დრონის აეროპორტი – ნორმან ფოსტერი მასშტაბებს ამცირებს და ყველზე მცირე ზომის აეროპორტს ქმნის, ამჯერად რუანდაში და ამჯერად დრონებისთვის.

2016 წლის XV არქიტექტურული ბიენალეს კურატორმა, არქიტექტორმა ალეხანდრო არავენამ შეძლო და მესიჯით ‘Reporting from the Front’ ვარსკვლავი არქიტექტორების ყურადღება შორეულ მიწებზე გადაიტანა და განვითარებადი ქვეყნებისათვის საინტერესო იდეებს მოუყარა თავი.

ასეთია ნორმან ფოსტერისა და პარტნიორების (Foster + Partners) პროექტი ‘Droneport’. მასშტაბური აეროპორტების, აეროდრომების, კოსმოდრომის დაპროექტების შემდეგ, ამჯერად უკვე ლორდის წოდების არქიტექტორმა ყველაზე მცირე ზომის აეროპორტი – დრონის სადგურის პროექტი შეიმუშავა.

ეს ინიციატივა ნორმან ფოსტერის ფონდს(The Norman Foster Foundation) ეკუთვნის. ფონდი, რომელიც სულ ერთი წელია რაც დაარსდა, ორიენტირებულია ინტერდისციპლინარულ ხედვასა და კვლევაზე, რათა დეხმაროს ახალი თაობის არქიტექტორებს, დიზაინერებსა და ქალაქმგეგმარებლებს, რომ მათ თავისი ინოვაციური იდეები განახორციელონ – შესაბამისად, პროექტში სხვადასხვა უნივერსიტეტები და კვლევითი ორგანიზაციები არიან ჩართულნი.

რაც შეეხება თვითონ ობიექტს, ამ ობიექტის წარდგენა 2016 წლის არქიტექტურული ბიენალეს ფარგლებში განხორციელდა, პროექტის პროტოტიპი ვენეციაში, არსენალეს ტერიტორიაზე განთავსდა.

პროექტი

ეს არის მოდულურ სისტემაზე აწყობილი თაღოვანი სტრუქტურა, რომელიც ე.წ. გადამზიდი დრონის (Cargo Drone) სადგურს წარმოადგენს. პროექტის მიზანია შექმნას საკვანძო ადგილი, სადაც საჭირო მედიკამენტების, ჰუმანიტარული დახმარებისა თუ მცირე ზომის ბარგის მიწოდება იქნება შესაძლებელი.კარგო დრონის გამოყენება სწორედ ისეთ ადგილას არის გონივრული, სადაც არ არის განვითარებული სატრანსპორტო ქსელი ანდა რთული რელიეფია.

სადგურის ფუნქციასთან ერთად ამ სივრცის სხვა მრავალი დანიშნულებით გამოყენებაა დაგეგმილი. აქ განთავსდება ფოსტა, კლინიკა, შესაძლებელი იქნება მფრინავი აპარატი – დრონის წარმოება – ეს კვანძი ადგილობრივი თემის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდება.

სტრუქტურა და მასალა

პროექტში მთავარი აქცენტი გაკეთებულიაროგორც მასალის, ისევე სტრუქტურის სიმარტივეზე. თაღოვანი კომპოზიცია მხოლოდდამხოლოდ დაპრესილიმიწის აგურისგან არის შეკრული.ამ პროექტისათვისშვეიცარიული ფონდის Lafarge Holcim კვლევის ცენტრმა თაღოვან ფორმაზე მორგებული აგურის ფორმა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს აგურის წონისა და ზომის შემცირებას. დრონის აეროპორტის ერთი მოდულისათვის 18,000 ასეთი აგურია საჭირო. Lafarge Holcim -ის პროდუქციას ‘Durabric’ ეწოდება.

„დურაბრიკი არის დაპრესილი მიწა, ქვიშა, ცემენტი და წყალი. განსაზღვრული ნარევის სპეციალური დაპრესვის მეთოდის შედეგად აგური მდგრადია და აღარ საჭიროებს გამოწვას. შედეგად თავიდან აცილებული იქნება ტყის გაჩეხვა, რაც ამ რეგიონისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. განვითარებად ქვეყანაში, სადაც გამომწვარი აგური მთავარი საშენი მასალაა, ტყის მასობრივი განადგურების პრობლემა დგას.“

რაც შეეხება კონსტრუქციის აგებას, ის არ მოითხოვს განსაკუთრებულ ან სპეციფიურ ცოდნას. საჭირო მზა მასალების ადგილზე მიწოდების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობაექნება შენების პროცესშიც ჩაერთოს.სამშენებლო მასალები ადგილობრივია, სტრუქტურა მარტივად აწყობადი, ისე რომ იქ მცხოვრებთათვის ამ ობიექტზე მუშაობა სირთულეს არ წარმოადგენს.

ობიექტი წარმოდგენს ერთ ერთეულს, რომელიც მოთხოვნისამებრ გადამრავლებადია და მარტივად შესაძლებელია მათი დაკავშირება.უნივერსალურია იმით, რომ პირველი რიგში ის შედგება მოდულებისგან და შესაძლებელია ნებისმიერ დროს გაფართოება, გამოიყენება ადგილობრივი მასალები და არის მრავალფუნქციური.

მიზანი

ფონდის ეს ნაბიჯი შეფასდა, როგორც (Leapfrog Strategy ნიშნავს გვერდის ავლას, და ამ შემთხვევაში თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით, პრობლემის სტანდარტული გზით გადაწყვეტიდან გადახვევას და განსხვავებულ ჩარევას.) კვლევების მიხედვით 2050 წლისთვის აფრიკის მოსახლეობა გაორმაგდება და 2.2 მილიარდს მიაღწევს, სადაც განვითარებული სატრანსპორტო ქსელიარ არის, მისი გაყვანა კი დიდ ფინანსურ და დროის რესურსს მოითხოვს.

დრონის სადგური ორ სახის ქსელს მოემსახურება ეს არის Redline , რომელიც მცირე ზომის დრონი სამედიცინო საშუალებებს გადაიტანს, ხოლო Blueline შეძლებს 10 კილოგრამამდე ტვირთის გადაზიდვას.პირველ ეტაპზე 2016 წელს რუანდას სქემის დამუშავება დაიწყება, პროექტი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

ნორმან ფოსტერის თქმით,რუანდის ისევე, როგორც გეოგრაფიული, ასევე სოციალური ლანდშტაფტი იდეალური გამოწვევაა დრონის სადგური პროექტისათვის. მედიკამენტებისა და სისხლის ბანკის არ ქონის გამო ადამიანები იღუპებიან -ყოველ წელს მალარიით 450000 ადამიანი იღუპება.

ფოსტერი ამ სიახლის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ეს პროექტი გადაარჩენს მრავალ სიცოცხლეს და და გადამწყვეტ როლს ითამაშებს ამ პრობლემის მოგვარებაში.

 

 

ავტორი: თათა გაჩეჩილაძე

 

 

Facebook Comments
facebooktwitterpinterest