ოლივერ ვაინვრაითი არქიტექტორი-კრიტიკოსია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეაში მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ინტერიერის ბევრი ისეთი დიზაინი, რომელიც ძალიან გავს ვეს ანდერსონის ფილმების აკუსტიკას. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც იქმნება, რომ რეჟოსორს რეკვიზიტები პირდაპირ ამ ინტერიერიდან აქვს აღებული და გამოყენებული: მწვანე ვაშლისფერი საკლასო ოთახები, ვარდისფერი დარბაზები თეატრებში, მდელოსფერი გასახდელები და საკონფერენციო ოთახები. ვაინვრაითმა თამბლერის ბლოგზე ჩრდილოეთ კორეაში მის მიერ გადაღებული ფოტოები განათავსა.

მან იმ ადამიანებთან საუბრისას, რომლებიც კორეულ ყოფით კულტურაში ასეთ სტილს ამკვიდრებენ – გამოხატულად ინფანტილურს, მსუბუქს, სასაცილოს, თოჯინურს – ციტირებას მიმართა: „ეს არის სკოლამდელი ასაკის ფერებისა და სტილის შეხამება… ეს არის პასტელის ფერებში ნაძერწი ტკბილეულისა და ფიგურების სიმფონია… ეს არის კიჩი საბავშვო ბაღის დუხში, რომელიც ემსახურება ისეთი ხატის შექმნას, რომელშიც ხაზგასმულია უზრუნველობისა და კეთილდღეობის აყვავება. არქეტექტურაც ეს არის ერთგვარი ანესთეზიური საშუალება, ძლიერი იარაღი სახელმწიფოს ხელში, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ხალხის ტოტალურ ინფანტილიზაციას.“

ყოველ შემთხვევაში, თვითონ კორეელი არქიტექტორები და დიზაინერები მიყვებიან მსჯელობის ასეთ ხაზს. ვაინვრაითი ამბობს, რომ „ჩრდილოეთ კორეაში წარმოდგენილი სივრცეები ძალიან თეატრალურია და გათვლილია დამთვალიერებლის თუ ამ სივრცეში მყოფი სხვა საქმიანობით გართული ადამიანების ემოციურ მხარეზე. მსგავსი ტიპის პომპეზურობა ხაზს უსვამს ლიდერის მონუმენტურ ძალას და მასთან შედარებით აკნინებს მასების მნიშვნელობას“. ამასთან იქვე ამატებს, რომ მალე თეატრალურობის ეს სტილი გაქრება, რადგან სახელმწიფოს სურს თავი თანამედროვე მსოფლიოს ნაწილად წარმოადგინოს.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest