მდებარეობა: თბილისის ზღვა, თბილისი

ფართობი: 25მ2

წელი: 2021

სტატუსი: დასრულებული

ფოტო: Nakanimamasakhlisi Photo Lab

გუნდი: დევი ქიტუაშვილი, გოგიკო საყვარელიძე, ნატალია ნებიერიძე, ელენე ედიშერაშვილი

 

ავტორებისგან:

“თბილისი ზღვაზე, საიალქნო კლუბის მიმდებარედ MUA-სთვის კიდევ ერთი საყვარელი ადგილი გაჩნდა. MUA-ს და აფროსნობის კლუბის მეგობრობა ათწლეულებს ითვლის, MUA-ს გუნდის წევრები აქტიურად მისდევენ აფროსნობას, ჩართული არიან კლუბის განვითარების პროცესში და მის გარშემო ინფრასტრუქტურის გამართვა-ჩამოყალიბებაში. სწორედ, ამ წინაპირობამ განსაზღვრა კლუბის მეზობლად კონტეინერის განთავსების არეალი, რაც მუას გუნდისთვის განტვირთვის და დასვენების, განმარტოების და თავშეყრის, ენერგიების აღდგენის და გადახალისების ადგილად იქცა.

MUA-ს ნავსაყუდელი 40 ფუტიანი კონტეინერისგან არის დამზადებული. არქიტექტურის ეს მიმართულება ბევრი დადებითი თვისებით ხასიათდება – ეკოლოგიურად მდგრადია, მეორადი გამოყენებისაა, ეკონომიურია და მინიმალურ სამშენებლო დროს საჭიროებს. ინტერიერში კონტეინერის სწორხაზოვანი გეგმარება შენარჩუნებულია და მისი ფორმიდან გამომდინარეობს. კონტეინერის უკიდურესი მხარეები გამოყენებულია დასასვენებელი სივრცეებისა და მათი დამხმარე ფუნქციებით სადაც მოწყობილია სააბაზანო და სასაწყობე სირვცეები. კონტეინერის ცენტრალური ნაწილი კი საერთო გამოყენებისთვის არის განკუთვნილი რაც მცირე სამზარეულოს, საერთო სამუშაო მაგიდას და თავშეყრის ადგილს აერთიანებს. ეს სივრცე ზაფხულში მის წინ მოწყობილ ტერასასთან ერთიანდება და ინტერიერს გახსნილ, ზღვის ხედიან სივრცეს მატებს.”

Facebook Comments
facebooktwitterpinterest