Null

Courtesy of Khmaladze Architects

ხმალაძე არქიტექტორების სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შეკვეთილში

  პროექტი: სარეკრეაციო /გამაჯანსაღებელი კომპლექსი მდებარეობა: შეკვეთილი, საქართველო არქიტექტორი: გიორგი ხმალაძე გუნდი: დიმიტრი ჯობაძე, ნანუკა ზაალიშილი, ელენე ბერაძე.   ქართველი არქიტექტორი გიორგი ხმალაძე, რომელიც ფართო საზოგადოებამ ბათუმის McDonald’s-ის შენობით გაიცნო, ახალ პროექტზე მუშაობს. სარეკრეაციო-გამაჯანსაღებელი ცენტრი შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ კი შეკვეთილში აშენდება. ნამუშევარი ძირითადი შენობისგან, მასივში გაბნეული ცალკეული ეზოიანი ნომრებისა და მცირე ზომის ინდივიდუალური სახლებისგან […]

Source: museion.it

იმი კნობელის ყველა ფერი

  „როდესაც ორნი ხართ, შენი მხრივ, გამბედაობის მხოლოდ ნახევარი გჭირდება“. იმი კნობელი გერმანელი არტისტია, რომელიც ნამუშევრებს მინიმალისტურ და რედუქციონისტულ ჭრილში ქმნის. მისი კონცეფცია გულისხმობს ფერისა და ფორმის გადააზრებას მოცემულ სივრცეში. ის მუშაობს ასობით ფერის გარემოცვაში, „ზუსტად არ დამითვლია – 600, შეიძლება 700-ც“. თუმცა, მან თავიდან სულ სხვანაირად დაიწყო: ყველა ფერი შავისა და თეთრის გარდა უარყო […]

60watt

გიორგი მაღრაძის 60watt

სერია: concretelamps | polypropylene მასალა: პოლიპროპილენის მილი | ბეტონი წელი: 2015 ფოტო: ნანუ გიგლემიანი | სანდრო ლოსაბერიძე გიორგი მაღრაძის 60watt და ნამუშევრები არ არის უბრალოდ დიზაინ პროდუქტი, მათი უმრავლესობა სკულპტურულია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის სანათები უფრო გეომეტრიულია, თითოეულს საკუთარი ხასიათი და ბუნება აქვს. შეიძლება ითქვას, 60watt გამოყენებითი და კომერციული არტ პროექტია, რომელიც ამა თუ იმ სივრცეში საკუთარ […]

Courtesy of Anuka Tavartqiladze

ანუკა თავართქილაძის ახალი პროდუქტი – თეთრი კომოდი

  დიზაინერი ანუკა თავართქილაძე კიდევ ერთ ახალ პროდუქტს გვთავაზობს. ამჯერად, მის კომოდს გაგაცნობთ. მრგვალ ფორმებში გამოხატული თეთრი ფერის მოცულობა ხის ფეხებზე დგას, ხოლო კომფორტული შიგთავსი ჟოლოსფერშია გადაწყვეტილი. აღსანიშნავი ამბავია კარების ჩამკეტი შავი ფერის საკეტები, რომლებიც წესით ტანსაცმლისთვის გამოიყენება, თუმცა ამ შემთხვევაში, დიზაინერმა ის ავეჯს მოარგო, რითაც უფრო მეტად დახვეწილი და საინტერესო გახადა. ანუკა ის ერთ-ერთი […]

© Nanuka Zaalishvili

ROOMS -ის ინტერიერი – ჯუნგლები ანოუკის მოდის სახლისთვის

  ROOMS დიზაინმა თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე, მოდის სახლი ანუკისთვის ინტერიერის დიზაინი რამდენიმე დღის წინ დაასწრულა. ქუჩიდან ვიტრინებს თუ შეხედავთ, გაუვალ ჯუნგლებს ჰგავს და ამ სიმწვანის დანახვა ბეტონის შენობებს შორის, ერთ რამედ ღირს. ატელიეს ინტერიერში გამოფენილი ჭრელი ტანსაცმელი კი, რომელიც „ჯუნლების“ მიღმა ჩანს, ფერად ჩიტებს მოგაგონებთ. ინტერიერი სავსეა ერთმანეთისგან განსხვავებული მასალით, რაც მას უფრო მეტად საინტერესოს […]

BACK TO PARIS By Eisenberg

აიზენბერგი – სილამაზე ჩვენი სამყაროა

  4 დეკემბერს, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ლუტეციამ თავის მომხმარებელს ახალი ფრანგული ბრენდი, „აიზენბერგი“ წარუდგინა. ფუნიკულიორის დარბაზში გამართულ პრეს კონფერენციასა და შემდეგ უკვე წვეულებაზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ “აიზენბერგის” წარმოდგენილ პროდუქციას, თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოს ხაზს, რომელიც რამოდენიმე არომატს სხვადასხვა ფლაკონებში აერთიანებს. კომპანიის დამფუძნებელი ჟოზე აიზენბერგია, რომელმაც პარფიუმერიის სფეროში 15 წლიანი სამეცნიერო კვლელების შემდეგ, თავისივე სახელობის ბრენდი […]

© Toshiyuki Yano

საზოგადოებრივი საპირფარეშოები მნიშვნელოვანია!

  ამ სტატიის დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ინტერნეტში მოძიებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დიზაინი მომეწონა, რა თქმა უნდა, საქართველოში არსებულს არ ვგულისხმობ. თითოეული მათგანი განსხვავებული და სიახლის შემომტანია არქიტექტურასა და დიზაინში. რამდენიმე დღის წინ კი, თბილისში სეირნობისას ამ პრობლემას პირადად გადავაწყდი, როდესაც ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა მე და ჩემი მეგობრები ქუჩაში შეგვაწუხა, გარშემო, რა თქმა უნდა, არ აღმოჩნა არც […]

Courtesy of Herzog De Meuron

პარიზში ორმოცი წლის შემდეგ ცათამბჯენი პირველად აშენდება

  პარიზში ორმოცი წლის შემდეგ ცათამბჯენი პირველად აშენდება. სამკუთხედი კოშკის პროექტი შვეიცარიელ არქიტექტორებს, ჟაკ ჰერცოგსა და პიერ დე მეირონს ეკუთვნის. ქალაქის მერია, რამდენიმე წლიანი დისკუსიებისა და სხვადასხვა ინსტანციებში პროექტის განხილვის შემდეგ, როგორც იქნა, საბოლოოდ დათანხმდა ჰერცოგ დე მეირონის 180 მეტრის სიმაღლის, 42 სართულიანი ცათამბჯენის აშენებას. 2010 წელს პარიზში შენობებზე დაწესებული სიმაღლის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ, რომელიც […]

Spurce: rebrn.com

იაკუტია 71.2 °C – მსოფლიოს ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი

რუსეთის ფედერალური სუბიექტი დედაქალაქი: იაკუტსკი ფართობი: 3.083.523 კმ2 მინიმალური დაფიქსირებული ტემპერატურა: −71.2 °C ნებისმიერი ადგილის არქიტექტურის განვითარება მჭიდრო კავშირშია მის გეოგრაფიასთან და კლიმატურ პირობებთან. რელიგიურთან და პოლიტიკურთან ერთად, სწორედ ეს ფაქტორები კარნახობენ მიმართულებებს ფორმების, პალიტრის და სხვა სპეციფიურ თავისებურებებს ჩამოყალიბების დროს. იაკუტია მსოფლიოს ყველაზე ცივი დასახლებული ადგილია. მის მოსაზღვრედ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის წყლები წლის მანძილზე 9-10 […]

Courtsey of AMBS-Architects

მსოფლიოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ერაყში აშენდება

  დუბაიში, „ბურჯ ხალიფას“ ეიფორიას არ ჰქონდა გავლილი, რომ ჯერ იყო და საუდის არაბეთმა წარმოადგინა თავისი 828 მეტრიანი „სამეფო კოშკის“ პროექტი, ახლა კი ერაყმა, გამოთქვა სურვილი, ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენებისა. დიახ, სწორედ ბასრაა ის ქალაქი აზიაში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობების სამეულს ჩაუდგება სათავეში. ქალაქი ბასრა ერაყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, იგი ქვეყნის ერთ-ერთი მშვიდობიანი რეგიონია, […]

Source: www.thisiscolossal.com

შირინ აბედინირადი ირანის თანამედროვე ხელოვნების სცენიდან

  შირინ აბედინირადი თანამედროვე ირანელი ქალი არტისტია, რომელიც, ძირითადად, ინსტალაციებს ქმნის. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი „მოსარკული გოდოლი“ ხელოვანმა 2015 წლის აგვისტოში სიდნეის არტ-ფესტივალზე წარმოადგინა. მისი მიზანი ცის ფრაგმენტების მიწაზე ასახვა და უჩვეულო ოპტიკური ილუზიების შექმნაა. „ამ შემთხვევაში მესოპოტამიის უძველესმა ტაძრებმა შთამაგონა. ეს ინსტალაცია არის მცდელობა, ცა აისახოს მიწაზე და ამგვარად შედგეს კონტაქტი, რათა ადამიანები იყვნენ უფრო […]

Source: popmatters com

არქიტექტურა, როგორც მეტაფორა ფილმებში

  XX საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არქიტექტურა ცდილობს გათავისუფლდეს მოდერნისტული წესდების მიერ დადგენილი პარადიგმებისგან და ინსპირაციას მხვატრობაში, მუსიკაში, სკუპლტურასა და სხვა ხელოვნების სფეროებში ეძებს. კუბისტური ნახატების კომპოზიციური სტრუქტურა, ჰერაკლიტეს ლიტერატურული ფრაგმენტები, ბახის პრელუდიები არქიტექტურული პროექტების შთაგონების წყაროა, თუმცა ეს გამძაფრებული ინტერესი ხელოვნების სხვა დარგების მიმართ და მისი მცდელობა გაიფართოვოს ხედვა, გარკვეულწილად მიანიშნებს არქიტექტურის, როგორც ხელოვნების, […]

Courtesy of ROOMS

ROOMS – დიზაინი შთაგონებისთვის

  სამხატვრო აკადემიაში დაწყებულმა მეგობრობამ, დღევანდელი სტატიის გმირები პროდუქტის დიზინის საერთაშორისო ბაზარზე გაიყვანა. ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია ROOMS-ის, ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინის კომპანიის დამაარსებლები არიან. დაიბადნენ თბილისში 1981 წელს დამას შემდეგ, რაც 2003 წელს სწავლა სამხატვრო აკადემიაშიდაამთავრეს, დაარსეს სტუდია ROOMS. დასაწყისისთვის,ისინი ადგილობრივ ბაზარზე გამოდიან, მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე, ქმნიან ინტერიერისა და პროდუქტის დიზაინს.ეხლაც, მათი ნამუშევრების […]

Source: www.exclusivenews.ge

ალექსანდრე ქართველი – უდიდესი ავიაკონსტრუქტორი და გენიოსი დიზაინში

„სრულიად შესაძლებელია ჩვენი ცოდნის ისე გაღრმავება, რომ მთვარეს გავცდეთ და ვენერასა და მარსს მივაღწიოთ, მთავარია ენთუზიაზმი, შემოქმედებითობა და გამბედაობა გვეყოს.“- ალექსანდრე ქართველი 1958   17 ნოემბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმმა უდიდესი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველისადმი მიძღვნილ გამოფენას უმასპინძლა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართველი ემიგრანტისა და ავია კონსტრუქტორის, ამერიკული და მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ნოვატორის, ალექსანდრე […]

ეს არის ქოთანი -This is a Pot

ლია ბაგრატიონის კერამიკა

  ლია ბაგრატიონი ცნობილი ქართველი კერამიკოსია, რომელსაც ერთობ შთამბეჭდავი რეზუმე აქვს. ის საკუთარ თავს „თიხის არტისტს“ უწოდებს. ლია 1957 წლის 5 სექტემბერს დაიბადა. მან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა კერამიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1980 წელს. დღეს იგი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია, ასევე, საქართველოს კერამიკის ხელოვნებისა და რეწვის ფონდის „თიხის ოფისი“-ს თანადამფუძნებელი, ხოლო […]

© 2019 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |