ეასა (ევროპელი არქიტექტურის სტუდენტების ასამბლეა) 1981 წელს დაარსდა, როდესაც ორმა ლივერპულელმა არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტმა ჯეოფ ჰასლამმა და რიჩარდ მერფიმ, თავისი თანატოლი სტუდენტები მიიწვიეს მათ ქალაქში ურბანული პრობლემების გადასაჭრელად. მაშინ ლივერპულში 300 სტუდენტი ჩავიდა და მას შემდეგ ეს ღონისძიება ყოველი წლის ზაფხულში სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება. იგი 2 კვირა გრძელდება და მასში მონაწილეობას 500-მდე სტუდენტი იღებს. ყოველ ეასას გააჩნია თავისი თემა, რომლის გარშემოც მიმდინარეობს ვორკშოფები, ლექციები, გამოფენები და სხვადასხვა ღონისძიებები. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეასას ორგანიზება ხდება იმ ქვეყნის მიერ, რომელშიც ის ტარდება, ხოლო ეს ირკვევა წელიწადნახევრით ადრე INCM-ზე, ანუ მის მსგავს ღონისძიებაზე, სადაც ქვეყნის ნაციონალური კონტაქტები ხვდებიან ერთმანეთს. ეს ღონისძიება ხუთ დრეს გრძელდება და ფარგლებში ხდება მომავალი მასპინძელი ქვეყნის არჩევა წარმოდგენილი პრეზენტაციების მიხედვით, ასევე სხვა დეტალების განხილვა, რაც მომდევნო ეასაზე იქნება გათვალისწინებული.

ეასა ეს არის პლატფორმა ახალგაზრდა არქიტექტორებისათვის, შეიძინონ უფრო მეტი ცოდნა, პრაქტიკა, გაიცნონ თავიაანთი კოლეგები და მოხდეს აზრებისა და იდეების ურთიერთ გაცვლა. მისი მნიშვნელოვანი ნაწილია ვორკშოფები, რომელთა შერჩევაც რამოდენიმე თვით ადრე ხდება შესაბამის კონკურსზე. ეასას დაწყებისას მონაწილეები ირჩევენ სასურველ ვორკშოფს, ორი კვირის განმავლობაში მუშაობენ მასზე ტუტორებთან (ვორკშოფის ხელმძღვანელი ასევე სტუდენტები), ხოლო ეასას დასრულებისას ხდება ნამუშევრების შეჯამება, მათი პრეზენტაციები და ღონისძიების საზეიმო დახურვა. ეასას აქვს საკუთარი ტელევიზია, რადიო და ჟურნალი, სადაც ყოველღიურად ხდება მიმდინარე მოვლენების განხილვა და რადგანაც ეასა ძალიან თავისუფალი და მხიარული გაერთიანებაა, მათში უამრავი მიმდინარე ჭორი, სახალისო ამბავი და უცნაური ისტორიაა. ღონისძიება მოიცავს ერთ დიდი ტერიტორიას, რომელიც დაყოფილია, საცხოვრებელ, საკვებ, სამუშაო და გასართობ ზონებად, რის გამოც მონაწილეები ერთმანეთთან უფრო ადვილად ურთიერთობენ.

წელს ეასა ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში ჩატარდა და მასში 500-მდე სტუდენტი მონაწილეობდა, როგორც ევროპიდან, ისე სამხრეთ აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებიდან. თემა იყო სიმბიოზა – ურთიერთობა არქიტექტურასა და ბუნებას, განსხვავებულ კულტურებსა და ისტორიულ ფენებს შორის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წელია ქართველებიც აქტიურად არიან ჩართულები ეასაში. წელს 7 არქიტექტურის სტუდენტი მონაწილეობდა და 1 ქართული ვორკშიფიც იყო სამი ტუტორით.

არჩეულ იქნეა 40 – მდე ვორკშოფი, რომელთაგანაც რამოდენიმეს მომავალი 1 კვირის განმავლობაში განვიხილავთ. ასევე აქ წარმოდგენილია სია იმ ქვეყნებისა, სადაც ეასა აქამდე ჩატარებულა და ფოტოებო სხვადასხვა წლების ღონისძიებებიდან. შემდეგ 2015 წელს ეასა მალტაში, კერძოდ კი მის დედაქალაქ ვალეტაში ჩატარდება. მთავარი თემაა: ბმულები (Links)

ეასას მიზანია ურთერთობების გაღრმავება და ახალის აღმოჩენა, რაც მომავალი არქიტექტორების პროფესიონალებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი სტუდენტები აქ ხვდებიან ერთმანეთს და გამოცდილებას უზიარებენ, ხდება განხილვა რიგი საკითხებისა, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ თაობის არქიტექტურის სტუდენტებისთვის და მთავარი: ეასა, ალბათ, მაინც უფრო ყველაზე დიდი გართობის ადგილია, სადაც რთულ სამუშაო დღეს უზომოდ მხიარული ღამეები ცვლის ახლადშეძენილ მეგობრებში.

 

1981_ England LIVERPOOL Starting up the EASA Experience
1982_ Netherlands DELFT Architecture of an Uncertain Future
1983_ Portugal LISBOA Social Spaces
1984_ Denmark AARHUS Turning point in Architecture
1985_ Greece ATHENS Interpretation and Action in the City
1986_ Italy TORINO ArchitecturiLatenti
1987_ Finland HELSINKI Architecture and Nature
1988_ Germany BERLIN The Dimension Between
1989_ France MARSEILLE Heritage et Creativé
1990_ Sweden KARLSKRON Exploration
1991_ USSR KOLOMNA Regeneration
1992_ Turkey ÜRGÜP Vision 2000 Environment
1993_ Scotland SANDWICK The Isle
1994_ Belgium LIEGE Consommerl’Inconsumable
1995_ Poland ZAMOSC Beyond the Borders
1996_ France CLERMONT L’HERAULT Dream Builders!
1997_ Scandinavia THE TRAIN Advancing Architecture
1998_ Malta VALETTA Living on the Edge
1999_ Greece KAVALA Osmosis
2000_ Belgium/Netherlands ANTWERP/ROTTERDAM Dis-Similarities
2001_ Turkey GÖKÇEADA Sustainability
2002_ Croatia VIS Senses
2003_ Denmark FRILAND Sustainable Living
2004_ France ROUBAIX Metropolitain- Micropolitain
2005_ Switzerland BERGUN Tran, Trans, Transit
2006_ Hungary BUDAPEST Common Place
2007_ Greece ELEFSINA city_index
2008_ Ireland LETTERFRACK Adaptation
2009_ Italy DARFO superm[ARCH]et
2010_ UK, MANCHESTER ID
2011_ Spain MADRID-CADIZ deCOASTruction
2012_Finland HELSINKI “wastelands”

2013_Slovenia ,ZUZEMBERK-Reaction

2014­­vel_Bulgaria, VELIKOTARNOVO-Symbioza

პ.ს. არქიტექტურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობის მიღება ეასაზე, უნდა დაუკავშირდნენ ნაციონალურ კონტაქტს საქართველოში.

საკონტაქტო იმეილი:

niko.kejera@gmail.com

 

 

 

ავტორი: ნანა ზაალიშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest