პროექტი: ჰოსტელი პინნ

ავტორი: სტუდიო +-

საერთო ფართი: 150კვ.მ

მდებარეობა: მ. ლერმონტოვის ქ. თბილისი

წელი: 2017

 

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ახალი ჰოსტელი „პინნ“ გაიხსნა. პროექტზე სტუდიო +- „ -მა იმუშავა. „სტუდიო +- „ ახალგაზრდა დიზაინერების, ელისაბედ ზაუტაშვილისა და ნატო ბაგრატიონის დუოა, რომლებიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ სცენაზე. მათი ინტერიერებისთვის დამახასიათებელი ღია ტონალობაში გადაწყვეტილი ჰაეროვანი სივრცეებია, გაფორმებული მცენარეებითა და მრგვალი, სადა სარკეებით.

პროექტზე მუშაობისას თავდაპირველი დიზაინი რამდენჯერმე შეიცვალა, თუმცა ავტორების აზრით საბოლოოდ ის შედეგი მიიღეს, რაც სურდათ.

ჰოსტელი შედგება სამი სამადგილიანი ოთახისგან თავისი სვ.წერტილებით
მისაღები, სამზარეულო, დორმი და დორმის მოსასვენებლი ოთახი, 2 სვ. წერტილით.

შენობის თანადროული კარები სხვადასხვა შენარჩუნებულია ოთახში, ასევე ავთენტურია ეზოში გამავალი შუშაბანდის ალათა, აგურის მორკალული ჭერი, ღიობებისა და თაღების ფორმები და ჭერის დეკორი.

აღსანიშნავია, რომ ავეჯის ნაწილიც ლიზკასა და ნატოს დიზაინითაა შექმნილი.

 

ჩვენს ნამუშევრებში ვცდილობთ გავაერთიანოთ ესთეტურობა და ფუნქციონალურობა: ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს. პროექტებში, იქნება ეს არქიტექტურა თუ ინტერიერი, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი ჰარმონიგანწყობა, ადამიანისთვის ბუნებასთან ურთიერთობას მოაქვს: ინტერიერში მაქსიმალურად შემოგვყავს მზე, ჰაერი, მცენარეები, ნათელი ფერები და ბუნების სხვა ელემენტები. მათი ერთობლიობით ვქმნით გარემოს, რომელიც ვფიქრობ დღეს ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს აკლიათ და სჭირდებათ.“ – სტუდიო +-

 

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest