არქიტექტორებისგან:

“Ნიქოზის ხელოვნების სასახლის პროექტის იდეა რურალური დასახლების ერთ ჭერქვეშ გაერთიანებას ისახავს მიზნად. Ფუნქციების ერთობლიობა ქმნის შიდა ეზოს არქიტექტურულ ტიპოლოგიას, რაც ერთიანობის, მთლიანობისა და სიმშვიდის განცდას ბადებს.

Გადახურული სივრცის დანიშნულება კულტურის წარმოებაა და ის მოიცავს მუზეუმს, გალერეასა და საკონცერტო დარბაზს, შიდა ეზო კი თავშეყრისა და წვეულებების ადგილად მოიაზრება, რომლის მიზანიც კულტურის გაზიარებაა.

Მოცულობა ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანების მასშტაბს. Ერთი მხრივ, ერთ სართულიანი განლაგება არ ახშობს მის ირგვლივ არსებულ მნიშვნელოვან არქიტექტურულ ნაგებობებს, მეორე მხრივ კი შიდა ეზოს ფრაგმენტირებულ პროგრამას შენობის ფასადი დაჰყავს სოფლის საცხოვრებელი სახლის მასშტაბზე.

Შენობას აქვს ორი მიმართულება – სახურავი მიმართულია მთავარ მაგისტრალსა და სკოლაზე, შიდა ეზო კი ღვთაების ეკლესიის ღერძზეა გასწორებული, რაც ქმნის გადახურულ სივრცეებსა და შესასვლელებს შენობის პერიმეტრზე.

Პროექტის არქიტექტურული ფორმა ინსპირირებულია ნიქოზის ტრადიციული სახლების სახურავებიდან. Ჩარდახის ტიპის სახურავი მოპირკეთებულია ყავისფერი ტერაკოტის მასალით, რომელიც თიხის ტრადიციული სახურავების ანალოგია. Ის გადაიხურება ხის ფერმული კონსტრუქციით და ინტერიერში გამოისახება როგორც ჭერი. ”

 

 

კონკურსის შედეგები: ნიქოზის ხელოვნების სასახლე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest