4 დეკემბერს, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა ლუტეციამ თავის მომხმარებელს ახალი ფრანგული ბრენდი, „აიზენბერგი“ წარუდგინა. ფუნიკულიორის დარბაზში გამართულ პრეს კონფერენციასა და შემდეგ უკვე წვეულებაზე, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ახლოდან გაცნობოდნენ “აიზენბერგის” წარმოდგენილ პროდუქციას, თავის მოვლის საშუალებებსა და სუნამოს ხაზს, რომელიც რამოდენიმე არომატს სხვადასხვა ფლაკონებში აერთიანებს.

კომპანიის დამფუძნებელი ჟოზე აიზენბერგია, რომელმაც პარფიუმერიის სფეროში 15 წლიანი სამეცნიერო კვლელების შემდეგ, თავისივე სახელობის ბრენდი შექმნა. მას ორი გატაცება აქვს, რომლებიც განსაზღვრავს მის ქმნილებებს: მაღალი ტექნოლოგიები და ხელოვნება და ამასთან ერთან კიდევ ერთი მოთხოვნა: სრულყოფილება.

აიზენბერგის გუნდი ყოველთვის ეძებს სრულყოფილ პროდუქტს, ისე, როგორც ჭეშმარიტებას და ყოველდღიურად ცდილობს მიაგნოს ბალანსს და ეფექტურობას, სიახლეს, სენსორულ სიამოვნებას, ელეგანტურობას, ფუფუნებასა და უსასრულობას შორის.

პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ ლუტეციაში წარმოდგენილ პროდუქციას შორის, ყველაზე მეტად გამორჩეული, ალბათ, მაინც სუნამოების ხაზი იყო.

ხელოვნება და სურნელი გაერთიანებული ერთ გამომწვევ, რევოლუციურ კონცეფციაში, სიცოცხლის, ვნების, ფუფუნებისა და მშვენიერების არსის გამოსახატად… ჟოზე აიზენბერგმა ცნობილ ბრაზილილელ მხატვარ ხუარეს მაჩადოს სთხოვა, რომ ნახატებით გადმოეცა ის ემოცია, რასაც იგი ამ სუნამოების სურნელის შეგრძნების შემდეგ განიცდიდა, შედეგმაც არ დააყოვნა და 5 განსხვავებული არომატის გამოსახატავად 5 ხუთი სხვადასხვა ხელოვნების ნუმუში მივიღეთ.

ხუარეს მაჩადო ცბონილი ფიგურაა მსოფლიოს სახელოვნებო სცენაზე. იგი 1941 წელს ბრაზილიაში, ჯოინვილში დაიბადა და განათლება კურიტიბას სახელოვნებო კოლეჯში მიიღო. 1968 წლიდან პარიზსა და რიოს შორის ცხოვრობს. მისი ნამშევრები წარმატებით იფინება ევროპაში, ბრაზილიასა და შეერთებულ შტატებში.

რაც შეეხება სუნამოებს, როგორც უკვე აღვნიშნე, მაჩადომ 5 ნამუშევარი შექმნა აიზენბერგის სუნამოებისთვის. თითოეული მათგანი შთაგონბულია არომატის უნიკალურობით და მათ მხატვრულად გამოსახავს.

 

 

I AM

ნარცისული სუმანო, რომელიც იშლება დელიკატური ჟოლოს საწყისი ნოტებით, რასაც მოსდევს მაგნოლიისა და შავი წიწაკის შუა ნოტების მდიდარი ბუკეტი, ხოლო ამბრასა და სანდლის ხის საბაზისო გამყოლი არომატი ტოვებს წარუსლელ მოგონებას სუნამოზე.

 

DIABOLIQUE

ჰიპნოზური და მომაჯადოვებელი არომატი, რომელიც იხსნება მომწარო ყვითელი მანდარინის ზედა ნოტებით, რასაც მოსდევს არომატული ილის სურნელი; მომნუსხველი და მომაჯადოვებელი ზამბახისა და კედრის შუა ნოტები იხატება ვეტივერის, მუშკისა და ბენზოინის მდგრად საბაზისო ნოტებში.

 

 

BACK TO PARIS

ახალგაზრდული, ხალისიანი და ყვავილოვანი სურნელი, რომელიც ხასიათდება სუნამოს გულში მოქცეული რბილი ნოტებით. ვარდისფერი წიწაკისა და ვარდის დომინანტური ზედა ნოტები, ჟასმინის, იისა და ჰელიოტროპის ყვავილოვანი შუა ნოტები იხსნება მუშკისა და ვანილის დელიკატურ ბაზისში. სუნამო ახალგაზრდა ქალბატონისთვის, რომელსაც უყვარს ჭიქა შამპანიური!

 

LOVE AFFAIR

თავბრუდამხვევი არომატული მორევი ხილის და მოცხარის ზედა ნოტებით. შუა ნოტებში ჰელიოტროპის ინდივიდუალიზმს შერწყმული ვარდის სურნელება წინა პლანზე გამოდის თამბაქოსა და სანდალის ხის არომატულ, ძლიერ საბაზისო ნოტებში.

 

EAU FRAÎCHE

ბერგამოტისა და ილის ზედა ნოტებშ ერწყმის ჯანჯაფილით გამთბარ ანისულისა და პიტნის ხალისიან ნოტებს. ხის ძვირფასი ჯიშების მდგრადი ბაზა grand French Eau Fraîche -სთვის.

 

 

ავტორი: ნანუკა ზაალიშვილი

ყველა ფოტო ეკუთვნის კომპანია ეისენბერგს.

 

 

 

 

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest