ტუტორები: ზაკ პულის | კიარა გირი

მონაწილეები: უილიამ ო’დონელი | გევინ ქამპბელ | ჯო კიოჰეინ | ლეილა მუსაიევა | ანასტასია პროდრომოუ | მიქაელა პასკალი | ჯორჯ ფერგუსონ | გიო ფხაჭიაშვილი | რიჩარდას ბერტაშიუს | ნანკა ბაღათურია | ლევან მამსიკაშვილი | ჰილდა უუსუტალო | მაგდალენა ბლოკ | კარინა პიჩუს | ოლგა ბერნინგ | ნურია კანოვას ბერნაბეუ | დანაე სტელუ | შრეიანშ სეთ

ფართი: 55მ2

მდებარეობა: ნიდა | ლიტვა

EASA 2016

 

Dune კარგად გააზრებული შინაარსი მქონე პროექტია, რომელიც წლევანდელ ეასაზე განხორციელდა. ის ტექნიკურად დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. თუმცა, მშენებლობის პროცესი საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა და 22.5მ3 ქვიშის ხელით, ნიჩბის გამოყენებით ამოთხრა მოიცვა.

იდააფი გთავაზობთ ინტერვიუს ვორქშოფის ტუტორებთან.

– როგორ მოხდა სილუეტის ფორმირება, იყო თუა არა ეს გარდაქმნის ხანგრძლივი პროცესი?

– ჩვენი თავდაპირველი კონცეფცია იყო შემაღლებული სადამკვირვებლო წერტილის მეშვეობით გაგვეერთიანებინა ნიდას გარემოს სამი ელემენტი – ტყე, ზღვა და დასახლება, ამიტომ კარგი ხედის მქონე პლატფორმა ყოველთვის გვქონდა გონებაში. წინა წლის ოქტომბერში ადგილზე შევისწავლეთ ნიდა. ტყემ და დიუნებმა და განსაკუთრებით მათმა ერთმანეთში თანდათანობით გადასვლამ მაშინვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე, ღამით ნიდა გვთავაზობდა ასტრონომიულ სანახაობას, აიძულებდა ყველას აეხედა მაღლა და გალაქტიკას დაკვირვებოდა. ცაზე სხეულების სიკაშკაშე ამ ადგილის ნაკლებ განათებულობით იყო გამოწვეული. ლოკაცია საკმაოდ იზოლირებულია, რაც მას ფიქრისთვის და განმარტოვებისთვის იდეალურ ადგილად ხდის. ამ ხედის არსებობამ შთაგვაგონა შეგვექმნა ნაგებობა ამაღლებული დასასვენებელი პლატფორმით, რომელიც ქვედა გამჭოლი სივრცის დუბლირებას მოახდენდა. საერთო ჯამში ნაგებობის ფორმა წარმოადგენს დიუნებს, მის წინა და უკანა მხარეს დასმული ვერტიკალური ელემენტები კი ტყის ხეებისა და მათი დიუნების ჰორიზონტლურ სიბრტყეში, ნაგებობის ძირითად ელემენტებში გადასვლას გამოსახავს. ფორმის შექმნაზე საკმაოდ დიდი დრო წავიდა, რადგან ვხვდებოდით თუ რამდენად სენსიტიური სამშენებლო მოედანი ჰქონდა ჩვენს პროექტს, ამიტომ მისთვის საკმაოდ ბევრი კვლევა ჩავატარეთ.

– რატომ გადაწყვიტეთ, რომ კედლები ყოფილიყო გამჭოლი , ხოლო მათი სტრუქტურა არა რითმული? – ამის რამდენიმე მიზეზი გვქონდა. პირველ რიგში ეს საშუალებას იძლეოდა სტრუქტურაში ქვიშას გაეარა. ჩვენ მივხვდით, რომ ნიდას გარემოცვა მუდმივად იცვებოდა, ძირითადად ქარის გამო რომელსაც ქვიშა გადააქვს. გამტარი კედლის ქონა ამ მოძრაობასა და ნაგებობის გარემოში ინტეგრაციას ხელს უწყობს. მეორე მიზეზი ისაა, რომ მშენებლობის ეს მეთოდი საკმაოდ სწრაფია და მარტივი. ჩვენ ვიცოდით, რომ დიუნების ასაშენებლად მხოლოდ ორი კვირა გვქონდა, ამიტომ უნდა მოგვეფიქრებინა მშენებლობის ისეთი სისტემა, რომელიც ადვილად გასაგები იქნებოდა ნებისმიერი მონაწილისთვის. ეს სისტემა გულისხმობდა მთელი ჩვენი ხის მასალის წინასწარ დაჭრას, სამშენებლო მოედანზე მიტანას და თითოეული ელემენტის ერთმანეთთან დაკავშირებით სტრუქტურის აწყობას, დეტალების პატარა ჩამონაჭრებით გამოყოფის გზით. ხის ძელებს შორის ჩამონაჭრების ჩასმა შესაძლებელს ხდიდა მათ ერთმანეთისგან გამოყოფას და პერფორაციის შექმნას. ამავე დროს, სამშენებლო ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას ხდიდიდა შესაძლებელს, რადგან ძირითადი ძელების დაჭრისას მორჩენილი მასალაც ამ გზით გამოყენებადი ხდებოდა. აქედან გამომდინარეა ეს ელემენტები სხვადასხვა ზომის. კიდევ ერთი მიზეზია, რომ გამოყენებული მეთოდი კარგად ებმევა წლევანდელი ასამბლეის თემას – “ჯერ გადაწყვეტილი არ არის | Not Yet Decided”. შიგნიდან არეული პატარა ღიობებიდან შესაძლოა გაარჩიოთ მხოლოდ შემთხვევითი მოძრაობები, რაც ინტერაქტიულ პროცესს მეტად საინტერესოს ხდის და გარე დამკვირვებლისთვის იგივე პრინციპით მიმზიდველია შიდა სივრცე. ეს ქმნის გაურკვევლობის შეგრძნებას, რომელიც აღვივებს ცნობისმოყვარეობას იმის მიმართ, თუ რა ხდება სინამდვილეში. საბოლოო ჯამში, ჭრილები შიდა და გარე სივრცეებს შორის კავშის ქმნიან.

– ვისთვის არის ეს სივრცე?

– სივრცე არის ყველასთვის. ჩვენ ვიცოდით, რომ ბევრი სხვა და სხვა ტიპის ხალხი მოძრაობს ნიდის ამ მონაკვეთში, რომელიც ძალიან ახლოს არის სანაპირო ზოლთან, ამიტომ პავილიონის ფუნქცია ძალიან უშუალო დავტოვეთ. სტუმრებისთვის ნაგებობის თავზე ჰამაკიანი სივრცეა განტვისთვისთვის. ახლა მათზეა დამოკიდებული, როგორ სურთ გამოიყენონ ის.

რა მასალა გამოიყენეთ პროექტისთვის და იმუშავეთ თუ არა რთულ ხელსაწყოებთან?

– ძირითადი კონსტრუქციისთვის ერთადერთი გამოყენებული მასალა არის 80x220x6000მმ ხის ძელები, ხოლო ფუნდამენტის და ვერტიკალებისთვის 200x200x6000მმ ხის ძელები, აევე, ნეილონის თოკი ჰამაკისთვის. ეს მასალა ეასას საცხოვრებელში შესაბამისი ზომების მიხედვით დავჭერით და გადავიტანეთ სამშენებლო მოედანზე. ხელსაწყოებიდან ვიყენებდით მხოლოდ ხერხს 80მმ ძელების დასაჭრელად, ბენზოხერხს დიდი ზომის ძელებისთვის და ბევრ ჩაქუჩსა და ლურსმანს. საერთო ჯამში, არაფერი რთული.

არის თუ არა ობიექტის რომელიმე ნაწილი თქვენთვის გამორჩეული?

– ესაა კიბე. მისმა ზომებმა ის ასასვლელად ძალიან კომფორტული გახადა და ასევე ძალიან მოგვეხმარა მძიმე ძელების ატანაში მშენებლობის დროს. ინტერიერის მხრიდან მათში გამავალი შუქი ძალიან სასიამოვნო ნახატსა და რითმს ქმნის.

 

 

ავტორი: ტატა ალხაზაშვილი

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest