ტიპი: საცხოვრებელი ინტერიერი

მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ფართობი: 150 მ 2
წელი: 2021
სტატუსი: მიმდინარე
პროექტის გუნდი: ბექა ფხაკაძე / გიორგი ბენდელავა / გიორგი ზაქაშვილი / ქეთევან გოგოძე / ნიკო მალაზონია / ლევან გოგავა
გადამწერი: მიკა მოწყობილი

არქიტექტურულმა და დიზაინ სტუდია Stipfold-მა საცხოვრებელი ინტერიერის ახალი კონცეპტუალური ვიზუალიზაცია გამოაქვეყნა.

 

ავტორებისგან:

„თანამედროვე, ოვალურ ფორმებიანი შენობის ექსტერიერმა დიდი გავლენა იქონია ბინის დიზაინის კონცეფციაზე. სახლი ქალაქს გადაჰყურებს მომრგვალებული შუშის ვიტრაჟებიდან, საიდანაც დღის შუქი ინტენსიურად იჭრება სივრცეში და მის მომრგვალებულ ფორმებზე თამაშობს. შემოსასვლელი ჰოლი შუაში ვიწროვდება და მისაღები ოთახისკენ იშლება, ამგვარად ვხვდებით ბინის შედარებით ბნელი ნაწილიდან ბუნებრივად განათებულ მოზრდილ სივრცეში. ოთახები ამრეკლავი ზედაპირებით არის გამოცოცხლებული; მაგალითად, შუშის გარდერობებითა და სტუმრის სააბაზანოს ორი უჟანგავი ფოლადის კედლით, რომელსაც ფერადი ლედ განათება განსაკუთრებით გამოკვეთს. უჟანგავი მეტალისაა ასევე სამზარეულო, რომელიც მოძრავი კარით ემიჯნება დეკორატიულ კუნძულს და სურვილის შემთხვევაში საერთო ოთახის ნაწილი ხდება.

ჭერი და იატაკის ხის ზონები ოთხ ძირითად სილუეტს მიუყვება. ეს ფორმები ხელით შექმნილ ჩანახატებზეა აგებული, რაც ინდივიდუალურ ხასიათს ამკვიდრებს ფუტურისტულ გარემოში. მონოქრომულ ინტერეირში იატაკის ხის მონაკვეთები და ჭერის თეთრი ფორმები სიმყუდროვის შეგრძნების გასაძლიერებლად არის შექმნილი.“

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest