ტუტორები: სეზარ ბაზინ (FR) |მატეუ ბოღდღაიუ (FR) |ოქტავ ჟიაუმ (FR) | ტიბუ კანთოკ (FR)

მონაწილეები: კარლ კამილერი | კრისტინა პუნდაკ | ამბერ დე ვერდე | ლუკას სინიკა | იგნას ჩეპონის | ანია პოპიელარსკა | ანა პაპიაშვილი | ანჟელა სტეაუივისკა | ეის თაგჯი პინარ | მიხა შტეფლ | იერნეი როიც | ლეა დენშა | მატილდე სკალი | მაირან სტენსაას | უილემ ქოენენ | ჰავუ იარველა | მატუს ნოვანსკი |აკსელ ბორგენ | ტიმოტი ოუილონ | ლუის ლაულანე | დეეპკა აბბი | სიიანა გეორგიევა | ზოფია კურჩზიხ | შარლოტ ვონ დესბურგ | ლუკას ბონელ

საინჟინრო კონსულტაცია: ელოი დურან (FR)

საერთო ფართი: 37m2

სიმაღლე: 10.40 m

სართულების რაოდენობა: 3

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

ფოტო: ლუკას ბონელ | ალექსანდრა კონონჩენკო

EASA 2016

 

Highlight ახალი საზოგადოებრივი სივრცეა ნიდაში, რომელიც ბევრ განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა. მოცულობის არქიტექტურილი სახე ფორმირებულია ხის ორი ვერტიკალით, მათ შორის არსებული 2.30მ სივრცე კი მოიცავს რამდენიმე განსხვავებული დანიშნულების სართულს. ეს ორი ვერტიკალური კედელი ობიექტს ორი მხრიდან ხურავს, ამავე დროს ქმნის კარიბჭის მსგავს მონახაზს და იძლევა მონოლითურ ეფექტსაც.

სართულები შესაძლოა განსხვავებული მიზნით იქნას გამოყენებული – ბავშვების სათამაშო მოედნად, თავშესაფრად, ბელვედერად და ა.შ. ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია რკინის კიბეებით და ხის პლატფორმებით, რაც უფრო მაღალია ნიშნული, მით უფრო ფართოდ იშლება ხედი, Highlight-ის უმაღლესი წერტილიდან კი ნიდის 3600-იანი პანორამა ჩანს, რაც ადგილზე ნამდვილად შთამბეჭდავი სანახაობას ქმნის.

მშენებლობის პროცესი სწრაფ ტემპში მიმდინარეობდა, Highlight დღითიდღე იცვლებოდა და განსაკუთრებით სამუშაოების ბოლო ფაზაში გამოიკვეთა მისი საინტერესო კონცეფცია. გვინდა შემოგთავაზოთ ინტერვიუ ვორქშოფის ტუტორ ცეზარ ბაზინთან, სადაც გაეცნობით ბევრ საინტერესო დეტალს პროექტირებისა და მშენებლობის პროცესისი შესახებ.

როგორ განისაზღვრა შენობის ზუსტი და საბოლოო სიმაღლე?

კოშკის ზომები მოვარგეთ ადამიანის მასშტაბს და პროექტში სასურველი სივრცეების ფუნქციას: პირველ დონეზე ქარისგან დაცული და ამავე დროს ღია ლაუნჯი, მეორე სართულზე ამფითეატრი და ბოლოს ყველაზე მაღალ ნიშნულზე აბსოლუტურად გახსნილი ბელვედერი.

რა თქმა უნდა ვიფიქრეთ იმაზეც, რომ მოცულობები სამშენებლოდ შერჩეული ადგილისთვის შესაფერისი ყოფილიყო, განსაკუთრებით ხეების სიმაღლე გავითვალისწინეთ და ის რომ Highlight-დან ნიდის უნიკალურ ლანდშაფტზე, ზღვასა და ლაგუნაზე აბსოლუტური ხედი ყოფილიყო.

ასევე სიმაღლის განსაზღვრისას მხედველობაში მივიღეთ გრაფიკი, რესურსი და შესაძლებლობები.

იყო თუ არა პროექტირების ან მშენებლობის დროს მოულოდნელი და რთულად გადასაწყვეტი სიტუაციები?

ბევრი მოულოდნელი სირთულეები გვქონდა! ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო შეგვენარჩუნებინა ჩვენი ვერტიკალების კონცეფცია, რომლებიც რეალურად მუშაობენ როგორც ქარსაცავი.

პირველი სირთულე შეგვხვდა კონცეფციის ჩამოყალიბების დროს: ბევრი ვეცადეთ დაგვეცვა ჩვენი იდეა და მისი რეალიზება მოგვეხდინა თავდაპირველ იდეასთან მაქსიმალურად ახლოს. ჩვენს კონსტრუქტორთან გვქონდა ბევრი განხილვები იმაზე, თუ როგორ უნდა გათვალისწინებულიყო ყველა ძალა, რომელიც ნაგებობაზე მოახდენდა ზემოქმედებას. სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ მოაჯირები, როგორც განივი დამჭერი ელემენტები.

კიდევ ერთი გამოწვევა იყო ის, რომ პროექტი ინტეგრირებული ყოფილიყო ლანდშაფტთან. სწორედ აქ აღმოვაჩინეთ, რომ გამომწვარი ხე იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, როგორც ტექნიკური, ასევე ესთეტიური კუთხითაც.

სამშენებლო პროცესის დროს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო სირთულეები, მაგრამ ეასა-ს სპეციფიკაც სწორედ ის არის, რომ უნდა შეძლო დროის ფაქტორის გათვალისწინებით სწრაფი და არქიტექტურულად გამართლებული გადაწყვეტილებების მიღება. ზოგი ნაწილი, რაც გამოვხაზეთ არ მუშაობდა მაინც და მაინც კარგად, ამიტომ ძალიან სწრაფად მოგვიხდა გამოსავლის პოვნა. ასეთი იყო, მაგალითად, მეტალის ან ხის მასალის თავისებურება, რომელიც თავდაპირველად არ გაგვითვალისწინებია. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა და გაკვეთილი Highlight-ის მშენებლობისას იყო ის, რომ ხე არის ცოცხალი მასალა, ხშირად არ არის სწორი და მასზე ბევრი მუშაობაა საჭირო იმისთვის რომ სასურველი შედეგი მიიღო.

შემდეგი სირთულე იყო 20 სტუდენტის ორგანიზება და ასეთი მშენებლობის წარმოება არაპროფესიონალ მშენებლებთან ერთად, რაც, ცხადია, მოითხოვდა დიდ ყურადღებასა და სიფრთხილეს.

საქმეს ძლიერი წვიმებიც ართულებდა.

– ახლა როგორ მოგწონთ შენობა, როდესაც ის დასრულებულია?

ჩვენ ძალიან ვამაყობთ მიღებული შედეგით და იმით, რომ წარმატებულად შევძელით შეგვენარჩუნებინა თავდაპირველი იდეა. ზოგმა რეზულტატმა გადააჭარბა კიდეც მოლოდინს, განსაკუთრებით განათების ეფექტმა და გამომწვარ ხეზე ანარეკლებმა, არც იმას ვფიქრობდით, რომ ხედები ასეთი სასწაული იქნებოდა.

მოიწონეთ Highlight

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest