ქართველი დიზაინერი გვანცა ჯანაშია თავის ახალ, შემოდგომა-ზამთრის 15/16 კოლექციას, ამჯერად მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარმოგვიდგენს, რომელიც ამჯამად თბილისში მიმდინარეობს.

ფოტო ნამუშევრები რომელიც თან ერთვის აღნიშნულ კოლექციას, სავსეა ნაზი და ამავდროულად, „მამაკაცური“ უხეში სილუეტებით, რაც ვიტყოდი რომ საუკეთესო კომბინაცია არის კარგი კოლექციისათვის. ის გამორჩეულია ყოველდღიური ტანისამოსისაგან და ამავდროულად სავსეა ელეგანტური ელემენტებით. ნებისმიერ ქალს გაუხარდება ამ სილუეტების საკუთარ გარდერობში ხილვა და მათ შორის მეც.

კოლექცია გადაწყვეტილია დაბალანსებულ ნაცრისფერ, წითელ და შავ ტონალობაში. აღსანიშნავია ისიც, რომ ქმნილებებს თან ერთვის გვანცას მიერ შექმნილი ფეხსაცმელი, რომელიც კლასიკური „ოქსფორდების“ სტილშია წარმოდგენილი.

კოლექციის ამსახველი ფოტოები, ცნობილი ფოტოგრაფი, ჯურგენ ტელლერის სახასიათო ნამუშევრებს მოგაგონებთ. მათზე გიორგი-სარიშვილი ვაზოვსკიმ იმუშავა და ფაქტია, კოლექცია უფრო მიმზიდველი გახადა, მოდელმა ნუკა ყარალაშვილმა კი დიზაინერის ჩანაფიქრი და კოლექციის ხასიათი ბუნებრივად და მკაფიო სიზუსტით გადმოსცა.

 

 

ავტორი: ანანო მაისურაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest