ვორკშოფი: KONKRET

ხელმძღვანელები: კუბა ულბრიხ (DE) მარკოს სილვა მირა (DE) ლაურა დიტჩ (DE) ხავიერ გუერა (ES)

ფოტო: ლაურა დიტჩ

 

ეასა იდააფისთვის ერთერთი პირველი მნიშვნელოვანი თემაა. მიუხადავად იმისა, რომ მისი მიმოხილვა ამ წელს ვრცლად არ მოხდა, მაინც ვერ გამოვტოვებდით მას სრულად. ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ვორკშოპი ამ წელს არის KONKRET – არქიტექტურული, გაფრენილი და საკუთარი სტილის მქონე.

ბეტონი ერთ-ერთი საუკეთესო მასლაა თანამედროვე არქტექტურაში და მისი გამოყენბის შესაძლებლობები თითქმის შეუზღუდავია – უზარმაზარი ცათამბრჯენებიდან პაწაწინა ხელოვნების ნიმუშების ჩათვლით. ის შესაძლოა კომბინირებული იყოს ნებისმიერ სხვა ტექსტურასა და მასალასთან ერთნაირი წარმატებით, თუ ავტორმა მისი გამოყენების საიდუმლო კარგად იცის.

“KONKRET” არის ბეტონის სანათები, დაპროექტებული და შექმნილი ეასა-ს მიწაზე გამორჩეულად თამამი და ბრწყინვალე არქიტექტორ სტუდენტების მიერ, რომლებმაც გაანათეს ეასა. ჩვენ დავიწყეთ მარტივი სავარჯიშოებით, რომლების გულისხმობდა ბეტონის მასალასთან გაცნობას. მას შემდეგ რაც მონაწილეებმა შეისწავლე სანათების დიზაინი, ისინი შეუდგნენ სხვა უფრო მარტივად დასამორჩილებელ მასალებზე ექსპერიმენტებს. ეს პირველი კვირის ძირითადი ამოცანა იყო. ამ დროის მანძილზე ჩვენს გარშემო უამრავი გასაოცარი დაკიდული თუ მყარად მდგომი მასალა შეიქმნა. ამის შემდეგ დავიწყეთ შესაფერისი ლოკაციების ძებნა. შესაძლებლობები შეუზღუდავი იყო და შესაბამისად ეასა-ს მიმდინარეობის მეორე კვირის განმავლობაში ნამუშევრები შემუშავდა, ჩამოისხა და დამონტაჟდა.“-აღნიშნა KONKRET-ის გუნდმა იდააფთან საუბარში.

KONKRET-ის კონცეფცია ჯამში ცოცხალი, მარტივი და გონივრულია – ბეტონისა და სინათლის კომბინირებამ სხვა მასალებთან, ასევე მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებამ მისი ვიზუალი და შინაარსი მოხერხებულად გაარეთიანა.

 

 

KONKRET-ის შესახებ ვიდეო – https://vimeo.com/137958825 და მეტი მის შესახებ ნახეთ აქ: https://www.facebook.com/konkretworkshop

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest