ის ფაქტი, რომ ადამიანის ხასიათისა თუ პიროვნული მახასიათებლების განსაზღვრა მისი ხელმოწერითაცაა შესაძლებელი, უკვე დიდი ხნის კვლევის საგანია. ანალიზი მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ხდება, ესაა ასოების ზომა, ნაწერის დახრილობა, გაკრული ხელითაა ნაწერი თუ შედარებით გარკვევითაა გამოხაზული თითოეული ასო.

ამ მახასიათებლების მიხედვით, შეიძლება იმსჯელო ადამიანის თავდაჯერებულობასა თუ მის არამდგრად ხასიათზე. მაგალითად, როცა ხელმოწერა მკაფიოა, ყველა ასო თანაბრად დიდია, ხაზგასმულია და მთლიანობაში ხელმოწერაც დიდია ასეთ ადამიანს სურს თავის წარმოჩენა და ყველასათვის თავის დამახსოვრება, ამგვარი ხელმოწერის ავტორი სავარაუდოდ თვლის, რომ მისი ნაწერი ყურადსაღები და გასათვალისწინებელია. მოკლე, გაურკვეველი ხელმოწერები კი ხაზს უსვამენ ავტორის ინტროვერტულობას, მის სურვილს, რაც შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს. რათქმაუნდა, შესაძლებელია ერთიდაიგივე ადამიანის ხელნაწერი და ხელმოწერა ერთმანეთისაგან განსხვავდებოდეს. შეიძლება, ნაჩქარევ ნაწერში შენი რეალური სახე გამოაჩინო, ხოლო ხელმოწერით შენი პიროვნების სრულიად ახალი, განსხვავებული ნიშანი შექმნა.

სიახლეა ქართული შრიფტების კოლექციაში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის “საზოგადო მოღვაწეთა შრიფტები” ფარგლებში შესაძლებელი გახდა ათი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის ხელნაწერების მიხედვით უნიკალური შრიფტების შემუშავება.

საზოგადო მოღვაწეების, მხატვრების, მწერლების ხელნაწერების შრიფტებად გადაკეთება ახალი არაა, თუმცა ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით და ამ ავტორების მიმართ ცნობადობის გაზრდით.

შრიფტები ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. მითითებულ საიტზე შეიძლება მათი ნახვა და დაინტალირება სრულიად უფასოდ.

იმ დროს, როდესაც ქართული ანბანი მსოფლიოში არსებულ 14 ანბანს შორისაა, მისი ცნობადობა მაინც დაბალია , შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ყველანაირად ვიზრუნოთ მის პოპულარიზაციაზე, ახლებულ დიზაინსა და სხვადასხვა ვარიაციაზე. ქართველი დიზაინერები ყოველთვის ჩივიან, რომ ქართული შრიფტი, ნაწილობრივ თავისი მოყვანილობის სირთულიდან გამომდინარე, არ იძლევა ახლებული მოხაზულობის შექმნის საშუალებას და შესაბამისად არ არის მრავალფეროვანი. ქართული შრიფტების ეს მაგალითები კი დიზაინერებისთვის შესაძლოა შთაგონების ახალი წყარო გახდეს.

ამ პოსტით მსურს გამოვეხმაუროთ ხელნაწერების ეროვნული ცენტრის გარშემო შექმნილ გაუგებრობას და ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან საქმეს, რასაც ქართულ და არამარტო ქართულხელ ნაწერებზე ზრუნვა ჰქვია. სწორედ ამ ცენტრის მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი იმ ბაზის შექმნა, რომელიც ასე ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ანბანის პოპულარიზაციისათვის.

ხოლო, რომელი საზოგადო მოღვაწეების ხელნაწერები აირჩა შრიფტების შესაქმნელად, ამის გამოცნობას ავტორების ციტატების მეშვეობით ადვილად მიხვდებით.

 

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest