ტუტორები: ანნა-ლეენა სალო (FIN) | ჯენი სალომაა (FIN) | ანნი ნოკკონენ (FIN) | ველნა კესკინენ (FIN)

მონაწილეები: ალისია იაკობეკ | შარლოტ მიდელველდ | დიმიტრი გავრისოვ | ემრე გუნელ|იონატ პოპა | ირინა სოლოპ | იოანა რუსკოვა | ლაურა ნიკკინენ | ოლეგუერ ტეიქსიდორ | პაველ ოსიპოვს | რომან პიტელ | სინემ ცელენ | ტორფინნ ტრუჩს ერგა

საერთო ფართი: 5.42

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

ფოტო: ალექსანდრა კონონჩენკო

EASA 2016

Kekäle – იდეა მარტივია და ღრმა, ამასთანავე ფუნქციონალური, თანამედროვე და ტრადიციული. ეს ფინური საუნაა, შექმნილი ქალაქ ნიდასთვის. აქ ტრადიციული შინაარსი მოთავსებულია თანამედროვე მოცულობაში და მისი საზოგადოებრივი დატვირთვაც ხაზგასასმელია. Kekäle ოთხიდან ექვს ადამიანამდე იტევს, მაგრამ მაშინ როდესაც ერთი ჯგუფი სიამოვნებას იღებს საუნის შიგნით სიმხურვალით, დანარჩენებს შეუძლიათ განიტვირთონ სანაპიროზე და იცურაონ ზღვაში. ძალიან რომ არ გავართულოთ Kekäle-ს ისტორია, პირდაპირ გადავდივიდეთ ტუტორებთან, ანნა-ლეენასთან და ჯენისთან ინტერვიუზე.

რატომ არის Kekäle კუბი?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, ზოგი მეტად და ზოგი ნაკლებად სერიოზული. ძირითადი აზრი, მაინც მისი სიმარტივე და ბუნებრივი ფაქტორების მიმართ მდგრადობაა, ასევე, შერჩეული მასალა. ხის მორები ძალიან ტრადიციული პრაქტიკაა, მაგრამ კუბის მონოლითური სისადავე შენობას თანამედროვე იერს სძენს.

მის შავ ფერსა და ნახშირის იდეას შორის რამე კავშირი ხომ არ არის?

დიახ, “Kekäle” ფინურად ნიშნავს ალმოდებულ ან აბრიალებულ ნახშირის ნატეხს, ამრიგად, საუნის ექსტერიერი არის ნახშირის მეტაფორა და ღიობებიდან გამომავალი ღუმელში ანთებული ცეცხლის თბილი შუქი წარმოადგენს თავად ალს.

ჩვენთვის ცნობილია, რომ პროექტის ლოკაცია პროცესში შეიცვლა. რატომ მოხდა ეს და რატომ გადაიწია მან ზღვასთან უფრო ახლოს?

პროექტის ადგილმდებარეობა ძირითადად იმ მიზეზით შეიცვალა, რომ ის ძალიან ახლოს იყო ნიდას დაცული ტყის საზღვართან. მოწოდებული რუქის შესწავლის შემდგომ, ცხადი გახდა, რომ ერთადერთი ადგილი სასურველი მახასიათებლებით მეორე სანაპიროზე იყო. საბოლოოდ საქმე ჩვენს სასარგებლოდ და იდეალურად მობრუნდა, რადგან აქაც შევინარჩუნეთ საუნის ინტერიერიდან ულამაზესი ხადი, რაც პროექტის დაწყებისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო.

რა სპეციფიური მასალა და მოწყობილობები გაქვს თამოყენებული?

ვფიქრობთ, ყველაზე უნიკალური ნაწილი ჩვენს შენობაში მისი ფუნდამენტია, რომლის სპონსორიც ფინური კომპანია Paalupiste არის. ის წამროადგენს შვიდ 2.2მ სიმაღლის მქონე გალვანიზირებულ ხრახნიან ხიმინჯებს, რომლებიც მოქცეულია კედლების ქვეშ და ერთი მათგანი ღუმელის ძირში. ჩვენთვის ფუნდამენტის მოწყობის ასეთი მეთოდი ოპტიმალური იყო, რადგან ნებისმიერ დროს შესაძლოა მისი გრუნტიდან ამოღება ისე, რომ არანაირი კვალი არ დარჩეს ნიდის ლამაზ ბუნებაში. ამას გარდა ჩვენ გვყავდა ფინელი სპონსორები, რომლებმაც მოგვაწოდეს მორები (Honkamajat), კარ-ფანჯარა (Profin), და ღუმელი (Harvia).

როგორ გადაწყვიტეთ საუნის მომსახურებისთვის საჭირო წყლის მომარაგების საკითხი?

თავიდან ჩაფიქრებული გვქონდა ადგილზე უფრო დიდი კონტეინერის მონტაჟი, თუმცა ნიდის არტ კოლონიაში კონსულტაციის გავლის შემდგომ, გადავწყვიტეთ უმჯობესი იქნებოდა, რომ მომხმარებლებს უბრალოდ პატარა კონტეინერებით მოეტანათ იქვე მდებარე ონკანიდან. საუნის გასაღები სანდო ხელში, ნიდის არტ კოლონიაში დავტოვეთ.

რა იყო მშენებლობის ყველზე რთული ნაწილი?

ურთულესი იყო სახურავის მოწყობის ნაწილი. ამინდი არ გვიწყობდა ხელს, მუდმივი ქარი და მოულოდნელი თავსხმა წვიმა გვაფერხებდა. ჩვენი გადახურვის ნაწილი წვიმის წყლითაც კი გაიჟღინთა და მისი დაშლა მოგვიხდა. ამას ისიც დაემატა, რომ საქმის დასრულებისთვის დამატებილი მასალის შეძენა მოგვიწია.

მეტი პროექტზე წაიკითხეთ აქ: Kekäle

 

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest