თანამედროვე ადამიანის საარსებო გარემო მეტწილად ურბანულია. ამ გარემოში კი ინდივიდების აურაცხელი რაოდენობაა თავმოყრილი. მიუხედავად ამისა, მათი უმრავლესობა მოკლებულია ჰუმანურ, პრივარულ კონტაქტს. ადამიენები უმეტესად მარტონი არიან. ლევან მინდიაშვლის შესწავლის ძირითადი საგანი უფრო განზოგადებულია – “არ ვფიქრობ დიდ ურბანულ სივრცეში ინდივიდის მარტოობაზე – მით უმეტეს ამ ეტაპზე უფრო მაინტერესებს ადამიანთა ჯგუფის, სოციუმის რეაგირება საჯარო და პრივატულ სივრცეებზე, როგორც რაღაც გლობალური პროცესი, რომელიც ადამიანთა დიდ ჯგუფს აერთიანებს.”
რამდენადაც არაბუნებრივად უნდა ითვლებოდეს ადამიანების მიერ შექნმილი ქალაქის გარემო მათივე საარსებოდ, მისი მშვენიერება და ხიბლი ცალსახად ჩანს ლევან მინდიაშვილის ხელოვნებაში. ძირითადად შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ერთდროულად აბსტრაქტული და რეალისტურია. ეს სინთეზი ემოციურ დონეზე კარგად იგრძნობა.
შენ თვითონ თუ გიყვარს ქალაქები, თუ უბრალოდ საინტერესო შესასწავლი ობიექტი და ორგანიზმია შენთვის და ამიტომ ინტერესდები?
“დიდი, კოსმოპოლიტი ქალაქების ენერგია ჩემთვის ჰაერივით საჭიროა რომ მუშაობა შევძლო. ქალაქი, სადაც გამუდმებით რაღაცა ხდება, ამოუწურავია და მოულოდნელობებით სავსე. ის სულ ვითარდება და იცვლება – ეს ის პირობებია, რომელიც მეც აქტიურობას მინარჩუნებს და მუდმივი ინსპირაციით მავსებს. თავად ეს პროცესები და მათზე ჩემი რეაგირება ხდება ყოველი ახალი პროექტის მამოძრავებელი მუხტი.”
“ამ წელს ორ ჯგუფურ გამოფენაში ვიქნები ნიუ იორკში – ნოემბერში გალერეაში ‘ოდეტა” და დეკემბერში ‘მენი კანტორის არტ ცენტრში”. მომავალი წლის გაზაფხულისთვისაც ორი გამოფენაა უკვე დაგეგმილი – ‘საკუთარი ოთახი’ ნიო იორკში და ‘შეკეთების ესთეტიკა, ბზარები თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში’ ტარტუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (ესტონეთი). ასევე თბილისში ვგეგმავ დიდ სოლო პროექტს შემოდგომისთვის და უტა ბექაიას სოლო გამოფენის კურატორი ვიქნები.”
ლევანის ნამუშევრები მსოფლიოს ბევრ ქალაქში, კერძო კოლექციებში და სხვა და სხვა გალერეებში არის წარმოდგენილი. ის ახლა ამერკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ქმნის, თუნმცა იქამდე ბევრი იმოგზაურა და თუკი idaaf-მა ინტერესი გაგიღვივათ და მის შესახებ მეტი გინდათ იციოდეთ, გადადით მოცემულ ლინკზე: www.levanm.com
ავტორი: ტატა ალხაზაშვილი


