დღევანდელო ორშაბათის ინსპირაციაა თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი სკულპტორი ხუან მონიოზი ის ადამიანია, რომელმაც თავის ნამუშევრებში ადამიანის სხეული აბსოლიტურად განსხვავებული ფორმითა და ხასიათით წარმოგვიდგინა. ხელოვანი საინტერესოდ გამოსახავს თავის ხედვას რეზინისა და ბრონზის მასალებში. ეს ყველაფერი კი მას ანიჭებს იმ უნიკალურობას, რაც ერთ-ერთ საუკეთესო მოქანდაკედ აქცევს, მის ნამუშევრებს კი კაცობრიობისთვის ღირებულ ნიმუშებად წარმოადგენს.

ესპანელი ხუან მონიოზი 1953 წლის 17 მარტს დაიბადა მადრიდში. განათლებულ ოჯახში ის მეორე შვილი იყო შვიდიდან. მისი ცხოვრებიდან აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ სკოლაში სწავლა არ დაამთავრა. მან უბრალოდ ძალიან მოიწყინა, უინტერესოდ ჩათვალა იქაურობა და გარიცხულ იქნა. ამის შემდეგ მამამისმა, რომელიც ხელოვნებათმცოდნე იყო, ის თანამედროვე ხელოვნებას აზიარა. ხუანი ფრანცისკო ფრანკოს დიქტატორულ რეჟიმში იზრდებოდა, თუმცა მაინც მოახერხა და 1970 წელს ლონდონში გაემგზავრა, სადაც ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში განაგრძო სწავლა. 1982 წელს კი ფულბრაიტის სტიპენდიანტი გახდა და ნიუ ორკში გაემგზავრა პრატის სახელოვნებო ინსტიტუტში სასწავლებლად.

მისი პირველი გამოფენა 1984 წელს ფერნანდო ვიჯანდეს გალერეაში მოეწყო, მადრიდში. მას შემდეგ, ის უკვე ხშირად იფინებოდა ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში.

1990 წლის დასაწყისში, ხუანმა დაიწყო ტრადიციული ქანდაკების წესების დარღვევა და “თხრობითი” სახის ნამუშევრებს ქმნიდა, როლებიც შედგებოდა ნამდვილ ზომებთან შედარებით მცირე ზომის ფიგურებისგან, სადაც ორმხრივი ურთიერთქმედება ხდებოდა. ქანდაკებები ხშირად უკავშირდებიან მაყურებელს თავიანთი არსით და მნახველი თითქოს საიდუმლოდ ხდება ამ ხელოვნების ნაწილი. მისი ნაცრისფერი მონოქრომული ფიგურები აფიქრებს მაყურებელს, ალბათ იმდენადაც კი, რომ მათ არასასიამოვნო გრძნობა უჩნდებათ. როდესაც ხუანს ჰკითხეს თავისი შემოქმედებიშ შესახებ, მან უპასუხა: “ მე ვარ მთხრობელი” .

მონიოზი სკულპტურებს ძირითადად ბრონზის, ქაღალდისა და რეზინის მასალებით ქმნიდა.

2000 წელს მას „Premio Nacional de Bellas Art“ პრემია მიენიჭა, რაზეც მან განაცხადა: „ ამ ფულით ალბათ საათს შევიძენ“ და კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი ცინიკური მიდგომა პრიზებისადმი.

ხუან მონიოზი 48 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა გულის გაჩერებითა და შიდა სისხლდენით იბიცაზე თავის სახლში 2001წელს, თუმცა მან დატოვა ქონება მსოფლიოსათვის, დატოვა თავისი ხედვა, განსაკუთრებული მიდგომა ხელოვნებისადმი, სადაც გარკვევით ჩანს, რომ კარგად ნაცნობი ფორმები შეიძლება განსხვავებული კუთხით წარმოადგინო და ძლიერი ემოციით გადმოსცე მათი შინაარსი. ხუანის ყველაზე მასშტაბური ნამუშევარი „Many Times” უამრავი ადამიანის ფიგურით სავსე ქმნილებაა, სადაც თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ისტორია და ემოცია აქვთ. საინტერესოა მათ შორის ყოფნა, რადგან ერთდროულად უამრავი ფიქრითა და გრძნობით იმუხტები, თითქოს ამ ყველა ქანდაკების აზრებში მოძრაობ.

ხელოვანის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ გუგენჰეიმის მუზეუმში, ნიუ ორკსა და ბილბაოში, ასევე ლონდონის ტეიტ მოდრნსა და ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში.

 

 

 

ავტორი: ნანოუკ ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest