პროექტი: HARD FIBER FUN

მდებარეობა: ბულგარეთი, ველიკო ტარნოვო

წელი: 2014

პროექტის ავტორი და ხელმძღვანელები: ანსის სინკე, იულიანა ბარანოვსკაია.

მონაწილეები: კატერინა ჰოდკოვა, კონსტანტინ იკონომოდის, თომას კუბაკ, რუსტამ ნასრიდინოვ, ზოფია კურცზიხ, ივან რაიკოვიჩ, ჰელმი ლანგსეპ, თეა დალ ორდერანდ, ვასილ ვანდოვ, ჰუგო აფრე, ლუის ბიორნ შმიდტ, ალექსანდერ კულიკოვ, ზარინა ბელოუსოვა

ფოტო: ალექსანდრა კონინჩენკო

პროექტის სპონსორი: Lange+Ritter GmbH

ვორქშოფი წარმოადგენს ექსპერიმენტის შედეგს უახლესი მასალების გამოყენებით. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნების შერწყმით საინტერესო შედეგის მიღება. ამ შემთხვევაში ეს პრაქტიკული და ესთეტიური თვალსაზრისით მიმზიდველი არქიტექტურული მცირე ფორმის შექმნაა.

პროექტის მიზანი იყო ბოჭკოვანი მინისა და კარბონბოჭკოვანი სუბსიიდიის შესაძლებლობების შესწავლა არქიტექტურაში გამოყენების კუთხით. ისინი ძალიან მაღალეფექტურია და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიაში გამოიყენება – საავიაციო მშენებლობა, სამხედრო სფერო, მოტოსპორტი და ა.შ. პოლიმერულ პლასტმასთან კომბინაციაში ბოჭკოვანი მინა და კარბონბოჭკოვანი სუბსიდია მყარდება და შედეგად არმირებულ პოლიმერს ვიღებთ, რომელიც წონის ძალის და დატვირთვის მიმართ მაღალი წინაღობით გამოირჩევა.

პროექტი ორ თანმიმდევრულ ნაწილად დაიყო. პირველი კვირის მანძილზე მონაწილეები ძიებაში იყვნენ და მასალის გამოყენებით ცდებს ატარებდნენ. მეორე კვირისთვის ჯგუფი დიზაინზე ჩამოყალიბდა და ექსპერიმენტალური პავილიონის განხორციელებას შეუდგა. ავტორების ჩანაფიქრი იყო, მასალის წარმოების მეთოდის გათვალისწინებით მისი ფორმისა და სტრუქტურული შესაძლებლობების შეზღუდვის დაძლევა. აწყობისას გამოყენებულია ძაფის ფენებად დალაგებისა და დახვევის ტექნიკა, რომელიც არ საჭიროებს რთული კონსტრუქციის აწყობას, საკმარისია მსუბუქი დროებითი კარკასიც. ექსპერიმენტების შედაგად გამოვლინდა, რომ შესაძლებელია როგორც მორკალული ასევე წახნაგოვანი დახურული ფორმების და სივრცეების მიღება. საბოლოო შედეგი შალის ძაფებით დამზადებული პროტოტიპის 1:1 აბსოლუტური ანალოგია.

მონტაჟის პირველი ეტაპი დროებითი კარკასის აწყობა იყო, რომელიც მომავალი პავილიონის კონტურს განსაზღვრავდა. პლასტმასით გაჟღენთილი ბოჭკოვანი მინა და კარბონიწინასწარ განსარღვრულ წერტილებში ანკერებზე დამაგრდა. ძაფები ერთმანეთის დაჭიმვით ახდენენ ორმხვრივ მორკალული სიბრტყის ფორმირებას. პავილიონი ორი დამოუკედებელი ნაწილისგან აიწყო. პირველი – მინაბოჭკოვანი შრე წარმოადგენს საყრდენ ელემენტს და კონსტრუქციის ძირითად სახეს ქმნის. მეორე – კარბონბოჭკოვანი შრე ზედაპირულია და მოცულობის საბოლოო ფორმირებას ახდენს. კარბონის ფენა კონსტრუქციის გამყარებისა და პავილიონის კუთხეების შემაერთებლის ფუნქციას ასრულებს. ხუთ საათიანი ლოდინის შემდეგ გამყარებული მოცულობისთვის შესაძლო გახდა ხის დამხმარე ელემენტებისა და თოკების მოხსნა. ამრიგად, ექსპერიმენტალური პავილიონი მხოლოდ მინისა და კარბონის ბოჭკოებისგან შექმნილი ფორმაა. მისი წონა 10 კგ-ზე ნაკლებია და ორი ადამიანისთვისაც კი ძალიან მარტივი ასაწევი. მის შიგნით მყუდრო კუთხეებში მოკალათება და განტვირთვაა შესაძლებელი.

ნიავ გამტარი საჩრდილობელი, რომელიც ნაწილობრივ მზის სხივებსაც უშვებს, მიმზიდველ და სასიამოვნო სამყაროს ქმნის, მის შიგნით სიმყუდროვეა და ამავდროულად გარემოს აღქმაც არის შესაძლებელი. აქ არ არსებობს მკვეთრად გამოხატული ჭერი, კედელი და იატაკი, ამ ცნებების ტრადიციული წარმოდგენისგან განსხვავებით პავილიონში ისინი ერთიანი კონტურია. უახლესი ტექნოლოგია და ჯგუფის კრეატიულობა სინთეზში მისტიურ, ერთდროულად გახსნილ და შემოფარგლულ სივრცეს ქმნის.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest