“არქიტექტურამ თავისი დრო და ადგილი უნდა წარმოადგინოს, მაგრამ მარადიულობისკენ მიილტვოდეს.”

ფრენკ გერი

მე სადაც დავიბადე, იქ თანამედროვე არქიტექტურა ესმით, როგორც ფასადზე უხვად გამოყენებული შუშის მასალა. სადაც დავიბადე, ახლაც იქ ვცხოვრობ და ამდენ შუშიან შენობებს შორის არსებობა მღლის, ენერგიას მაცლის და არაფერია თანამედროვე ჩემი ქალაქის თანამედროვე არქიტექტურაში. მერე თვალებს ვხუჭავ და მახსენდება ფუჯიმოტოს სიმეტრია და სანაას თეთრი ფერი, ტადაოს ბეტონი, რომელიც 21 საუკუნეშიც ახალი სუნით შემოვიდა და ზაჰას ჰაეროვანი ხაზები, რომლის მსგავსიც არქიტექტურას აქამდე არ უნახავს და დამშეულივით ისუნთქავს.

თანამედროვე არქიტექტურა თანამედროვე ინჟინერიის შედეგია და მის გარეშე ის უბრალოდ თეორია იქნებოდა. ეს ორი ცნება დამოუკიდებლად ვერ არსებობს და თანამედროვეობაში ხომ უფრო და უფრო შეერწყა ერთმანეთს. დიდი კორბუზიე წერდა :

“ინჟინრის ესთეტიკა და არქიტექტურა – ეს ორნი ფეხდაფეხ დადიან და ერთმანეთს დაყვებიან. ერთი მოწოდების სიმაღლეზეა, მეორე კი რეგრესის უბედური წარმომადგენელია. რომ შევაჯამოთ, ინჟინრები ფორმებს იყენებენ, ანუ ჩვენს თვალებს აკმაყოფილებენ თავიანთი გეომეტრიით, ხოლო ჩვენს გაგების უნარს – მათმატიკით. მათი ნამუშევრები იმ გზაზე დგას, რომელსაც კარგი ხელოვნება ჰქვია. ”

არქიტექტურა წინ მიდის და მისი მოთხოვნების შესაბამისად მრეწველობაც ახალ იარაღებს ქმნის. საქმე კი უკვე ისე გვაქვს, რომ კომპიუტერი თავისით გვიკეთებს ურთულესი კვანძების გამოთვლებს. თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ხელს უწყობს არქიტექტორებს, რომ თავიაანთი დამთხვეული იდეები რეალობად აქციონ, იდეები რომელთა განხორციელებაც ადრე წარმოუდგენლად მიაჩნდათ. ამის კარგი მაგალითია კალატრავას მთელი შემოქმედება, ზაჰა ჰადიდისა და ფრენკ გერის ქმნილებები და არამარტო…

ეს ყელაფერი კი ხდება მხოლოდ იქ, სადაც მშვიდობაა, სადაც საზრუნავი უკვე ღირებულებების შექმნაა. ინჟინერია და მშვიდი პოლიტიკური მდგომარეობა – მთავარი ფაქტორებია არქიტექტურის განვითარების.

ინჟინერიამ 21 საუკუნეში თავისი ღირსეული შესაძლებლობა მაშინ დაგვანახა, როდესაც დუბაიში მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა, 828 მეტრიანი “ბურჯ ხალიფა” აშენდა – ერთ-ერთი ღირსეული მარკა ამ თანამედროვეობისა. თუმცა, ამავდროულად საათნახევრის სავალზე, აბუ დაბიში ჩემმა საყვარელმა ფოსტერმა და უფრო საყვარელმა ნიუველმა თავიაანთი პაწია, მოკრძალებული შენობებიც შემოგვთავაზეს. აქვე შენდება ზაჰა ჰადიდისა და ფრენკ გერის ქმნილებეიც და ალბათ ეს არის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ თამაედროვე არქიტექტურა ღირსეულად არსებობს და ის ზუსტად ისეთია, როგორსაც ეს დრო იმსახურებს. თანამედროვეობა მხოლოდ ბუმბერაზი ცათამბჯენები არ არის, ის ჯერ კიდევ ადამიანის ემოციურ მხარეებს ემყარება და ეს არის პრიორიტეტი. სწორედ ესაა ამ ეპოქის ხიბლი, რომ ჰარმონიულად შეუძლიათ იარსებონ გოლიათმა და პატარა შენობებმა ერთად. ძველმა და ახალმა ჰარმონიულ კონტრასტში. მიმოხედეთ, ყველაფერია თანამედროვე, თანამედროვე არქიტექტურაში და ყველაფრის პასუხი სიყვარულია, რადგან თანამდროვეობა თანამედროვე ადამიანის სული სარკეა, როგორებიც ვართ, არქიტექტურაც ისეთი გამოდის. ამიტომ უნდა ვიყოთ საუკეთესოები, რათა ამ ეპოქის ქმნილებელმა მომავალ საუკუნეებშიც ისე აღაფრთოვანოს იმ დროის ადამიანები, როგროც ეხლა ჩვენ გვაოცებს გაუდის, საარინენისა და სხვათა ქმნილებები, რადგან როგორც ერთი ბრძენი კაცი იტყოდა:

“როგორც არქეტექტორი, შენ ქმნი აწმყოსთვის წარსულის გამოცდილებითა და მომავლის გათვლებით, ვინაიდან მომავალი მეტწილად უცნობია.”

ნორმან ფოსტერი

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest