ვენეციის ბიენალე არქიტექტურული კულტურის განუყრელი ნაწილია. წლევანდელი „რეპორტაჟი ფრონტიდან“ (Reporting from the Front) უნიკალურია და ხაზს უსვამს არქიტექტურის როლის პოტენციალს თემებში, საზოგადოებაში; როგორც ამ გამოფენის კურატორი, ალეხანდრო არავენა (Alejandro Aravena) ამბობს: „არქიტექტურა ეფექტურია, გავლენას ახდენს სხვებზე“.

ეგვიპტურ პავილიონს არქიტექტორი აჰმად ჰილალი (Ahmad Hilal) ხელმძღვანელობს და კურატორობს ჯგუფთან ერთად, რომელიც Eslam Salem-ის, Gabriele Secchi-ის, Luca Borlenghi-სა და Mostafa Salem-ისგან შედგება; მათი მიზანია, გვაჩვენონ, თუ როგორ გადმოგვცემს არქიტექტურა იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომლებსაც ეგვიპტურ რეალობაში ვხვდებით. პავილიონში არსებული ნამუშევრები გვაჩვენებს, თუ როგორ აქტიურად შემოაქვს არქიტექტურას ცვლილებები თემში. არსად არაა ეს დაპირისპირება ისეთი ცხადი, როგორც ურბანულ კონტექსტში და შესაბამისად ეგვიპტის ქალაქებში.

გამოფენის მიზანია, გლობალურ ფორუმზე გაიტანოს ის, რაც არქიტექტურული და ურბანული კონფლიქტის კარგად გადაწყვეტის მაგალითად მიაჩნია; სადაც არქიტექტორები, საკუთარი ნამუშევრის მეშვეობით, ცვლილებების მედიატორები არიან; იქნება ეს უკვე შექმნილი პროექტით, კვლევის შეთავაზებით თუ არსებული პრობლემების რუკაზე გადატანით გამოხატული.

გამოფენა სახელწოდებით Reframing Back//Imperative Confrontations ზუსტად ეხმიანება წლევანდელი ბიენალეს თემას „რეპორტაჟი ფრონტიდან“, წარმოადგენს რა ახალგაზრდა არქიტექტორების, თვითმმართველი ინიციატივების და სტუდენტების არქიტექტურულ პროექტებს. წარმოდგენილი ნამუშევრები ორ დიდ კატეგორიად შეიძლება გაიყოს – კარტოგრაფიული კვლევები/ ინტეგრირებული პროექტები და ექსპერიმენტული შეთავაზებები. კარტოგრაფიული პროექტები ცდილობს არსებული მდგომარეობის დამატებითი ანალიტიკური „ლინზებით“ შესწავლას, რაც კარგად ჩანს წარმოდგენილ შედეგებში. რაც შეეხება ბოლო დროის კარტოგრაფიულ ძალისხმევებს სხვა კონტექსტში, აქ რეპრეზენტაცია, წარმოდგენა გამოიყენება როგორც ახალი ინფორმაციის მოფიქრებისა და წარდგენის საშუალება. გამოფენა ეგვიპტის ურბანულ მდგომარეობაზე სხვადასხვა საგამოძიებო ინფორმაციას შეიცავს: მიწის ინტენსიური ათვისება, არაფორმალური ურბანიზმი, უდაბნოს ადგილობრივი არქიტექტურა, ზღვისპირა ქალაქები და XIX-XX საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის შენობები, რომლებიც კარგად აჩვენებენ ზრდას ეგვიპტურ კონტექსტში.

პავილიონი არ წარმოადგენს ამ ბოლო პერიოდში ეგვიპტეში მიმდინარე ინიციატივების და სამუშაოების ყოვლისმომცველ კვლევას. თუმცა იგი ცდილობს ფართო საზოგადოებას წარუდგინოს იმ ინდივიდებისა და კოლექტივების, სტუდენტებისა და პროფესიონალების ნამუშევრები, ვინც ბოლო ათწლეულის მანძილზე ეგვიპტეში ახალ ოპერაციულ მოდელებს ეძებდა და არქიტექტურაში, როგორც კრიტიკულ ინტელექტუალურ ძიებაში ერთვებოდა. აქ წარმოდგენილი ნამუშევრები ბევრის ინტერესებს ასახავს, იქნება ეს ხელისუფლების, უნივერსიტეტების, კვლევითი ცენტრების, დამოუკიდებელი პრაქტიკოსების – თავს უყრის რა ერთ სივრცეში უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე მოგროვებულ ცოდნასა და ინფორმაციას, პერსპექტივებსა და ახალ მიდგომებს. ამასთანავე, ეს არის შესაძლებლობა, შეფასდეს მისი ქმედებისა და ტრანსფორმაციის პოტენციალი.

ღია კონკუსის შედეგად ბიენალაზე გამოსაფენად ბევრი ნამუშევარი შეირჩა, სხვებთან ერთად მათ შორისაა: ETH Zürich-ის MAS ურბანული დიზაინი, პენსილვანიის უნივერსიტეტის დიზაინის სკოლა, Mittelmeerland-ის არქიტექტურის AA სკოლა, ლუნდის უნივერსიტეტი და MSA-ს არქიტექტურის დეპარტამენტი. ასევე: Baladilab, Cairobserver, CLUSTER, Community Design Collaborative, GUC-ის არქიტექტურის დეპარტამენტი, (IN)formal Pattern Language, არქიტექტურული სტუდია MADA, სტუდია Meem, Takween, Traslochi Emotivi და სტუდია Œcumene.

 

ინგლისურიდან თარგმნა მერი ხამხაძემ.

 

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest