Null

zebra

ეთერ ჭკადუა ქართული სიმბოლიკითა და გულწრფელი რეალიზმით

  5 წლის იყო ეთერ ჭკადუა, როდესაც თავის თავში ხატვის ნიჭი აღმოაჩინა და სკოლის დამთავრების შემდეგ, 1981 წელს სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა, საოცნებო პროფესიის დასაუფლებლად. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა ხანაა საქართველოში და თავისუფალ აზროვნებას ხელოვნებაში დიდი გასაქანი არც აქვს. ძნელია, გულგრილი დარჩე ამ ხელოვანის ნამუშევრების მიმართ. რეალისტური სურათები მაშინვე აჩერებს გამვლელს და ატყვევებს მის თვალს. მისი […]

© Stevenholl.com

სტივენ ჰოლის „კოპენჰაგენის კარიბჭის“ მშენებლობა 2016 წელს დაიწყება

  სტივენ ჰოლი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ „კოპენჰაგენის ჭიშკარზე“, სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. ეს პროექტი დანიის დედაქალაქის სილუეტს ორ საკულტო კოშკს შემატებს, რომლებიც ქალაქის განვითარებაზე გავლენას ნამდვილად იქონიებს. ეს ორი შენობა თავადაც მოძრაობის შთაბეჭდილებას ქმნის და ამავდროულად ერთმანეთთან ასიმეტრიულ კუთხეს ქმნის. შენობების მთავარი ელემენტი ვიწრო საფეხმავლო ხიდია, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს და რომელსაც ველოსიპედის ბილიკიც […]

Eileen_Gray

ეილინ გრეი – დიზაინერი ძლიერი ხასიათით

„იმისთვის რომ შექმნა, პირველ რიგში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დააყენო.“ – ეილინ გრეი   ეილინ გრეი ირლანდიელი არქიტექტორი და ავეჯის დიზაინერი იყო. მამამისი მხატვარი გახლდათ, სწორედ მან შეუწყო ხელი შვილის არტისტად ჩამოყალიბებას. დედა არისტოკრატების ოჯახიდან იყო, მეუღლესთან განქორწინების შემდეგ, ბარონესა გრეიმ შვილებიც საკუთარ გვარზე გადაიყვანა. გრეი ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, […]

Yayoi-Kusama

იაიოი კუსამა – თანამედროვეობის ალისა საოცრებათა სამყაროში

  „მე, კუსამა, თანამედროვეობის ალისა ვარ, საოცრებათა სამყაროში“ -იაიოი კუსამა იაიოი კუსამა იაპონელი არტისტი და მწერალია. თავისი კარიერის მანძილზე მან მრავალ სფეროში იმუშავა, იქნებოდა ეს ფერწერა, კოლაჟი, სკულპტურა, ინსტალაციები თუ სხვა. მის ნამუშევრებში კარგად ჩანს ინტერესი ფსიქოდელური ფერებისადმი. იგი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალიზმის, პოპ-არტისა და ფემინისტური ხელოვნების ფუძემდებლად. იაიოი ხელოვნებით ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა. 1948 წელს […]

© dezeen

“სააკაშვილს არ სჭირდებოდა საინტერესო არქიტექტორები, რომ ახალი საქართველოს დიზაინი შეექმნა”

  მიხეილ სააკაშვილი ქართველი პოლიტიკოსია, რომელიც ამჟამად უკრაინის ქალაქის, ოდესის გამგებელია. რამდენიმე წლის წინ, მას განსაკუთრებული პატივი მიაგეს, როგორც ვიცი, ის მსოფლიოში ერთადერთი ლიდერი გახდა, რომელიც კონკრეტული არქიტექტურული ჟურნალის გარეკანზე აღმოჩნდა. ეს პატივი მან ალბათ 2013 წელს დააფასა, როდესაც ძალაუფლება დაკარგა. სტატიები საქართველოს არქიტექტურული პოლიტიკის თაობაზე ხაზს უსვამს იმას, რომ ის პირადად ირჩევდა არქიტექტორებს დიდი პროექტებისთვის, […]

Tom Dixon -  Photography by Hugh Stewart

ტომ დიქსონი – თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დიზაინერი

  „რომ არა დიზაინერი აუცილებლად ვიქნებოდი სამოქალაქო ინჟინერი, რადგანაც გამომგონებლობა, პროექტირება და მარკეტინგი უფრო მაინტერესებს, ვიდრე საკუთრივ დიზაინი“. […]

Keteval Sokolova-Qurdiani (Family Archive)

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი – პირველი ქართველი არქიტექტორი ქალი

ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანი 1905 წლის 15 იანვარს თბილისში დაიბადა. იგი პირველი ქართველი ქალი არქიტექტორია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. ქეთევანის მამა, ნიკოლოზ სოკოლოვი იურისტი იყო, ხოლო დედა, მარიამ ფორაქიშვილი – მხატვარი. ალბათ, სწორედ დედისგან გამოჰყვა არქიტექტორს შემოქმედებითი ნიჭი. 1922 წელს მან გიმნაზიაში სწავლა დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში შევიდა (1928 წლამდე თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური […]

Lin portrait, courtesy Maya Lin Studio

მაია ლინი – არქიტექტორი, სკულპტორი, ლანდშაფტის ჩიტი

მაია ლინი ამერიკელი არქიტექტორია, თუმცა საკუთარ თავს დიზაინერად უფრო მიიჩნევს; იგი ცნობილია ნამუშევრებით სკულპტურასადა ლანდშაფტის დიზაინში. […]

Tamar Maglaferidze_132x190 2015 Oil on Canvas

თამარ მაღლაფერიძე უსათაურო

  საუბარი თამარ მაღლაფერიძესთან დღევანდელი დღით დავიწყეთ და დროის შკალაზე ნელ-ნელა უკან წავედით. მისი ბოლო ნამუშევარი, რომელიც ჯერ კიდევ პროცესშია ძალიან ემოციური და ექსპრესიულია. მიუხედავად იმისა, რომ მასზე თვითონ არ არის გამოსახული, ტილო მხატვრის არსებულ განწყობას გადმოსცემს. ფერმწერის წინა ნამუშევრები ბევრად უფრო მშვიდია, თემატიკაც და ტონალობაც გაცილებით რბილი. ადამიანების გამოსახულებები და ფიგურები წყნარ სტატიურ მდგომერეობაში […]

Oliver Wainwright_8

ჩრდილოეთ კორეის ინტერიერები ვეს ანდერსონის ფილმებს ჰგავს

  ოლივერ ვაინვრაითი არქიტექტორი-კრიტიკოსია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ინტერიერის ბევრი ისეთი დიზაინი, რომელიც ძალიან გავს ვეს ანდერსონის ფილმების აკუსტიკას. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ რეჟოსორს რეკვიზიტები პირდაპირ ამ ინტერიერიდან აქვს აღებული და გამოყენებული: მწვანე ვაშლისფერი საკლასო ოთახები, ვარდისფერი დარბაზები თეატრებში, მდელოსფერი გასახდელები და საკონფერენციო ოთახები. ვაინვრაითმა თამბლერის ბლოგზე ჩრდილოეთ კორეაში მის მიერ გადაღებული […]

IMG_9563

კვირა დღის აპარტამენტი

ინტერიერის დიზაინი: მაია ბარათაშვილი მდებარეობა: საქართველო, თბილისი, ლადო ასათიანის ქ. ტექნიკური მხარდაჭერა: მაგაიკე შენგელია ნეონის განათება: 60Watt Design |გიორგი მაღრაძე ფოტო: ხათუნა ხუციშვილი მეტალის სამუშაოები: ზვიად ნადირაშვილი სამღებრო სამუშაოები: ბობო წელი: 2015   ვწერთ ინტერიერზე, რომელიც არა არქიტექტორის ან ინტერიერის დიზაინერის, არამედ ფერმწერის შექმნილია, რაც თავისთავად საინტერესო შემთხვევაა. მაია ბარათაშვილისთვის ეს პირველი მცდელობაა. მანამდე ხელოვანიებას საქართველოსა […]

© Olya Kulaeva

ოლეგ ტიმჩენკოს ”ავტო-პორტრეტი”

  ოლეგ ტიმჩენკო თანამედროვე ქართველი არტისტია, რომელიც სხვადასხვა ტექნიკით მუშაობს. ხატავს ზეთით, აკრილით, ქმნის ფოტო-კოლაჟებს, დგამს ვიდეო ინსტალაციებს, ატარებს პერფომანსებს და სხვ. მისი ფერწერული ნამუშევრების სამი სერია: „კულმინაცია“, „უკომენტაროდ“ და „ავტო-პორტრეტი“ 15 ნოემბრამდე იყო გამოფენილი „თბილისი მომაში“. ოლეგ ტიმჩენკო 1957 წელს თბილისში დაიბადა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. ხატვა მისთვის ქცევის ბუნებრივი წესია და […]

Mies Van Der Rohe

არქიტექტორების მოდა

  – რატომ აცვიათ არქიტექტორებს ყოველთვის შავი? – ეს არის კითხვა, რომელიც არქიტექტორს არ უნდა დაუსვათ. ამ სტატიაში ცნობილი არქიტექტორების მოდას წარმოგიდგენთ, იმ ჩაცმულობას, რომლებსაც მათ ყოველდღიურობაში ვხედავთ და ასე თუ ისე მათ გემოვნებას გამოხატავს. მათი სტილი თითოეული პერსონის ინდივიდუალიზმის დემონსტრირებას ახდენს და კულტურული თუ დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიბმული დამახასიათებელი თვისებები იკითხება. შეიძლება ითქვას, არქიტექტორები უფრო მეტად ზრუნავენ […]

12191432_960618697378702_620759661963725328_n

კალეიდოსკოპი ძველ ფუნიკულიოში

  “ვინ ვართ ჩვენ? ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, რომელთაც საერთო ჰობი – ფოტოგრაფია გვაერთიანებს. ფოტოგრაფია ჩვენთვის ალტერნატიული და თავისუფალი საშუალებაა თვითგამოხატვისა და სამყაროსთან ურთიერთიერთქმედებისთვის – გზა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური რუტინის და საქმიანობების პარალელურად მივუყვებით. რატომ გავერთიანდით? იმიტომ, რომ ერთმანეთის დახმარება, შეგულიანება და სტიმული გვჭირდება – ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და კიდევ იმიტომ, […]

aldo_rossi_ritratto

ალდო როსი არა როგორც არქიტექტორი, არამედ, როგორც პროდუქტის დიზაინერი

  ალდო როსი (1931-1997) მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე გავლენიანი იტალიელი არქიტექტორია, თუმცა გარდა ამისა, ცოტამ თუ იცის, რომ იგი პროდუქტის დიზაინერი, თეორეტიკოსი და მხატვარიც იყო. ალდო როსი არაერთი ურბანული თეორიის ავტორია. მისი არქიტექტურული სტილი პოეტური, მსუბუქი და ლაკონურია. არქიტექტურის კრიტიკოსი ადა ჰიუქსტაბლი მას ახასიათებს, როგორც პოეტს, რომელსაც არქიტექტორობა ხვდა წილად. მისი ადრეული ნამუშევრები ძირითადად […]

© 2019 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |