დღეში საშუალოდ რამდენ დროს უთმობთ იმ ნივთების შესწავლას, რომლებიც თქვენს გარშემო არსებობენ? ამის შესამოწმებლად თვალი დახუჭეთ და გაიხსენეთ როგორია თქვენი სამუშაო მაგიდის დეტალები ან რა თანმიმვდევრობით აწვია წიგნები კარადაზე? თუ გიჭირთ ამ დეტალების წარმოდგენა, მაშინ გაახილეთ თვალი და კარგად დააკვირდით თქვენს გარშემო არსებულ საგნებს, რადან დღეს ერთ-ერთ ყელაზე მნიშვნელოვან ნივთზე, სკამებზე ვისაუბრებთ, 15 განსხვავებული დიზაინისაა და კონცეფციის მქონე სკამს გაგაცნობთ, რომლებიც თავიაანთი უნიკალური ხასიათის გამო გამოირჩევიან. მათ ყოველდღიურობაში ვერ შეხვდებით, მაგრამ თავისი არსებობით უკვე დიდი წვლილი შეიტანეს დიზაინის ისტორიაში და სკამების სამეფოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

სკამის მარტივი განმარტებაა მოძრავი დასაჯდომი ერთი ადამიანისთვის. ის, როგორც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, სასურველია კომფორთულთან ერთად ლამაზიც იყოს და ვიზუალურად დადებითად მოქმედებდეს ჩვენს განწყობაზე. ამ ნივთს თავისი არსებობის ისტორიაში ყველა ჩინისა და წარმომავლობის ადამაინი იყენებდა, ის დიზაინითა და თავისი სიდიადით, სწორედაც რომ მფლობელის ძალაუფლების განმსაზღვრელი იყო.

ზოგი ადამიანისთვის სკამი, მათი დიზაინი და საკუთარი თავის გამოხატვის უნარი ინსპირაციის წყაროა და იმაზე მეტი მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ჩვეულებრივ ყოფით ნივთს. ეს ფაქტორი განსაზღვრა იმან, რომ წლების განმავლობაში უამრავმა დიზაინერმა, არქიტექტორმა და ხელოვანმა შექმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებსაც უბრალოდ სკამს ვეღარ უწოდებ, ხელოვნების ნიმუშად იქცნენ და მათი ნახვა მუზეუმებსა და გალერიებშია შესაძლებელი. ამან კი გამოიწვია ის, რომ დღეს თითქმის ყველა ვინც სახელოვნებო და დიზაინის სფეროში მოღვაწეობს, ცდილობს შექმნას ისეთი დიზაინი სკამისა, რომელიც სკამების სამეფოში თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს. ვინც ეს უკვე შეძლო, ამ სტატიაში გაგაცნობთ. აქვე წაიკითხავთ სხვა საკულტო სკამებისა და მათი ისტორიის შესახებ და იმ ყველაზე ცნობილი ანტიკური და თანამედროოვე სკამების შესახებ, რომლებმაც თავისი მნიშვნელოვანი ადგილი დაიმკვიდრეს ისტორიაში.

 

 

1. ჰეტეფერესის I-ის სკამი

ჰეტეფერეს I ეგვიპტის დედოფალი იყო მეოთხე დინასტიის დროს, ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2500 წლის წინ. მისი სამარხი გიზის პირამიდასთან ახლოს 1902 წელს აღმოაჩინეს და ეს სკამიც სწორედ ამ გათხრების შესწავლის შედეგია. ჰეტეფერესის სკამმა ჩემი ყურადრება ერთი თვისების გამო მიიპყრო – იყოს მარტივი, სადა და ამავდროულად ძალიან დახვეწილი, ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ მისი ფორმები ამ საუკუნეშიც აქტუალურია და თანამედროვე დიზაინში ხშირად შევხვდებით მსგავს გადაწყვეტებს. ამ უძველეს სკამს, გამოხატულს ოქროსა და ხის მასალაში, აქვს უნარი არ იყოს გადატვირთული, არსებობობდეს იმ ყველა სიმდიდრისგან დამოუკიდებლად, მაგრამ იყოს დიადი და დახვეწილი.

 

 

 

2. ერნესტ გიმსონის სკამი. 1895.

პირველად ეს სკამი ვან გოგის ნახატიდან აღმოვაჩინე და მერე სამხრეთ საფრანგეთში მოგზაურობის დროს უფრო კარგად შევისწავლე. ერნესტ გიმსონის ამ ნამუშევრის პატენტის ნახვა იქ თითქმის ყველა კაფესა და სახლშია შესაძლებელი.გიმსონის ავეჯს აქვს თვისება გამოირჩეოდეს უბრალოების ნაზავით ზედმიწევნით შესრულებულ ხელობასთან. ერთი შეხედვით მარტივმა, მოწნულ ზედაპირიანმა მეცხრამეტე საუკუნის სკამმა შეძლო პოპულარობა ამ საუკუნეშიც შეენარჩუნებინა.

 

 

 

3. ფრენკ ლოიდ რაიტის სკამი. 1902.

ცნობილმა არქიტექტორმა, ფრენკ ლოიდ რაიტმა ამ სკამის დიზაინი თავისივე დაპროექტებული ვარდ ვილიტსის (Ward willits) სახლისთვის 1902 წელს შექმნა. მაღალი საზურგე, მუქი ხის მასალა და ტყავის დასაჯდომი ამ სკამს სიდიადის ელფერს განსაკუთრებულად ანიჭებს. ყველაზე სახასიათო კი ალბათ ისაა, რომ იგი ზუსტად გამოხატავას მეოცე საუკუნის დასაწყისის შეერთებული შტატების ცვლილებას კლასიკური დიზაინიდან მოდერნში. უარის თქმა დეკორზე და ფორმების სადად წარმოჩინება, ფრენკ ლოიდმა ეს ყველაზე კარგად გაითავისა.

 

 

 

4. ლე კორბუზიეს სავარძელი -LC2 . 1928.

არ ვიცი, შეგიმჩნევიათ თუ არა, მაგრამ ძალიან, ძალიან ბევრ კინოსა თუ სატელევიზო შოუში ეს სავარძელი ნამვდილი ვარსკვლავია. BBC-ს „შერლოკი“ -ს ტელეეკრანიზაცია გამახსენდა, სადაც LC2 სწორედაც რომ შერლოკის საკუთრებას წარმოადგენს. ტექნიკურად ეს სკამი კი არა სავარძელია, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა, მის გარშე ეს სტატია წარმოუდგენელია. კორბუზიემს ის წელს 1928 შექმნა და დღემდე ნამდვილი სენსაციაა, ჯერ მარტო ფასი რად ღირს 3000-5000 $ -მდე რომ მერყეობს.

 

5. სალვადორ დალი – მაე ვესტის ტუჩები. 1938.

სალვადორ დალიმ ეს საკულტო ნამუშევარი თავისი მუზის, მაე ვესტის ტუჩების მიხედვით შექმნა, თუმცა ეს ყველაფერი არ არის – დალიმ მაეს სახის მიხედვით მთელი ინტერიერი ააწყო,სადაც თვალებად ნახატები გამოიყენა, ხოლო ცხვირის ფორმებს ქანდაკების დასადგამი მიუსადაგა. 1938-შ სულ ხუთი ცალი ტუჩის ფორმის დივანი დამზადდა, რომლებიც მალევე გაიყიდა და ფასი 62,000 ფუნტს გასცდა. აღსანიშნავია, რომ Studio 65-მა 1972 წლიდან დალის ტუჩების მოდელის მიხედვით მსგავსი სავარძლების მასიური წარმოება დაიწყო, ოღონდ მერლინ მონროს ტუჩების მაგალითზე. პლასტმასის მასალით შექმნილი ეს დიზაინი ჩვენთან, ლისის ტბის ლაუნჯშიცაა შესაძლებელი.

 

 

6. ალვაარ აალტო- დაღარულ ფეხებიანი სკამი. 1954

ალვაარ აალტო ცნობილი არქიტექტორი იყო და უნიკალური ხედვა თავის მიერ შექმნილ ავეჯშიც იგრძნობა. ამ სკამებში მან Y-ს ფორმის ხის დაღარული საყრდენები და ტყავის დასაჯდომები გამოყენა. მათი ჩაზნექილი მუხლი გოთურ სტილს ჰგავს და თითქოს ზედატანიდან ვერტიკალურად სითხის ჩამოსშვებაც კი შეიძლება.

 

 

 

7. ეერო საარინენი- სკამი ტიტა. 1955.

კიდევ ერთი ცნობილი არქიტექტორის საკულტო სკამი. ეერო საარინენის არქიტექტურა სკულპტურას უფრო წააგავს და თითოეული ნაგებობა ერთმანეთზე შთამბეჭდავია. ძნელად წარმოსადგენია უფრო მეტად დახვეწეილი დიზაინი და კომფორტული ფორმები ვიდრე ამ სკამს აქვს. ნიუ ორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაცული ეს ქმნილება, თეთრი პლასტმასისა და სხვადასხვა ფერის ნაჭრის დასაჯდომების კომბინაციაა. სწორედ ეს ორი მასალა და უნიკალური ფორმები აღმოჩნდა ამ სკამის პოპულარობის განმსაზღვრელი.

 

8. ვერნერ პანტონის სკამი. 1960.

ეს სკამი იმდენად მნიშვნელოვანია სკამების სამყაროში, ამაზე მნიშვნელოვანი რომ მეტი აღარ არსებობს. ის ამშვენებს ყველა წიგნსა და ჟურნალს დიზაინზე და აბსოლიტურად ყველაფერს, რაც სკამებსა და ზოგადად საკულტო დიზაინს ეხება. ზაჰა ჰადიდს ეს სკამები ლონდონში, თავისი ოფისის საკონფერენციო და სახელოსნო დარბაზში უდგას და არა მარტო ზაჰას, ეს სკამი ნებისმიერი ინტერიერის პრესტიჟის და სრული კომფორტის განმსაზღვრელია. აღსანიშნავია, რომ ეს მსოფლიოში პირველი ჩამოსხმული პლასტმასი S ფორმის სკამი, 1960 წელს ვერნერ პანტონმა არქიტექტორ მის ვან დე როეს დიზაინის მიხედვით შექმნა, მანამდე არქიტექტორს უკვე ჰქონდა მისი მოდელი დამზადებული, თუმცა მასიურ წარმოებაში არ ჩაშვებულა.

 

 

9. ჩარლზ და რეი ეამები – Time Life Stools. 1960.

სკამებზე საუბარი წარმოუდგენელია ჩარლზ და რეი ეამების ხსნების გარეშე. მათი უამრავი საკულტო დიზაინი დღესაც გამორჩეულად ამშვენებს სხვადასხვა ცნობილი დაწესებულებების ინტერიერებს. Time Life Stools კაკლის ხის მასალის სკამებია, რომელიც რეი ეამესმა Time & Life შენობის ლობის ინტერიერისთვის შექმნა. ეს დიზაინი გამოიყენება როგორც სკამებად ასევე დაბალ მაგიდებად.

 

 

10. აჩილე და პიერ გიკომო კასტილიონები – ალუნაჯიო. 1966.

აჩილე და პიერ გიკომო კასტილიონები ამ სტატიის წერის დროს, მასალის მოძიებისას აღმოვაჩინე და ვისაც დიზაინი გიყვართ, ყველას გირჩევთ მათ სხვა ნამუშევრებსაც გაეცნოთ.

ამ სკამის ინტერიერში გამოყენება შეიძლება ერთი დიდი ხათაბალაც კი იყოს, მაგრამ შეხედავთ თუ არა აჩილ კასტილიონის ფოტოს, კომფორტულად რომაა მოკალატებული ამ სკამზე ბუნების წიაღში, ალუნაჯიო მაშინვე თავის ხიბლს იძენს. რკინის მილაკების საყრდენებს ალუმინის დასაჯდომი ასრულებს, ხოლო ორიგინალი მოდელი მწვანე ფერშია გადაწყვეტილი.

 

 

11. ფრენკ გერის სკამი –Wiggle. 1972.

არქიტექტორები ფანტაზიას მხოლოდ შენობების დაპროექტებას არ ახარჯავენ. ფრენკ გერიმ თავისი უნარი იმუშაოს პატარა მოცულობის ობიექტზე ამ საკულტო სკამით დაგვანახა 1972-ში. სკამი მუყაოს მასალითაა შექმნილი, რომელიც 60-იან წლებში პოპულარული გახდა, როგორც იაფი და მსუბუქი მასალა ტრადიციული ავეჯისთვის. თუმცა ის პლასტმასის მასალას კონკურენციას მაინც ვერ უწევდა, ფრენკ გერიმ შეიმუშავა მუყაოს დამუშავების ისეთი ტექნიკა,რომელის საშუალებითაც ის მყარ, ხმაურ გაუმტარ და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა მასალად აქცია. ეს სკამიც ამ მასალაზე მუშაობის ერთ-ერთი შედეგია.

 

12. კაზუო შინოჰარა – ქალბატონი პეპელა. 1985.

„ქალბატონი პეპელა“ ამ არტისტის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, ერთ-ერთი იმ სკამთაგანი, რომელიც ნახვისთანავე დაგამახსოვრებს თავისი გამორჩეული ფორმებით. ფერებიც ძალიან სახასიათოა და ავტორის ექტრაორდინალურობის გამომხატველი. სამწუხაროდ, ამ სკამის მხოლოდ ეს ფოტოა შემორჩენილი და მასალა ინტერნეტში მის შესახებ ფაქტობრივად არ იძებნება.

 

 

 

13. ფილიპ სტარკი – ww Stool. 1990.

ფილიპ სტარკის მთელი შემოქმედება ერთი დიდი დაუსრულებელი ამბავია, რომელსაც ბოლო არ უჩანს და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო საინტერესო ხდება. ეს ალუმინის სკამიც სხვა პლანეტიდან ჩამოსულ ობიექტს უფრო წააგავს და თავისი დახვეწილი ფორმებით ერთ-ერთი განსაკუთრებულია. ერთი კითხვა რჩება მხოლოდ, რა იქნება შემდეგი სტარკისგან, კიდევ რითიღა უნდა გაგვაოცოს?

 

 

14. ტომას ჰეზერვიკის სკამი – ბზრიალა.2010.

ტომას ჰეზერვიკი ჩემი საყვარელი არქიტექტორი და დიზაინერია ერთი მარტივი მიზეზის გამო: ყოველთვის ერთმანეთისგან განსხვავებულ და საინტერესო პროდუქტს გვთავაზობს, რომელთა უნიკალურობასაც საგნის დანიშნულების მიმართ მიდგომის მისებური ხედვა განსაზღვრავს. როდესაც ტომასმა ეს სკამი 2010 წელს მაჯისისთვის შექმნა, სკეპტიკურად განვეწყვე მისი გამართული ფუნქციონირების შესახებ, თუმცა როდესაც საშუალება მომეცა მისი გამოცდის, მივხვდი რომ მწარედ შევცდი და ამ დიზაინერის პროფესიონალიზმი უკიდეგანოა. პლასტმასის მასალაში გამოხატულ ფორმას ერთი საყრდენი წერტილი აქვს, რომლის გარშემოს ბრუნავს სკამი, თუმცა წონასწორობის დარღვევის ან გადმოვარდნის საშუალება გვერდებზე შემორტყმული კანტი არ გაძლევთ. ერთი დიდი გასართობი რამაა, საზოგადო სივრცეში უკვე გამოსცადეს, რამაც პოზიტიურად და კომფორტულად ჩაიარა.

 

15. პიტერ ოპსვიკი- გლობუსის ბაღი. 2014.

ნორვეგიელი დიზაინერის ეს სკამი მესიჯი უფროა, ვიდრე ავეჯი. ადამიანები გადაიქცნენ მჯდომიარე საზოგადოებად, რომელთა თვალსაწიერი მცირდება და მხოლოდ კომფორტულად მოკალათებაზეა აქცენტი. ეს სკამი გაიძულებს მასზე ახვიდე და გონება ამუშაო მასზე მოსატავსებლად. არ უნდა იყოს ძნელი საქმე, ბოლოს და ბოლოს ჩვენი წინაპრებიც ხომ ხეებზე ცხოვრებდნენ?!

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest