ლეიფ პოდასკი ავსტრალიელი ხელოვანია, რომლიც ამჟამად ლონდონში მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები წარმოადგენს კვლევას თემებისა, რომლებიც ურთიერთკავშირებს ეხება. მათში მკაფიოდაა გამოხატული ბუნებისა და ფსიქოდელიური ექსპერიმენტების შერწყმა. ობიექტების გამოყენებით, მათი სარკული მოძრაობითა და ფერთა თამაშით, პოდავსკი იღებს შედეგს, რომელიც მნახველზე ზეგავლენას ახდენს თავისი მრავალფეროვანი იერსახით, რომელიც თავისთავად სინთეზია ჰარმონიულად შერჩეული ფერთა გამისა და განსხვავებული საგნებისა, რომლებიც ჩვენს გარშემო არსებობენ.

ლეიფ პოდასკის შემოქმედება შეიძლება აღიწეროს ასე: „ბუნების კაშკაშა აბსტრაქციები, სარკისებრად დატრიალებული ხედები, შთანთქმული ტალღები და დნობადი კოსმოსური პეოზაჟები“… ცოტა ჩახლართული ამბავია, მაგრამ ეს მისი ქმნილებების სამყაროა. ნამუშევრები, ძირითადად, წარმოადგენს მუსიკალური ალბომების დიზაინს ცნობილი შემსრულებლებისათვის. თითოეულ მათგანში კარგად იგრძნობა ავტორის განხვავებული და კონკრეტულად იმ მუსიკისადმი დამახასიათებელი მიდგომა, რაც ამ არტისტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის, ხოლო ნამუშევრებს ხელოვნების ნიმუშად აქცევს.

მის კლიენტთა სია ზედმეტად შთამბეჭდავია. თვითონ ამბობს, რომ ის მხოლოდ იმ მუსიკოსებთან მუშაობს, რომელთა შემოქმედებაც მოსწონს, მათ რიცხვში არიან : Tame Impala, Foals, The Vines, Lykke Li, Gypsy & The Cat, Shabazz Palaces, Young Magic, Toy,The Horrors, Grimes, Mount Kimbie, Bonobo, Santigold, Kelis და უამრავი სხვა… ხელოვანი ხშირად აღნიშნავს, რომ დიზაინის შექმნისას ცდილობს ალბომის მუსიკის შინაარსი და ემოცია ამ ერთ გარეკანში გადმოსცეს.

მისი ნამუშევრების კონცეფცია რამოდენიმე ცნებას: კავშირებს, შიშს, სიყვარულსა და მაგიას ეფუძნება. როგორც თვითონ აღნიშნავს: “the concepts I explore are universal to all humans and I believe we have lost touch with a lot of these in our modern lives. We’re all secretly searching for answers to true happiness and contentment.”

ლეიფი აქტიურად თანამშრომლობს ხმის ჩამწერ სტუდიებთან: Warp Records, Modular Records, Atlantic Records, Carpark Records, Sub Pop Records and Sony Musicდა ა.შ. ასევე უამრავ კომპანიასთან, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, თუმცა რამოდენიმე მათგანის აღნიშვნა უკვე ცხადყოფს ამ ხელოვანის „სიდიადეს“: Apple, Nike, diesel, Smart car.

ბოლოს კი უნდა აღვნიშნო, რომ ამ ემოციებით სავსე და არამიწიერი ნამუშევრების მიღმა, ლეიფი, ჩვეულებრივი 30-ს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც თავისი ბლოგი და ინსტაგრამის გვერდი აქვს, სადაც აქტიურად აქვეყნებს ფოტოებს თავისი ცხოვრებიდან. ნამუშევრების გარდა, აქაც იგრძნობა მისი განსხვავებული ხედვა და ბუნების სიყვარული, რომ ამ შთამბეჭდავი ხელოვნების მიღმა ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი დგას. მისგან წამოსული შთაგონება კი ყოველი ნამუშევრის გაცნობის შემდეგ უფრო და უფრო მძაფრდება.

 

Artworks for FOALS

 

 

Lykke Li – ‘Wounded Rhymes’

 

 

Artworks for Tame Impala

 

 

‘Coagulated Physique’

 

 

‘Abstract Canapé’

 

 

Artworks for BONOBO

 

 

Artwork for THE HORRORS

 

 

Cloud Control – ‘Dream Cave’

 

 

EYE SCEPTRE BOOKLET

 

 

‘Follow’

 

 

‘Liquid Life’

 

 

Marc Vonn

 

 

Mount Kimbie – ‘Cold Sprint Fault Less Youth’

 

 

‘SMART URBAN STAGE’

 

 

Young Magic – ‘You With Air Sparkly’

 

 

WHITE ARROWS – ‘Dry Land Is Not A Myth’

 

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest