ავსტრალიურ ბრენდს, რომელიც 2012 წელს ინგრიდ ვერნერმა შექმნა, დღემდე იგივე სახელი, „ვერნერი“ ქვია. ამ ქალბატონის წარსულში იყო ლეიბლი, საინტერესო სახელით „TV“, რომელიც ასევე ავსტრალიური პროდუქტია. სამწუხაროდ, ის დაიშალა, თუმცა მანამდე ამ ბრენდმა შექმნა საინტერესო ნამუშევარი „ტოპშოპის“ კაპსულის 2011 წლის კოლექციისთვის.
ამ სტატიაში წარმოდგენილი ნამუშევარი გაზაფხული/ზაფხული14/15 წლის კოლექციაა. ონლაინ ჟურნალ „ოისტერ“-თან საუბარში ინგრიდმა აღნიშნა, რომ ეს კოლექცია ის საფეხურია, რომელიც მიახლოვებულია ადამიანებთან, რომლებიც აღარ არიან 12 წლის. (ესეც არასწორი წინადადებაა, ინგლისური ვარიანტი არ ვიცი და ვერ გამომაქვს აზრი)
კოლექცია “Eat Cake”- „ოისტერ“ -მა შეაფასა, როგორც ნამუშევარი, რომელიც მიზანში იღებს „ავსტრალიურ კულტურული დაბალი ხარისხის კომპლექს“. ( აქ ინგლისური ვარიანტი მჭირდება, ისე ევრ მივხვდი რას ნიშნავს) მე კი ამ კოლექციას აღვწერდი, როგორც 90-იანი წლების ფრანგულ „გადმონაშთს“, რომელიც ფიქრებით ნიცისა და კანის ოქროსფერ სანაპიროებზე გაგიტაცებთ, სადაც სიამოვნებით ჩაიცვამდით ამ ზოლიან და მიმზიდველ ქმნილებებს. კოლექცია მდიდარია მოკლე ფართო ქვედატანებით, რომლებიც შეხამებულია იმავე ფერის გაბანტულ “cropped” ბლუზებთან. ვერნერის წინა კოლექციებისგან განსხვავებით, აქ სილუეტი უფრო თავისუფალია და პრინტებიც ნაკლებია გამოყენებული, თუმცა სტილი მაინც იგივე დარჩა.
დიდ როლს თამაშობს ფერების დინამიური გამა: ჭარბობს თეთრი ტანისამოსი, ზღვის ფერი ლურჯი მოსასხამები და კუბოკრული კაბები. ეს კოლექცია სრულყოფილებაა მათთვის, ვინც ამ სტილში გადაწყვეტს წარმოაჩინოს საკუთარი თავი.
დიდი ხანია, ახალ ბრენდს ამხელა სიამოვნება არ მოუნიჭებია ჩემთვის. ინგრიდ ვერნერის წარმოდგენილ ამ კოლექციაში დავინახე ის, რაც ასე ძალიან აკლია მოდის მოყვარულ საზოგადოებას – თავისუფლება! ვფიქრობ, წინ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის უამრავი საინტერესო კოლექცია გველის.
ინგრიდ ვერნერი ეს არის ახალი სიტყვა თანამედროვე მოდის სამყაროში. ბაზარზე ამ ავსტრალიურ ბრენდის გამოჩენას შეფასებებიც მაღალი მოყვა, რადგან შეუძლებელია მოგწონდეს კარგი ნაწარმი და ინგრიდის სამოსში გადმოცემული ემოცია არ მოგხვდეს თვალში.
ავტორი: ანანო მაისურაძე


