არქიტექტურა: KILD Architects

დიზაინ ჯგუფი: Dominykas Daunys, Petras Išora, Ivane Ksnelashvili

 

ინჟინერია: TEC Infrastructure

დიზაინ ჯგუფი: Vilius Karieta, Mantas Markevičius

 

ვიზუალიზაცია: Davit Tsanava

 

წელი: 2018/08

 

ბიუჯეტი: 8 მილიონი

ნემუნას ხიდი: სიგრძე 320მ, კონსოლი: 220მ; ფართობი 3115 კვ.მ.

არხის ხიდი: სიგრძე 57მ, კონსოლი: 45მ, ფართობი: 654მ.

ლიეტუვის სიდიდით მეორე ქალაქ კაუნასში ადგილობრივი მერიის ორგანიზებით გამოცხადდა კონკურსი ახალი ველო და საფეხმავლო ხიდის დიზაინისთვის. კონკურსი მიზნად ისახავდა ახალი მარშრუტის შეთავაზებას მდინარე ნემუნასზე, რომელიც ქალაქის ცენტრს მის, შედარებით ინდუსტრიულ, სამხრეთ ნაწილთან დააკავშირებდა.

პროექტი მიზნად ისახავს შექმნას ახალი, გარემოსთან მეგობრული კავშირი ისტორიულ დასახლებაში არსებულ ორ უბანს შორის, რომელიც ამჟამად მხოლოდ სატრანსპორტო მარშრუტით უკავშირდება ერთმანეთს. ახალი ხიდი გაუყვება სამხრეთ სანაპიროს – ალეკსოტას, გადაკვეთს მდინარეს და მიაღწევს Science Island-ს, შემდეგ ისევ გადაკვეთს მდინარეს და შეუერთდება ქალაქის ცენტრს, რომელიც მეფე მინდაუგას გამზირით იწყება.

ნემუნას ხიდი


ნემუნას ხიდის ვიზუალური გამოსახულება შემდეგ იდეას ეფუძნება – მაქსიმალურად შეამციროს უხეში ჩარევა ქალაქის ხედებში და ამავდროუად, მდინარის ორივე ნაპირზე შექმნას პანორამული საჯარო სივრცეები. ფოლადის თაღოვანი სტრუქტურა განსაზღვრავს ამ ხიდის სპეციფიკურ ხასიათს. მისი თხელი არქიტექტურული ელემენტები ნაკლებად შესამჩნევია კაუნას ძველი ქალაქის იერსახეში. ხიდის დასასრულში საყრდენი სტრუქტურა შორდება კუნძულ ნემუნასის პორტს და უერთდება ალეკსოტას ახალ, სამომავლო დასახლებას. განლაგება ასიმეტრიულად გრძელდება და ქმნის ტერასებს საჯარო გამოყენებისთვის.
მდინარე ნემუნასის ხიდის სამხრეთ სანაპიროზე KILD Architects-ის მიერ წარმოდგენილი კომპოზიცია გვხვდება, რომელზე მოხვედრაც შესაძლებელია ჰ.ო.მინკოვსკის ქუჩიდან. ხიდის სამხრეთ ბოლოში ამფითეატრია, რომელიც M.K.Čiurlionis-ის მუსიკალურ კომპლექსსა და ძველი ქალაქის პანორამულ ხედებს უყურებს.

ხიდის ჩრდილოეთ დაბოლოება უერთდება გზას, რომელიც ხაზს უსვამს ორ ხიდსა და არსებულ მარშრუტებს შორის კავშირს. დასაჯდომი ადგილები ერწყმის მეცნიერების მუზეუმსა და ჟალგირისის არენას. ის ქმნის საჯარო სივრცეს კუნძულზე, რომელიც ქალაქის სამრეწველო ნაწილსა და ახალ დასახლებას გადაჰყურებს. ხიდის გარდამავალი ტრაექტორიული იერსახე უფრო მეტად რეკრეაციული დატვირთვის მქონეა, საიდანაც ქალაქის პანორამული ხედები იშლება 360 გრადუსით.

არხის ხიდი


არხის ხიდი სახანძრო სადგურის კვეთის ღერძზე მდებარეობს. ნემუნასის კუნძულზე არსებულ სანაპიროზე მინიმალური ჩარევით, ეს კომპოზიცია ქალაქის ცენტრამდე გრძელდება და უერთდება მეფე მინდაუგასის გამზირს ფართო, ჰაეროვანი შესასვლელით, რომელიც მოიცავს ავტობუსის გაჩერებასა და მიწისქვეშა გადასასვლელს.

შეთავაზებული ხიდები აკავშირებს ქალაქის ძველ და ახალ ნაწილებს, ასევე, მდინარე ნემუნასის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაპირებს. ავტორების აზრით, ეს არის დიდი ხნის ნანატრი კავშირი, რომელიც დადებითად შეცვლის საფეხმავლო მიმოსვლის დინამიკას ქალაქ კაუნასში.

 

სიახლე: ივანე ქსნელაშვილისგან

Facebook Comments
facebooktwitterpinterest