მაშინ, როდესაც დიზაინერები ცდილობენ გვაჩვენონ მათ მიერ შექმნილი გაზაფხული 2015 Ready-to-Wear კოლექცია, ქუჩის მეორე მხარეს თამამად პოზირებენ ეგრედ წოდებული მოდისტები, მათთან ერთად დროს არ კარგავენ ცნობილი ფოტოგრაფებიც.

ქუჩის მოდას დღესდღეისობით დიდი გავლენა აქვს მოდის სფეროზე და წარმოდგენილ კოლექციებზე არა-ნაკლებ მნიშვნელოვან პოზიციას იკავებს. ბევრი რამ არის დამოკიდებული მოდის ბლოგერებზე, თუ როგორ ჩაიცმევენ კვირეულის განმვალობაში, რომელი ლუქი იქნება პრიორიტეტული ან მოხვდებიან თუ არა ისინი გამორჩეული სტილის მქონე ადამიანების სიაში. ამ ყოველივეს კულტი, კიდევ უფრო პრიორიტეტული არის ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

გულახდილად რომ გითხრათ, უმეტესად სკეპტიკურად ვარ განწყობილი ზედმეტად გადატვირთულ ლუქების მიმართ. ძალიან ბევრი ადამიანი პოპულარობის გულისთვის მზად არიან გახდნენ ექსტრავაგანტულები ან ჩაატარონ უამრავი ექსპერიმენტი საკუთარ გარეგნობაზე, თუნდაც ტანისამოსის თვალსაზრისით. ამჯერადაც ნიუ იორკის მოდის კვირეულის ქუჩის სტილი არ იქნება განსხვავება.

ბევრი ვათვალიერე, თუ ცოტა , მაინც გამომივიდა ამომერჩია დასამახსოვრებელი და ვიზუალურად სიამოვნების მომანიჭებელი სტილის მქონე მოდელები, თუ უბრალოდ ფოტოგრაფებს ჩასაფრებული ადამიანები.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

ფოტო: დენ რობერტსი, დიეგო ზუკო, ფილ ოჰი, ტომი ტონი.

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest