მასალა: აკრილი, რკინა, ხე

ზომა: 350 მმ x 890 მმ x 1200 მმ

ფოტო: კიკალა სტუდია

წელი: 2015

 

ავტორისგან:

„მაგიდა ქმნის შთაბეჭდილებას რომ სინათლე, რომელიც მინიატურული კარის გავლით მოძრაობს, თავად გარდაიქმნება ზედაპირად. ეს არის ინტერპრეტაცია იმისა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ და როგორ მუშაობს წარმოსახვა.

ნებისმიერი ობიექტის დასანახად, ის უნდა განათდეს სინათლის სხივებით, მზით ან სანათით, რომელიც ჯერ ობიექტზე აისახება და ამის შემდეგ აღიქვამს ჩვენი თვალი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ობიექტი შედგება იმ სინათლისგან, რომელსაც ის აირეკლავს.

პირველად მაგიდა გამოიფინა 2015 წელს მილანში, Ventura Lambrate -ს ექსპოზიციაზე Salone del Mobile -ზე.“

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest