკა: სვეტლანა შაგუნ ფოტო და ვიდეო: უგის ნაგლინს და მარტინს გრაუდს გუნდთან ერთად ქვეყანა: ლატვია ხელმისაწვდომი ზომები: S M L პიროვნული თვისებები: ინოვაციური, ჯანმრთელი, ჭკვიანი, დაპატენტებული სკამი კაცობრიობის გამოგონებებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი ნივთია, მან საუკუნეების მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ფორმა, ვიზუალი და ყოველ ჯერზე უმჯობესდებოდა. თანამედროვე ყოფა გვაიძულებს სიცოცხლის უდიდესი ნაწილი დამჯდარ მდგომარეობაში […]

ტროტუარის მდგომარეობა ძველ თბილისში, აბო თბილელის ქუჩაზე.

ტროტუარები – უკვე, როგორც აუცილებლობა

  ეს სტატია მაშინ უნდა დამეწერა, თბილისში ფეხით გადაადგილებისას დისკომფორტი რომ ვიგრძენი და ყურადღება არ მივაქციე. ეს იყო იმ „ერის“ დასაწყისი, როცა მანქანები ტროუარებზე ავიდნენ, ხოლო ადამიანების სავალ ნაწილად, სამანქანო გზის კიდეებიღა დარჩა. თბილისის (და არამარტო) ქუჩების უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათგანი ტროტუარებია, რომლებზეც ადამიანების გარდა ყველაფერმა დაიკავა ადგილი. მანქანები; განათების […]

Poster

არქიტექტურული ფერი – მწვანე

  ტალღის ხანგრძლივობა ~ 495 – 570nm ტალღის სიხშირე~ 575 – 525THz როდესაც ვამბობთ „მწვანე არქიტექტურა“, ასოციაციები, რომლებიც გვიჩნდება, ბევრად უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე უბრალოდ მწვანედ შეფერილი ფასადები. დღეს ის მეტწილად გულისხმობს მდგრად არქიტექტურასა და მცენარეებით გარშემორტყმულ შენობებს. მწვანე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო არქიტექტურული ფერია თავისი მაცოცხლებელი უნარითა და ყურადღების მიპყრობის თვისებით. ამ სტატიაში მწვანე ნარგავებში ჩაფლულ […]

poa

საკრუიზო ჩვენება 2016

MM6 MaisonMargiela – მარჯიელა, ეს ის ბრენდია, რომლის გამორჩეული მდგომარეობა მოდის სფეროში, არაერთხელ დამტკიცდა წარდგენილი კოლექციებით. ეს 2016 წლის საკრუიზო არ გახლდათ გამონაკლისი. აღნიშნული კოლექცია, შედგება 23 ნამუშევრისგან, რომლებიც ერთი მეორესგან განსხვავებული და შთაბმეჭდავია. ასიმეტრიული ზედატანები, ფორთოხლისფერი და მწვანე ელემენტებით გაჯერებული ქვედაბოლოები, რომლებიც ნაზად ერწყმის შარვლებს. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იდეალურად თავმოყრილი საუცხოო კოსტუმები, […]

Harpa Concert Hall and Conference Centre in Reykjavik

ფერადი სმენა არქიტექტურაში

ფერი, რომელსაც ელექტრომაგნიტური ტალღის სიხშირე(და ამ ტალღის სიგრძე) განსაზღვრავს, პირობითად შეიძლება განსაზღვრულ ბგერას შევუსაბამოთ. (ბგერა აკუსტიკური ტალღის სიხშირეს წარმოადგენს). ასე მაგალითად, წითელ ფერს ყველაზე დაბალი სიხშირე აქვს, ხოლო მისი ტალღის სიგრძე ყველაზე გრძელია. შესაბამისად, ცისარტყელის ფერებს თუ შევხედავთ მეორე ბოლოში მყოფ იასამნისფერს ყველაზე დიდი სიხშირე აქვს და ყველაზე მოკლე ტალღა. სინათლისა და ბგერის შედარება იმისათვის […]

post

საბავშვო არქიტექტურა

ყველაზე კრიტიკულად განწყობილი, გულახდილი, უკიდეგანო ფანტაზიის მქონე და მეოცნებე ადამიანთა ჯგუფისთვის – ბავშვებისთვის, რაიმე განსაკუთრებულის შექმნა ძალიან რთულია. მიუხედევად იმისა, რომ მათთვის ბევრი რამ ახალია და სამყარო აღმოჩენებით სავსე, მაინც ძნელია ბავშვების გაკვირვება და მათზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა. ეს, ალბათ, იმის ბრალია, რომ მათ პატარა თავებში ფანტაზიის უსაზღვრო რესურსი ეტევა.     ამისდა მიუხედავად, ათასწლეულების […]

Sakurami by Surgula

სილამაზის სალონ „საკურამი“ -ს ინტერიერი

პროექტი: სილამაზის სალონი „საკურამი“ არქიტექტორი: ზვიად სურგულაძე მდებარეობა: თბილისი, საქართველო საერთო ფართი: 270 მ2 ფოტო: მარიამ სიჭინავა სილამაზე გემოვნებიან გარემოში, ვფიქრობ, უფრო თავისუფლად იქმნება. დიზაინერ ზვიად სურგულაძის მიერ შექმნილი „საკურამის“ ინტერიერი ნამდვილად განგაწყობს რაღაც ახლისა და დახვეწილის შესაქმნელად. ის საინტერესოა სტრუქტურით, ფერით, ტექსტურითა და კიდევ სხვა ბევრი დეტალით. მაგალითად, თაროები მოდულური სისტემით არის აწყობილი […]

© 2019 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |