Null

IDAAF (იდააფი) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

სამართლებრივი ფორმა – არასამთავრებო ორგანიზაცია

ორგანიზაციის საქმიანობის მიზნები:

 

  • არქიტექტურის, ხელოვნების, დიზაინისა და მოდის შესახებ შექმნილი ინტერნეტ ჟურნალის, IDAAF-ის პოპულარიზება და მისი ბეჭდური სახით გამოცემა; საინფორმაციო სტატიების, აღნიშნულ სფეროებში სოციალური პრობლემების წინ წამოწევა და გადაჭრის გზების შეთავაზება; ესსეების, კრიტიკული წერილების წერა და გავრცელება, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე ბეჭვდითი საშუალებებით;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არქიტექტურის, დიზაინის, მოდისა და ხელოვნების სხვა მიმართულებებით;
  • არქიტექტურული და დიზაინ კონკურსების ჩატარება და სტუდენტების წახალისება;
  • სალექციო კურსების ორგანიზება, კონკრეტულ პრობლემატურ საკითხებზე მასალის დამუშავება და მისი საჯარო განხილვა. ასევე, კომპეტენტური პირების მოწვევა და მათი გამოცდილების გაზიარება.
  • იდააფის ჯგუფის მიერ შექმნილი დიზაინ პროექტების საჯარო განხილვა და შეთავაზება პოტენციური დამფინანსებლებისათვის, ზემოაღნიშნულ სფეროებში ზოგადი სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით. (მაგალითად, დაზიანებული სკვერების რესტავრაცია; დამახინჯებული ან არ არსებული ავტობუსის გაჩერებების რესტავრაცია, დიზაინი და შესრულება; სკვერებში ახალი სკამების დიზაინი, შექმნა და დამონტაჟება და ა.შ.)
  • რეგიონალური სამუშაოები: სხვადასხვა ქალაქებში ვიზიტი, ადგილობრივი არქიტექტურისა და დიზაინის თავისებურებების შესწავლა და მოძიებული ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება. ასევე, სხვა საინტერესო და პრობლემური მასალის გაცნობა მკითხველთათვის.
  • ახალი სახეების აღმოჩენა ხელოვნებისა და არქიტექტურის სფეროში და მათი პოპულარიზება.
  • ქვეყანაში არსებული პრობლემების წამოწევა არქიტექტურასა და დიზაინში, კრიტიკა და ანალიზი.
  • ინგლისურენოვანი სახელოვნებო წიგნების ქართულად თარგმნა და გამოცემის ორგანიზება.
  • ეკოლოგიაზე ზრუნვა, როგორც კონკრეტული პრაქტიკული ქმედებებით (დანაგვიანებული გარემოს დასუფთავება) ასევე, სკოლებში ცნობიერების ამაღლება სალექციო კურსების ორგანიზებით სხვადასხვა თემებზე.
  • ვორკშოფების ჩატარება; მაგალითად, დანგრევის პირას მისული ავტობუსის გაჩერების რეკონსტრუცია ან ახალი დიზაინით ჩანაცვლებისათვის, შემდეგ კი ამის განხორციელების ორგანიზება.

 

 

კონტაქტი:

+995 593 925 921

contact@idaaf.com

 

 

 

© 2017 IDAAF ყველა უფლება დაცულია. |