ჭკვიანურად განვითარებულ ქვეყნებს არა და, საქართველოს ურბანული დაგეგმარების პრობლემა ძალიან აწუხებს. პრობლემა კი ისაა, რომ ის უბრალოდ არ არსებობს.

ქალაქები და სოფლები თავის ნებაზე, კონკრეტული მოქალაქის სურვილის მიხედვით ვითარდება. ყველა აშენებს იქ, სადაც უნდა, როგორც უნდა და დიზაინერიც თვითონაა და არქიტექტორიც. შედეგი ცხადზე ცხადია: საქართველოს არც ერთ მხარეს „ზემოდან არ დაეხედება“, ეს შთამბეჭდავი ლანდშაფტებისა და ხედების ქვეყანა სატელიტიდან ისეთი უბადრუკი ჩანს, არანაირ ინტერესს რომ არ აღძრავს. ამ ყველაფრის მიზეზი იმ გეგმის კონცეფციის არ არსებობა, იმ კონტურებისა და არქიტექტურის ნაკლოვანებაა, რის მიხედვითაც კონკრეტული ადგილები უნდა განვითარდეს. არანაირი კონტროლი და ზედამხედველობა ცალკეული ობიექტების განთავსებისას ურბანულ სივრცეში,. პასუხისმგებელი მმართველი ორგანოს უუნარობის გამო, ქვეყნის ტერიტორია მახინჯი კონტურებით ივსება, ხოლო გაუგებარი მიმართულების ხაზები კიდევ უფრო იხლართება.

ცოტა „მამაპაპური“ სტატია კი გამომივიდა, თავისი ეროვნული ნეგატივით გაჯერებული წინადადებებით, თუმცაღა ამ პოსტში უნდა გაგაცნოთ Google -ის რუკაზე „სანთლით ნაძებნი“ და ძლივს შეკოწიწებული საინტერესო და ლამაზი გენგეგმები უნდა გაგაცნოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ფოტოებზე ასახული კომპოზიციები გვიჩვენებს, რომ ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის და ჩვენს პაწია ქვეყანასაც აქვს პოტენციალი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს ჰაერიდან, ისე, როგორც ამას ხმელეთიდან ახერხებს.

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest