ტექსტი მოწოდებულია არქიტექტორების მიერ:

“კითხვაზე: რა შეუძლია ხელოვნებას აქ და რა შეგვიძლია დავუპირისპიროთ ოკუპაციას? ჩვენი პასუხია განვითარება.

კონტექსტიდან გამომდინარე დავაპროექტეთ სრულიად თანამედროვე შენობა, რადგან მესიჯი ხმამაღალი და ადვილად გავრცობადი ყოფილიყო.

ხელოვნების სასახლის დანიშნულება აღვიქვით ერთგვარ მიზიდულობის ცენტრად არსებულ გარემოში. შენობა ცდილობს ეს მიზიდულობა გააძლიეროს, საინტერესო შემეცნებითი და კულტურული ცენტრი გახდეს. არქიტექტურა მაქსიმალურად გახსნილია, რადგან არ შეიქმნას რაიმე სახის ბარიერი. პროექტი მორგებულია არსებულ ურბანულ ქსოვილს.

ხელოვნების სასახლე პირდაპირ კავშირშია გვერდზე მყოფ საფეხბურთო სტადიონთან და ნაწილობრივ მის ტრიბუნას წარმოადგენს, რაც ტრანსფორმირდება ღია ტიპის ამფითეატრში. ამფითეატრი განკუთვნილია ღია ცის ქვეშ სხვადასხვა წარმოდგენებისთვისა და ასევე ყოველდღიური თავშეყრის ადგილია. ანიმაციური ფესტივალისთვის გათვალისწინებულია ეკრანი, რათა კარგი ამინდის შემთხვევაში შესაძლებელი გახდეს ფესტივალის ღია ცის ქვეშ ჩატარება.

სამაყურებლო დარბაზის არქიტექტურას მივეცით დამატებითი სიმბოლური დატვირთვა და სახურავი წასრმოადგენს გადასახედს/ბელვედერს, საიდანაც მარტივად შეიძლება მიმდებარე ტერიტორიების დათვალიერება. შენობა თავისი არქიტექტურით მიისწრაფვის ამ მაღალი წერტილისკენ და სტუმარს საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს. მასიური მაღალი კედელი გამოყენებული შეიძლება იყოს სპორტული აქტივობა – ცოცვისთვის.

პარგინგში სივრცეში დავინახეთ პრობლემა, რომ სისტემატიურად მხოლოდ მცირე ნაწილი იქნბოდა ათვისებული. საპარკინგე სივრცე გავყავით ორ ნაწილად, ყოველდღიური მოხმარების და კონკრეტული ღონისძიების სუმრებისთვის. ამ უკანასკნელს მივანიჭეთ დამატებითი ფუნქცია, წამოადგენს სკეიტპარკს და შესაძლებელია ახალგაზრდების საყვარელი თავშეყრის ადგილი გახდეს.

შენობის არქიტექტურა ინტერიერშიც ორგანულად მეორდება, მისაღებ სივრცეში ვხვდებით ამფითეატრის მსგავს დახურულ სივრცეს, რომელიც მედიათეკასა კაფეტერიას ემიჯნება.

ადგილობრივი კულტურული ღირსშესანიშნაობები გახდა ინსპირაცია თანამედროვე მასალების გამოყენების. შენობაზე დატანილი ქართული ბარელიეფები შეიძლება იყოს მესიჯი თავგადასავლებით სავსე მომავალში.”

 

 

კონკურსის შედეგები იხილეთ აქ: ნიქოზის ხელოვნების სასახლე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest