„ ქართული მოდერნისტული არქიტექტურა 1955-1990 “ 21 ნოემბერს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ.
კვლევა ჩაატარეს რუსუდან მირზიკაშვილმა, ირინა წულაძემ და ნანო ზაზანაშვილმა.
http://www.docomomo.com/https://www.facebook.com/DocomomoGeorgia
ლექცია წაიკითხა ლევან კალანდარიშვილმა.
გამოფენის მენეჯმენტი: კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია
პროექტის კოორდინატორი: თამარ ჯანაშია
მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული არქივი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.
XX საუკუნის ქართულმა კულტურამ, ხელოვნებამ და რაღა თქმა უნდა არქიტექტურამ, უამრავ ადგილობრივ და მსოფლიო მნიშვნელობის პროცესში გაიარა. ის იბრძოდა და ემორჩილებოდა, აპროტესტებდა და ეთანხმებოდა. გასული საუკუნის მეორე ნახევრის არქიტექტურის ლოგიკური გაგრძელება, წესით, ჩვენი დღევანდელი დღე უნდა იყოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ქვეყანაში, რომლის ქალაქებსაც გენერალური გეგმები აღარ გააჩნია, რის მიხედვითაც ისინი განვითარდება, იქ მის არქიტექტურულ იერსახეზე საუბარი ზედმეტია.
მსოფლიო მოდერნისტული არქიტექტურის განვითარების პერიოდი ჩვენთან კომუნიზმის ეპოქას დაემთხვა. შეზღუდვები ნებისმიერი მთავრობის პირობებში არსებობს, მაგრამ წარმოიდგინეთ რამხელა ძალისხმევა იქნებოდა საჭირო იმ მმართველობის პერიოდში ასეთი შენობების დასაპროექტებლად და მით უმეტეს ასაშენებლად. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტორთა უმეტესობა აღიარებს მოდერნიზმის დანატოვარს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობად, რეალურად მასზე არავინ ფიქრობს. შენობების დიდი ნაწილი დღეს სახეცვლილია ან დანგრეული.
მათთვის, ვინც ვერ ნახეთ, გთავაზობთ ირინა წულაძის, ნანო ზაზანაშვილისა და რუსუდან მირზიკაშვილის მიერ სპეციალურად გამოფენისთვის მოკვლეულ მასალას. ულამაზესი მოდერნისტული შენობები – დიდი საერთო და თითოეულის პატარა ისტორიით.
ავტორი: ტატა ალხაზაშვილი


