„როდესაც ორნი ხართ, შენი მხრივ, გამბედაობის მხოლოდ ნახევარი გჭირდება“.

იმი კნობელი გერმანელი არტისტია, რომელიც ნამუშევრებს მინიმალისტურ და რედუქციონისტულ ჭრილში ქმნის. მისი კონცეფცია გულისხმობს ფერისა და ფორმის გადააზრებას მოცემულ სივრცეში. ის მუშაობს ასობით ფერის გარემოცვაში, „ზუსტად არ დამითვლია – 600, შეიძლება 700-ც“. თუმცა, მან თავიდან სულ სხვანაირად დაიწყო: ყველა ფერი შავისა და თეთრის გარდა უარყო და შეიმუშავა პრინციპი, რომლის მიხედვითაც, ამათ გარდა კიდევ ერთი – მწვანე გახდებოდა მისი სამუშაო ფერი. მაგრამ, 1977 წელს, როდესაც მისი უახლოესი მეგობარი, ბლინკი პალერმო 33 წლის ასაკში დაიღუპა, მხატვარმა შექმნა ნამუშევრების სერია, რომელშიც 24 ფერი გამოიყენა და რომელიც თავის დაღუპულ მეგობარს მიუძღვნა. ამის შემდეგ იმი ნობელისთვის ფერი მთავარ შემოქმედებით მუხტად იქცა.

„თუ გინდა რომ გადარჩე, რამე რადიკალური, რამე ძალიან სხვა უნდა გააკეთო“.

შემოქმედებითი საქმიანობის დაწყებამდე ის ფიქრობდა, რომ უკვე ყველაფერი გაკეთებული იყო და აღარაფერი ქონდა სათქმელი, მაგრამ როდესაც კაზიმირ მალევიჩის „შავი კვადრატი“ ნახა, შექმნის მუხტიც წამოვიდა. იმი მიხვდა, რომ „დაწყება შეიძლებდა არაფრიდან“.

იმი კნობელი დაიბადა გერმანიაში, დესაუში, 1940 წელს. ის ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც ოჯახი დრეზდენში გადავიდა საცხოვრებლად. 5 წლის ასაკში მან საკუთარი თვალით ნახა ქალაქის დაბომბვა. მეხსიერებას ეს ამბავი შემორჩა, როგორც ყველაზე შთამბეჭდავი სანახაობა. 1950 წელს, როდესაც კნობელის დედამ კომუნისტური რეჟიმის პირობებში ცხოვრების საფრთხე დაინახა ხუთ შვილთან ერთად დასავლეთ გერმანიაში გაიქცა. ისინი ქალაქ მაინცში დასახლდნენ, მაგრამ ოჯახი მამამ მიატოვა და დედამისი მარტოხელა მშობელი აღმოჩნდა, რომლის მიმართაც მაინცის მკვიდრები სიმპატიებს არ ამჟღავნებდნენ. იმიმ 22 წლის ასაკში დაიწყო სწავლა ხელოვნების სკოლაში, სადაც ბაუჰაუზის არქიტექტურული იდეები ის-ის იყო ინერგებოდა. არტისტის ადრეული ნამუშევრებშიც იგრძნობა, როგორც ბაუჰაუზის და ასევე კაზიმირ მალევიჩის შემოქმედების გავლენა. 60-იანი წლების ბოლოს ის იყო ერთ-ერთი პირველი იმ სტუდენტებიდან, რომელმაც ფოტოგრაფია გამოიყენა, როგორც ხელოვნების დამოუკიდებელი მოდული. მან მიმართა სლაიდების ცარიელ პროექციებს. ბნელ ოთახსა და კედლებზე და ფანჯრებსა და კუთხეებში და ცარიელ სივრცეებში ახდენდა სინათლის ოთხკუთხედების პროექციერებას. ამგვარად ქმნიდა გამოსახულებებს და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას ხელოვანისთვის.

დღესდღეობით იმის თავის ხელოვნებაზე საუბარი არ უნდა. ის მორცხვი არტისტია, რომელიც თვლის, რომ მისი შემოქმედება იმას ამბობს რისი თქმაც თავად სურს. „რა უნდა ვთქვა ჩემს ნამუშევრებზე იმაზე მეტი, რასაც ისინი ამბობენ?“ მისი სახელოსნო ერთი მთლიანი ინსტალაციაა, სადაც მალევიჩი იკითხება სამფეროვან კარებსა და სადა, წითელ ჭერზე, კედლებზე, რომლებიც ქაღალდისას გავს. ის თავის დროზე ისე იყო აჟიტირებული ავანგარდისტებით, რომ თავიც კი გადაიპარსა თავის მეგობარ რაინერ გიზთან ერთად. ეს მისი არტისტად შედგომის ისტორიაა. გიზს 1962 წელს შეხვდა დარმშტადის ხელოვნების სკოლაში. ისინი ავანგარდისტებმა ისე გაიტაცეს, რომ თავგადაპარსულები, უთასმო ფეხსაცმებლითა და გრძელი ლაბადებით დადიოდნენ და თავიანთ დუეტს „იმის და იმის“ უწოდებდნენ – „Ich Mit Ihm”- ის („მე მასთან ვარ“) აბრევიატურას. მათი, როგორც არტისტების დუეტი მაშინ შედგა, როდესაც ისინი კონცეპტუალურ არტისტს, ჯოზეფ ბაიას შეხვდნენ. ამ უკანასკნელზე იერიში ერთ-ერთი ჰეფენინგის დროს მიიტანა საზოგადოებამ. „ჩვენ არ ვიცოდი ვინ იყო ის, ან რას ქმნიდა, ან რატომ ცემეს, უბრალოდ ნაცემი პროფესორის ფოტო ვნახეთ და გადავწყვიტეთ, რომ უნდა დავხმარებოდით“. შეკრეს ბარგი, ჰიჩ ჰაიკინგით ჩავიდნენ დიუსელდორფამდე და როგორღაც ხელოვნების აკადემიაში ჩაირიცხნენ. „ჩვენ უნიჭოები ვიყავით, მაგრამ გვეყო გამბედაობა, მიგვეღწია პროფესორ ბაიამდე – როდესაც ორნი ხართ, შენი მხრივ, გამბედაობის მხოლოდ ნახევარი გჭირდება. ჩვენ მას ვუთხარით, რომ ჩვენი შემოქმედების საჩვენებლად კიარა ოთახისთვის ჩამოვედით. ოთახი გვჭირდებაო, ასე ვუთხარით და ისიც წამოეგო ჩვენს თავხედობას“.

პროფესორმა მათ დაუთმო ოთახი და ერთი წლის ვადა მისცა. ამ დროში მთ უნდა ეჩვენებინათ, რა შეეძლოთ. ამგვარად, „იმი და იმიმ“ დაიწყო თავდაუზოგავი მუშაობა. მათ გაავლეს მილიონობით ხაზი და კარდონის ქაღალდისგან შექმნეს ნახატი ოთახში უფრო სწორად, ნახატისგან ოთახი, კიდევ უფრო სწორად კი ოთახი, როგორც ნახატი; მთელი ოთახი შემოქმედების ნაყოფს გავდა. რაღაც მალევიჩის ნახატების მსგავსს, ოღონდ 3D -ში. რაც შეეხება, პროფესორს, მას მაინცდამაინც არ მოსწონდა ჩანაფიქრი, მაგრამ არც არაფერს კრძალავადა. „თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, მე ჩემსას გავაკეთებო“ – ეგ პოზიცია ეჭირა. „იმი და იმის“-ის მიერ შექმნილი ოთახი შენარჩუნდა. ის 77 ნაწილისგან შედგება და მისი 4 ვერსია სხვადასხვა მუზეუმში დღესაც არსებობს. ის არის ნამუშევარი, რომელშიც ყველაზე მკაფიოდ იკითხება კნობელის ხელწერა.

აკადემიის შემდეგ, „იმი და იმიმ“ მუშაობა დიუსელდრფის პაბში დაიწყო. პაბის სცენა მუსიკასა და ხელოვნებას აერთიანებდა და კნობელის ცოლის, კარმენ კნობელის ხელმძღვანელობით იმართებოდა. „ჩვენ მოვისრლეთ იაფი დასაჯდომი სკამები და ჭერში დავკიდეთ ნეონის წითელი, ყვითელი და ლურჯი განათებები. არ დავტოვეთ ბნელი ადგილები დასამალად. ეს იყო ადგილი თვითდაჯერებული, გულწრფელი ხალხისთვის“, იხსენებს კარმენი. მოსულ სტუმრებს პლასტმასის და ტყავის ტანსაცმელი ეცვათ, ამგვარად, ნეონის განათებებმა პაბი აქცია ადგილად, სადაც პანკი ხელოვნებას შეხვდა.

ბლინკი პალერმოს ნარკოტიკებთან ურთიერთობით გამოწვეული სიკვდილი და რაინერ გიზის თვითმკვლელობა გარდამტეხი აღმოჩნდა იმისთვის. „მათი დანაკარგით გამოწვეული განცდა ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია. ჩემთვის არავისთან განმეორებულა იგივე სიახლოვე და ინტიმი“.

დღეს კნობელის ნამუშევრების ფასი მილიონს აღწევს, მაგრამ ის გულგრილია ხელოვნების ბაზრის მიმართ. „მე ვფიქრობდი, რომ ჩემი შემოქმედების ხარჯზე ვერ ვიცხოვრებდი. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ აღარ მადარდებს გაიყიდება თუ არა ჩემი ნამუშევრები ან მოეწონება ისინი ხალხს თუ არა”. მაგრამ ის მაინც არ არის დაზღვეული ბაზრის მოთხოვნებისგან. იმიმ და მისმა ცოლმა დაარსეს საქველმოქმედო ფონდი ბავშვებისთვის –„კინდერშტერნი“ (ბავშვი-ვარსკვლავი), რომელიც, ძირითადად, მორთული ხის ვარსკვლავების გაყიდვის ხარჯზე არსებობს: ის, ვინც ფონდს 4500 ფუნტს შესწირვას, საჩუქრდება ნობელის მიერ გაკეთებული ხის ვარსკვლავით. ერთხელ ორი ასეთი ვარსკვლავი ლონდონის აუქციონზე 60 000 ფუნტად გაიყიდა. კნობელის ცოლმა კი თქვა, რომ ეს საშინელებაა: „ხელოვნების ნიმუში მხოლოდ ბაზარზე გასაყიდ საგნად იქცა. სასაცილო ისაა, რომ ეს აუქციონერები, როდესაც ჩვენთან აკეთებენ დოტაციას მხოლოდ მცირე ნაწილს ჯერდებიან იმ თანხის, რასაც ისინი აუქციონზე შეძენილ ვარსკვლავში გადაიხდიდნენ“.

კნობელის ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი ერთგვარი შოუა, რომელიც ლონდონის გალერეაში, „თეთრ კუბშია“ გამოფენილი. სერიაში მეტალისა და სარკისგან გაკეთებული ჰაეროვანი გველებია წარმოდგენილი, მათ ფლუესენციური ლამფები და პასტელის ფერები ავსებს და ოთახში შვიდი მეტრის სიმაღლეზე კიდიან. იმი არ ითვალისწინებს გალერეის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს, გველები გამოფინოს უფრო დაბლა. „ალბათ ასე უფრო ადვილად გაყიდიან. მე კი მინდა, რომ რაც შეიძლება მაღლა ეკიდონ – ისინი ხომ გველები არიან; ასეთ სიმაღლეზე მათ ვერავინ შენიშნავსო, მითხრეს; მე კი ვუპასუხე, ერთადერთი რაც დამთვალიერებელმა უნდა გააკეთოს სახის მაღლა აწევაა-მეთქი“. სიმართლეს ამბობდა.

 

 

ავტორი: დოდოჩი გოგია

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest