ქართველი არქიტექტორი და დიზაინერი გიორგი პაპასკირი ახალ პროექტზე მუშაობს, ეს არის საცხოვრებელი სახლი წავკისში, რომელიც, ამავდროულად, აგარაკის ფუნქციასაც შეითავსებს. სწორედ ამიტომ, ავტორის თქმით, პროექტი ლოგიკურ მიდგომას და ყველა სამშენებლო წესის გათვალისწინებას საჭიროებდა.

არქიტექტორის მთავარი ამოცანა არსებულ დახრილ რელიეფზე პროექტის გონივრულად მორგება და სწორი კონსტრუქციული გადაწყვეტის მოძებნა იყო, რადგან მიწის სამუშაოების შესრულება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. არქიტექტორის აზრით, მიუღებელია გარემოს სრული იგნორირება და უტოპიური, ხელოვნური ფორმების შექმნა, რომელიც ადგილის კონტექსტიდან სრულიად ამოვარდნილი იქნება. ამ შემთხვევაში, არქიტექტორმა ადგილისთვის ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი – წერტილოვანი საძირკველი – მოძებნა.

მიდგომა ნებისმიერ პროექტზე ინდივიდუალური უნდა იყოს, გარემოსფსიქოლოგიური პორტრეტიინსპირაცია, მეორე საკითხია უკვე რისი გაკეთება შეიძლება კონრეტული ბიუჯეტით, ხდება ოპტიმიზაცია, ყველაზე მარტივ გადაწყვეტილებამდე მისვლა, შემდეგ მისი არქიტექტურულად გადათარგმნა და დამკვეთის მოთხოვნებზე მორგება.

 

პროექტზე მუშაობისას უდიდესი ყურადღება მიექცა სახლის პოზიციას. ისე, რომ ხედები კავკასიონისა და თბილისის კონკრეტულ პანორამებზე გახსნილიყო, რაც ერთგვარად რთული დავალება იყო.

სახლის ფასადების უმეტესი ნაწილი მოპირკეთებულია ბაზალტის დაჭრილი ქვებით, ასევე გამოყენებულია მინაბლოკი, ალუმინის თერმული კარ-ფანჯრები და მეტალის ფირფიტები ჟანგის ეფექტით. სახლი მინიმალისტურია, თუმცა მასალების ამგვარი სინთეზი ვიზუალურ ეფექტს ნამდვილად ქმნის.

რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, სრულიად იგნორირებულია აივნები, შენობაში სინათლე მიწის ნიშნულიდან 1მ-ით აწეული ფართო ღიობებიდან შემოდის. ღიობების გახსნით ერთიანდება შიდა და გარე სივრცეები, რაც აქ მცხოვრებ ადამიანებს ადგილის შეგრძნებას უმძაფრებს. ფართო ღიობების შემოტანით არქიტექტორს ინტერიერში მეტი სინათლე შემოაქვს და სახლი თვითონვე იქცევა აივნად.

პროექტი ამჟამად მშენებლობის პროცესშია და მალე დასრულდება. სტატიას კი თვითონ არქიტექტორის სიტყვებით დავასრულებთ:

ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმსივრცისშექმნა, სადაც ადამიანმა ან ადამიანებმა უნდა იცხოვრონ, გაივიძონ, იმუშაონ, დაისვენონ, იკითხონ, იცინინონ, ასე რომ ჩემი ლტოლვა ბუნებისკენ არასოდეს არ გაჩერდება, მზე არის ინსპირაცია და მზეს უნდა მიყვეს ყველა პროექტი. ზუსტად ეს დაალაგებს ურბანულ ჰორიზონტს, რაც ჩვენ დედაქალაქს ყველაზე ძალიან ტკივა.

 

ავტორი: თამთა ჯუგაშვილი

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest