ნუცა ნადარეიშვილი (www.Nutsa.nl) დაიბადა და გაიზარდა თბილისში. სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში, რის შემდეგაც სამაგისტრო კურსის შესასწავლად Delft-ის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაემგზავრა. გარდა არქიტექტურული სწავლებისა, ის ყოველთვის ინტერესდებოდა მოდით და აქსესუარების დიზაინით. ის ყოველთვის თავის შექმნილ ბროშებს, სამაჯურებსა და ყელსაბამებს ატარებდა.

ბოლო წლების განმვალობაში განსაკუთრებით დაინტერესდა გამჭვირვალე მასალებით, როგორიცაა შუშა , pvc და ორგანული მინა. ყველაფერი, არქიტექტურული სწავლების დროს მოვიდა. ლამაზი იდეა და მატერია, რომელიც მთლიანად გამჭვირვალეა, თითქოს არსებობს-ამავდროულად სიცარიელეა. ერთ დღესაც, ობსესია უკვე ხელნაკეთ პროექტად გადაიქცა, ნუცამ იპოვა სრულიად გამჭვირვალე პლასტმასის მაგარი მატერია, მაშინ როდესაც სახლისთვის მარტივ საყიდლებზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა. ზუსტად ასე შეიქმნა, პირველი ყინულივით უფერული “Ghostbag”-ი.

„როდესაც სადმე მივდიოდი, უამრავ კომპლიმენტს მეუბნებოდნენ და ინტერესდებოდნენ ჩემი ჩანთით. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც მოდური მაღაზია აქვს როტერდამში, შემომთავაზა ჩემი ჩანთების გაყიდვა. სწორედ ასე დაიწყო ყველაფერი. კლიენტები, ითხოვდნენ უკვე სხვადასხვა ფერის “Ghostbag”-ებს , ამიტომ პატარა მოკვლევა გავაკეთე, რის მერეც გავიგე, რომ ფერადი პლასტიკატები, ძირითადად დადუღებაში, ხის ჭრასა და ხორცის ქარხნების კარებებისათვის გამოყენებოდა. აქედან გამომდინარე, ისინი მხოლოდ კონკრეტულ ზომებში და ფერებში იყიდება. შემდგომში კი უკვე ამან განსაზღვრა ჩანთების ზომა და დიზაინი. “ – თქვა ნუცამ IDAAF-თან საუბრისას.

ჩანაფიქრი, Ghostbag-ის იდეის უკან , არის ხელოვნება, რაც გულისხმობს ყოველდღიურად ნივთების გამზეურებას. ჩანთები ხელნაკეთია, ნუცა მათზე როტერდამში, საკუთარ ბინაში მუშაობას.

„ ვჭრი პლასტიკატს, ვაკეთებ ხვრელებს და ვკეცავ მას ჩანთის ფორმაში. ძალიან დიდ ძალისხმევას, ენერგიას და დროს მოითხოვს ეს ყოველივე, შესაბამისად დღის განმვალობაში მხოლოდ 2-3 ჩანთაზე შემიძლია მუშაობა“.

IDAAF-მა ნუცასთან რამოდენიმე კითხვიანი ინტერვიუ ჩაწერა:

 

– როგორი უნდა იყოს კარგი ჩანთა?

– ჩემთვის ეს უფრო ლამაზი საგანია. სილამაზე, რათქმაუნდა, გემოვნების საკითხია. ადამიანებს სხვადასხვა რაღაცები მოსწონთ, სწორედ ამიტომ ჯობია ამაზე არ ვიდაოთ.

 

– რა არ უნდა ჩავდოთ შენს მიერ შექმნილ Ghostbag-ებში?

– არ არსებობს შეზღუდვა, ყველაფერი შეიძლება იქ აღმოჩნდეს. მთავარია, ნივთები და ფერი ლამაზად იყოს შერჩეული ერთმანეთთან.

 

– ვისთვის არის Ghostbag-ები?

– მე ვხედავ ახალგაზრდა ხელოვანს, რომელსაც უკეთია ის. ჩემი ქმნილებები, უფრო მინიმალისტურია, თითქოს არ არსებული. ამიტომ ვთვლი, რომ მათთვის, ვისაც უფრო გადაუტვირთავი გემოვნება აქვთ. უფრო სკამდინავიური ტრენდის მოყვარულებს შეიძლება მოეწონოთ.

 

– რის დიზაინზე მუშაობ ამჟამად?

– ახლა ვმუშაობ პლასტიკატის ქამრის დიზაინზე, რომელიც ზამთრის სვიტერებზე გასაკეთებელი იქნება, რათა უფრო ნაზად წარმოაჩინოს სხეულის სილუეტი.

 

– სამომავლო გეგმების შესახებ თუ შეგიძლია მითხრა რამე?

– გულახდილად, რომ გითხრათ, ჯერ ამაზე არ მიფიქრია. ველოდები, თუ როგორ წავა ყველაფერი და დასკვნებს გზად გამოვიტან.

 

– ხარ ის ადამიანი, რომელსაც ჩანთების დიდი კოლექცია აქვს?

– არა, მხოლოდ ჩემს მიერ შექმნილ Ghostbag-ებს ვიკეთებ- ოკეანის ცისფერს და ყინულივით გამჭვირვალეს. ვიტყოდო, რომ არ ვარ ნივთების შეგროვების მოყვარული.

 

 

ავტორი: ანანო მაისურძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest