პროექტი: ჰოსტელი | მულტიფუნქციური

ავტორი: MUA

მდებარეობა: ე. ნინოშვილის ქ. 8. თბილისი

საერთო ფართი: 8000 მ2

წელი: 2016

კონსტრუციები: Benet & Benet

მშენებლობის მენეჯმენტი: შპს პროგრესი


ტექსტი მოწოდებულია არქიტექტორების მიერ:

“თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ყოფილი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორია, ურბანული კულტურის სიცოცხლით სავსე ცენტრად იქცა, რამაც მდიდარი ისტორიის მქონე მიძინებული უბანი გამოაცოხლა და მისი ხიბლი ერთბაშად წინ წამოწია. ფუნქციადაკარგულ, ყოფილ საწარმოო ნაგებობას, MUA-მ ახალი სული შთაბერა და მულტიფუნქციური, დინამიური როლი მიანიჭა, სადაც შემოქმედებითი ენერგიით დამუხტული სირვცეები, შეუჩერებლად იზიდავს სხვადასხვა მსოფლმხედველობისა და ინტერესების მქონე ადამიანებს – ადგილობრივებს, სტუმრებსა თუ მოგზაურებს. ფაბრიკა, სხვა მრავალ ფუნქციასთან ერთად, რეგიონში ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ჰოსტელსაც ითავსებს.

შენობის სამი ერთეული ქმნის, ყველასათვის გახსნილ მართკუთხა შიდა ეზოს – თავშეყრის ადგილს, რომელიც სხვადასხვა საინტერესო სივრცეებითაა გარშემორტყმული. ერთი მხრივ კაფე-ბარებს, სახელოსნო-მაღაზიებს, მეორე მხრივ ჰოსტელს, სახელოვნებო და საერთო სამუშაო სვირცებს შორის მოქცეული ეზო, აერთიანებს ფაბრიკის მიმზიდველ ფუნქციებს და მას ისეთ უნიკალურ ადგილად აქცევს, სადაც ადამიანები სოციალიზაციის, ახალი ურთიერთობებისა და კოლაბორაციების, ინსპირაციისა და შთაგონებისთვის იკრიბებიან.

ფაბრიკამ გამოაღვიძა მარცხენა სანაპირო და მისი სამეზობლოები, მალევე ეს ადგილები ყველასათვის მიმზიდველ და საინტერესო გახდა. “ახლის და ძველის” გადაკვეთა, ფაბრიკის ექსპერიმენტის რაობაა, მისი ფასადი სრულიად მოცულია ადგილობრივი და საერთაშორისო ხელოვანების ნამუშევრებით. კელდის მხატრობის პატარა, თუ დიდი, მრავალფეროვანი და ჟღერადი ნიმუშებით, ფაბრიკამ მსოფლიო რუკაზე, საქართველო სახელოვნებო სცენის მნიშვნელოვან მონაწილედ წარმოაჩინა და აუცილებლად სანახავი ადგილების სიაში მოახვედრა.

პროექტზე მუშაობისას, ერთ-ერთი მთავარი იმპულსი ისეთი ადგილის შექმნა იყო, რომელიც პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს უბიძგებდა. შენობის კონტექსტი, მისი ინდუსტრიული სახე, წაშლილი ისტორია, მიტოვებული ესთეტიკა, ძველი ქალაქის საცხოვრებელი უბანი და სამეზობლო – ყოველივე ეს იქცა მოცემულობად, რამაც თავისთავად საკმარისზე დიდი ველი გააჩინა ახალი საწყისებისთვის.

დიზაინში ფრთხილი ჩარევით, არსებულის აღიარებითა და აუთენტური ელემენტების ხაზგასმით, შევინარჩუნეთ ადგილის მთავარი მახასიათებლები და ნაგებობის სახე, მისი გამოფიტული სტრუქტურა მიზიდულობის ცენტრად, ცოცხალ პლათფორმად ვაქციეთ, სადაც ადამიანები ხვდებიან, აზიარებენ, ცვლიან და ქმნიან შემოქმედებით ენერგეტიკას.

ჰოსტელის დიზაინი, ხასიათით წარსულის დანატოვარზე რეფლექსიაა, გამოხატული ისეთ ელემენტებში, როგორიცაა სადენები და ჩამრთველები, სკამები და მაგიდები, კერამიკული ფილები. ინტერიერი გამორჩეულია მისი ეკლექტური სტილით, ინდუსტრიული ხასიათი გამოკვეთილია მოშიშვლებული მილებითა და სანათებით, ბეტონის სტრუქტურებები დატოვებულია ღიად, დამატებითი მოპირკეთების გარეშე. ტრადიცული ქართული ხალიჩები და ძველი განახლებული ავეჯი, ვესტიბულს სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს. დიზაინის წამყვანი ელემენტია კიბე, ლითონის სტუქტურით, კაშკაშა წითელი ფერითა და ხის ფანერით, რომელიც მნახველს სივრცის სხვადასხვა კუთხიდან აღქმის განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს.”

 

#იდააფისარქივი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest